„მიუნხენის“ შედეგები: მსოფლიო დიდი რყევების ზღვარზეა

© photo: Sputnik / Aleksey Vitvitskiy / გადასვლა მედიაბანკშიმიუნხენის უსაფრთხოების კონფერენცია
მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენცია - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბავარიის დედაქალაქში კვირას მიუნხენის უსაფრთხოების 56-ე კონფერენციამ დაასრულა მუშაობა. ფორუმში 800 დელეგატი მონაწილეობდა.

როსტისლავ იშჩენკო 

რომ არა რუსეთი, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციას წელს ღერძი არ ექნებოდა. შეერთებულმა შტატებმა მიუნხენში წარმოაჩინა, რომ მხარს უჭერს თავისი პრეზიდენტის იდეებს გლობალური დაპირისპირების სიმძიმის ცენტრის ჩინეთზე გადატანის შესახებ. ამან ხელი არ შეუშალა სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოს – განსაკუთრებით გაესვა ხაზი ვაშინგტონის განზრახვისთვის, მომავალშიც „გადაარჩინოს“ ევროპა იაფი რუსული ენერგომატარებლებისგან.

დასავლეთი ევროპა გვარიანად მობეზრებულ უკრაინას საყვედურობდა — პრეზიდენტი ზელენსკი, მისი გამოსვლის გამო, ოფიციალური ფორმატის მიღმა გაიტანეს. 

თავად ევროპელებმა კონფერენციისთვის დაწერეს მოხსენება „უსაფრთხოება“. მოხსენებიდან ირკვევა, რომ გასული კონფერენციის შემდეგ (რომელიც 2019 წლის თებერვალში გაიმართა) საერთაშორისო  პოლიტიკაში არაფერი მომხდარა, გარდა რუსეთის გამარჯვებებისა. მართალია, გავრცელდა კორონავირუსი, მაგრამ ეს უკვე წელს იყო. 

პენტაგონი  - Sputnik საქართველო
აშშ-ის კონტრდაზვერვა ჩინეთსა და რუსეთს მთავარ საფრთხეებს უწოდებს
ევროპელები გულწრფელად იმედოვნებენ, რომ რუსეთმა, ბოლოს და ბოლოს, ამოწურა თავისი რესურსები და მისი გამარჯვებებიც დასრულდა. მაგრამ ყოველი შემთხვევისთვის გამოთქვამენ შეშფოთებას სირიაში არსებული ვითარების გამო: ასადი, რუსეთის მხარდაჭერით, ახლოსაა იმასთან, რომ სრული კონტროლი დაამყაროს იდლიბის პროვინციაზე.

შფოთვას ევროპელები იმით ხსნიან, რომ იდლიბიდან „საწყალ თურქეთში“, იქიდან კი ევროპაში მილიონობით ლტოლვილი იხუვლებს.

სინამდვილეში კი ბოევიკების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე უბრალოდ არ დარჩა ამ რაოდენობის მოსახლეობა. ამასთან, მათი უმეტესობა, ვინც იქიდან გამოღწევას ახერხებს, იმ ტერიტორიებზე არჩევს გაქცევას, რომლებსაც სირიის მთავრობა აკონტროლებს, საიდანაც მერე სახლებში ბრუნდებიან — მათი დასახლებული პუნქტების გათავისუფლების კვალდაკვალ.

იდლიბში რამდენიმე ათასი (3-5) ბოევიკია, რომლებსაც ევროპაში „თავისუფლებისთვის მებრძოლებად“ მიიჩნევენ. ასეთი ლტოლვილების არმიღება კი ცოდვაა. მით უმეტეს, რომ მათ შორის საკმაოდ არიან ევროპული ქვეყნების ქვეშევრდომები. იბრძოლეს თავისუფლებისთვის და ახლა შინისკენ გასწევენ — თუ, რა თქმა უნდა, ჩააღწიეს.

რუსეთის „სტრატეგიული მოთმინება“ უსაზღვრო არაა

წლევანდელი წელი კრემლის საგარეო პოლიტიკური გამარჯვებების სერიალის გაგრძელებას გვპირდება. ამას კარგად გრძნობენ აღმოსავლეთ ევროპაში. ადგილობრივი რეჟიმები (კონფერენციაზე ეს მეტად შესამჩნევი იყო) აქეთ-იქით აწყდებიან რუსეთთან კონსტრუქციული ურთიერთობების დალაგების მწვავე აუცილებლობასა და მოქმედი პოლიტიკური ელიტის უუნარობას შორის – გააკეთონ ეს. 

ვლადიმირ პუტინი - Sputnik საქართველო
„უდასავლეთო სამყარო“: ვინ ეხმარება პუტინს დასავლეთის დაშლაში

ამასთან, აღმოსავლეთ ევროპის სახელმწიფოების მოქმედ პოლიტიკოსთა შორის საკმაოდ არიან ისეთები, რომლებიც მზად არიან, დაიწყონ პატარა მართვადი ომი, ოღონდ არენას არ ჩამოშორდნენ და პოლიტიკურ დავიწყებას არ მიეცნენ.

