05:15 04 ივნისი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.4087
  • 100 RUB4.4290
  • USD3.0416
მოსაზრება
მოკლე ბმულის მიღება
30 0 0

ნავთობის ბაზარზე მიმდინარე მოვლენებმა და კორონავირუსის პრობლემამ გაზის თემატიკა რამდენადმე უკანა პლანზე გადასწია, მაგრამ, თქმა არ უნდა, რომ ნავთობის ფასი გაზის ბაზარზეც მოახდენს გავლენას. რა არის ამაში საინტერესო?

ალექსანდრ სობკო

თავდაპირველად შეგახსენებთ, რომ ზოგი ბაზრისთვის გაზის ფასი გრძელვადიანი კონტრაქტებისთვის ნავთობის კოტირებებზეა მიბმული. ბოლო თვეებში, როცა გაზი უკვე გაიაფდა ბაზრებზე სიჭარბის გამო, ხოლო ნავთობი კვლავ ძვირი რჩებოდა OPEC+-ის შეთანხმების მოქმედების შედეგად, ორი ტიპის ფასწარმოქმნას შორის კოლოსალური განსხვავება წარმოიშვა. საბირჟო ფასებმა გაზსა და გათხევადებულ ბუნებრივ აირზე (LNG — Liquefied natural gas) 3 დოლარი შეადგინა (და შეადგენს) მილიონ BTU-ზე (British thermal unit — ბრიტანული სითბური ერთეული), ხოლო გათხევადებული ბუნებრივი აირის ფასი, ნავთობთან მიბმული კონტრაქტებით, 9 დოლარს აღწევდა მილიონ BTU-ზე. იქმნებოდა სასაცილო ვითარება: LNG-ს ჩინელი იმპორტიორები კორონავირუსით გამოწვეულ ფორს-მაჟორზე ალაპარაკდნენ და უარი თქვეს გრძელვადიანი კონტრაქტებით გათვალისწინებული გათხევადებული ბუნებრივი აირის მიღებაზე, თუმცა იქვე თანხმდებოდნენ LNG-ს იმავე მოცულობების შესყიდვაზე სპოტის ფასებში.

ახლა ვითარება არსებითადაა შეცვლილი. ნავთობზე ფასების ორჯერ შემცირების ფონზე ფასწარმოქმნის ორ ტიპს შორის  განსხვავება შენარჩუნებულია, მაგრამ უფრო დაბალი ხდება: უხეში შეფასებით, 4,5 დოლარი (ნავთობის ბმით) 3 დოლარის (ბირჟა) წინააღმდეგ მილიონ BTU-ზე. 

ამასთან, მიუხედავად ნავთობზე ფასების ვარდნისა, გაზის საბირჟო კოტირებები ძველ დონეზე დარჩა: 3 დოლარი მილიონ BTU-ზე. რატომ ასე? ჯერ ერთი: პესიმისტები ზაფხულისთვის ფასების კიდევ მეტ ვარდნას ელოდებიან, მაგრამ ჩვენ უკვე მჭიდროდ მივუახლოვდით გაზის გათხევადების ამერიკული ქარხნების გაჩერებას, ვინაიდან ფასები ძლივს ფარავს ოპერაციულ ხარჯებსაც კი. პლუს ამას – გაზის სფეროში მოთხოვნა უფრო მეტად გათბობას უკავშირდება. თუმცა აქ მრეწველობის წვლილიც არის: ჩინეთში გაზზე მოთხოვნა თებერვალში 10%-ით დაეცა გასული წლის თებერვალთან შედარებით.

საინტერესოა, რომ „გაზპრომი“ უკვე მინიმალურ დონეზე რეაგირებს ნავთობის ფასების რყევაზე. კომპანიის ბოლო ოფიციალური მონაცემებით, რომლებიც თებერვლის დასაწყისში გამოქვეყნდა, ევროპაში გაყიდვების მხოლოდ 30%-ს აქვს ნავთობზე ბმა. მალევე გახდა ცნობილი ისიც, რომ ფასები გადაიხედა ბულგარეთისთვის. ჯამში ახლა შეიძლება ვილაპარაკოთ იმაზე, რომ ნავთობის ფასების ვარდნა მინიმალურ გავლენას მოახდენს „გაზპრომის“ ამონაგებებზე.

პირიქით, LNG-ს ბაზარზე ნავთობის ბმა, განსაკუთრებით ძველი კონტრაქტებით, ძველებურად ძალიან გავრცელებულია. შესაბამისად, ნავთობზე ფასების ჩამოშლა, რა თქმა უნდა, შეამცირებს თხევადი გაზის გამყიდველების მოგებებს. იმავდროულად სპოტურ და გრძელვადიან კონტრაქტებზე ფასებს შორის სხვაობა შეამცირებს დაძაბულობას ექსპორტიორებისა და იმპორტიორების ურთიერთობაში, რომლებიც მანამდე უკვე მოითხოვდნენ ნავთობზე ბმის მქონე LNG-ს ფასების გადახედვას, ვინაიდან ის გაუმართლებლად მაღალი ეჩვენებოდათ. 

და, რაც მთავარია: რა პერსპექტივები აქვს გათხევადებული გაზის ბაზარს? დიდი ალბათობით, ახალი LNG–პროექტები მიმდინარე წელს არ ამუშავდება. ახლა ყველას კორონავირუსი ადარდებს, თუმცა საქმე მხოლოდ ვირუსში არ არის. უბრალოდ კომპანიებს გაუქრათ შესაძლებლობა, გარანტიები გასცენ, რომ მათი პროექტები რენტაბელური იქნება.    

წარსულში კი გაზზე დაბალი საბირჟო ფასების შემთხვევაშიც კი LNG–პროექტები გარანტირებულად მომგებიანი იყო.

აშკარაა, რომ ახლა ამის ყველა შესაძლებლობა ქრება. ნავთობზე მიმდინარე ფასების ფონზე LNG-ზე კონტრაქტები (ნავთობის ბმით) ვერ უზრუნველყოფს რენტაბელობას, ხოლო ნავთობკომპანიები იმაზე ფიქრობენ, როგორ გადაირჩინონ თავი საკუთარ საბაზო ნავთობის სფეროში. LNG-ს ბაზრის რისკების სუბსიდირება ძვირი ნავთობის ხარჯზე უკვე აღარ გამოვა.

საყურადღებოა, რომ ნავთობის კოტირებების ჩამოშლამდე თავის დროს ელოდებოდა აშშ-ის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო LNG–პროექტი — კომპანია Tellurian-ის ქარხანა Driftwood LNG. ეს დონალდ ტრამპის თებერვლის ბოლოს ინდოეთში ვიზიტის შემდეგ მოხდა, რომლის ფარგლებშიც მოსალოდნელი იყო, რომ ინდოელი პარტნიორები განამტკიცებდნენ მანამდე მიღწეულ წინასწარ შეთანხმებებს LNG-ს შესყიდვაზე, ხოლო Driftwood LNG-ს პროექტი მიიღებდა გარანტირებულ გასაღებას, რომელიც ასე არ ჰყოფნიდათ საინვესტიციო გადაწყვეტილების მისაღებად.

მაგრამ ინდურმა მხარემ ამჯობინა, კიდევ ერთხელ გადაედო LNG-ს იმპორტის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილების მიღება. შედეგად – პროექტს ვერც ის ფაქტი წაეშველა, რომ ის რამდენიმე მცირე ხაზისგან შედგებოდა, ვერც გათხევადებისთვის საჭირო მოწყობილობების გაცხადებული რეკორდულად მცირე ფასი, ვერც ტრანსნაციონალური კომპანია Total-ის პირდაპირი ინვესტიციები Driftwood LNG-ში.

LNG-ს ბაზარზე შექმნილი ვითარება რაღაცით კარგია რუსეთისთვის. რა თქმა უნდა, მინუსებიც აშკარაა, მაგრამ რაშია რუსეთის პლუსები?

ერთი მხრივ, რუსეთი მაქსიმალურადაა დაინტერესებული ახალ ქარხნებში საკუთარი აღჭურვილობის გამოყენებით, მაგრამ მცირედ ყოვნდება შემუშავებასა და რეალიზაციაში. ამასთან შეჯიბრი LNG ბაზარზე, გონივრული სურვილი, დაიკავოს საკუთარი წილი — ყველაფერი ეს აძულებს რუსეთს, გამოიყენოს უცხოური აღჭურვილობაც იმისთვის, რომ არ შეაყოვნოს ქარხნების ამუშავება. მსოფლიო ბაზრებზე ახლა წარმოშობილი პაუზა კი საშუალებას მისცემს, რომ ახალ ციკლს უმეტესად თავისი აღჭურვილობითა და ტექნოლოგიებით შეუდგეს.

რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს

მთავარი თემები