ესმით რა, რომ მოსკოვი ჯერ კიდევ უნდა დაიყოლიო მათ ოკუპაციაზე, ისინი სასაზღვრო კონფლიქტების რისკზეც კი მიდიან. მაგრამ დასავლეთი ევროპა, რომელიც ევროკავშირის ხერხემალი და ნატოს ძირითადი შემადგენელი ნაწილია, სულაც არ იწვის  მსგავსი ექსპერიმენტების ჩატარების სურვილით. პარიზსა და ბერლინს დიდი ხანია სურთ აღადგინონ მოსკოვთან ნორმალური სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები, ბოლო დროს კი სამხედრო-პოლიტიკურ თანამშრომლობაზეც დაფიქრდნენ.

მაგრამ ევროპელები უკიდურესად დინჯები არიან. მათ საგარეო პოლიტიკაში შემობრუნება წარმოუდგენლად დიდხანს ხდება და შეუძლია დააგვიანოს. შემთხვევითი არ არის, რომ ევროპელებმა კონფერენციისთვის მომზადებულ მოხსენებაში რუსეთის ერთ-ერთ მთავარ ღირსებად, რომელიც კრემლის საერთაშორისო პოლიტიკის წარმატებას უზრუნველყოფს, მისი „სტრატეგიული მოთმინება“ დაასახელეს.

არიან რა ძალიან გამოცდილი პოლიტიკოსები მრავალი თაობის განმავლობაში, მათ ესმით, რომ „სტრატეგიული მოთმინება“ შეუძლებელია უსასრულო იყოს. უფრო მეტიც, ზოგ ვითარებას, გამოწვეულს აღმოსავლეთ ევროპული პატარა ქვეყნების ქმედებებით, შეუძლია ეს მოთმინება დროზე ადრე ამოწუროს. უბრალოდ, საერთაშორისო პოლიტიკაში არის ისეთი რაღაცები, რომლებსაც კონფრონტაციამდე მივყავართ ობიექტურად, ცალკეული პოლიტიკოსებისა თუ ქვეყნების გარდა. თუ ისინი რაღაც სამხედრო კონფლიქტის მსგავსის გაჩაღებას მოახერხებენ, დასავლეთ ევროპას უბრალოდ მოუწევს მათ მხარეს გამოვიდეს. რა თქმა უნდა, არავინ აპირებს რუსეთთან ომს ბალტიისპირეთის გამო, არც პოლონეთისა (მით უმეტეს, უკრაინის), მაგრამ განცხადებების გაცვლას არსებული ვალდებულებების ფარგლებში, ევროპის აღმოსავლეთში სამხედრო-პოლიტიკური დაპირისპირების გამწვავების შემთხვევაში, შეუძლია რუსეთსა და დასავლეთ ევროპას შორის სავაჭრო-ეკონომიკური კავშირები გაწყვიტოს.

ცვლილებები ზოგჯერ მოულოდნელად ხდება

მთლიანობაში მიუნხენის კონფერენციამ ქაოსური მოძრაობის შთაბეჭდილება დატოვა, რომელშიც რუსეთი ერთადერთი საერთო წერტილი იყო, მისი როლის (ნეგატიური თუ პოზიტიური) შეფასების მიუხედავად. ეს უნდა გაითვალისწინონ რუსეთის მეზობლებმა. დიდი ხნის განმავლობაში ნამზადები ცვლილებები ზოგჯერ ერთ დღეში ხდება, როცა უკვე აღარავინ ელოდება.

მსოფლიო დიდი რყევების ზღვარზე დგას და ბევრი გავლენიანი სახელმწიფო სწორედ რუსეთში ხედავს თამაშის გარკვეული წესების შენარჩუნების გარანტიას. არჩევანი, რომელიც ადრე თითქოს ბედისწერით განსაზღვრული ჩანდა, კონკრეტულ ვითარებაში შესაძლოა დიამეტრულად განსხვავებული აღმოჩნდეს. უფროსი მეგობრები რა დაპირებასაც არ უნდა იძლეოდნენ, ხშირად უმცროსების ხარჯზე ალაგებენ ურთიერთობებს. განსაკუთრებით, თუ უმცროსები თავხედურად მოითხოვენ ყველაფერს და თანაც ერთბაშად. სამაგიეროდ კი არავის არაფერს აძლევენ.

„სტრატეგიული მოთმინება“ ზოგჯერ მოულოდნელად მთავრდება და მაშინ ვიღაც საკუთარ ჰალსტუხს ჭამს, ვიღაცას უხარია, რომ кіт-ი აღარ არის, ვიღაც კი ალეპოსთვის ბრძოლას იგებს. ყველა თვითონაა საკუთარი ბედნიერების მჭედელი.

რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს! 

 

ყველა ახალი ამბავი
0