07:17 07 აგვისტო 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.6402
  • 100 RUB4.1843
  • USD3.0737
მოსაზრება
მოკლე ბმულის მიღება
323 0 0

მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასების ამასწინანდელმა კორექციამ რუსეთზე ზეწოლის ახალი ტალღის პროვოცირება გამოიწვია.

ალექსეი მუხინი

საუდის არაბეთმა სასწრაფოდ განაცხადა, რომ ნავთობის მოპოვებების გაზრდას აპირებს (ამჯერად დღე-ღამეში 13 მლნ ბარელამდე), ხოლო აშშ იმის შესახებ ალაპარაკდა, რომ რუსულ კომპანიებზე ზეწოლის შესაძლებლობებს შეისწავლის. შედეგად – ნავთობზე ფასებმა და რუბლის კურსმა კვლავ დაიწია.

ერ-რიადი და ვაშინგტონი მიზანმიმართულად მანიპულირებენ ნავთობზე ფასებითა და ვალუტის კურსით, ცდილობენ რა, შანტაჟით განდევნონ მოსკოვი მსოფლიო ენერგეტიკული ბაზრიდან და არიონ პოლიტიკური ვითარება თავად რუსეთში.  

OPEC+-ის შეთანხმების ჩაშლა, შეგახსენებთ, დაიწყო ულტიმატუმით, რომელიც საუდის არაბეთმა რუსეთს წაუყენა. ეს იყო რუსეთის ინტერესების საწინააღმდეგო მოთხოვნები ნავთობის მოპოვების დამატებითი შემცირების თაობაზე. არსით ეს შანტაჟი იყო: ან შეასრულებთ ჩვენს პირობებს, ან ჩამოვშლით ბაზარს.

რუსეთის უარის შემდეგ საუდის არაბეთმა განაცხადა, რომ დაუყოვნებლივ იწყებდა ნავთობის მოპოვების გაზრდას დღე-ღამეში 12,3 მლნ ბარელამდე, რამაც ჩამოშალა კიდეც ბაზარი.

რუსეთი მზად იყო პარტნიორებთან კომპრომისისთვის, ითვალისწინებდა რა, რომ არსებობდა საშუალოდ სასწრაფო ზეწოლა მოთხოვნაზე კორონავირუსის გამო. მაგრამ შანტაჟი რუსეთისთვის მიუღებელია. რუსეთი შანტაჟს არ წამოეგება. 

სამი წლის წინ რუსეთი წავიდა გარიგებაზე ბაზრის სტაბილიზაციის მიზნით. გარკვეულ მომენტში ამ გარიგებამ პოზიტიური როლი შეასრულა. მაგრამ შეთანხმების შემდგომ გახანგრძლივებას იქამდე მივყავდით, რომ მოსკოვი, საუდის არაბეთთან ერთად, ბაზრიდან აქრობდა იაფ ნავთობს, რომელსაც ძვირადღირებული ამერიკული ფიქალური ნავთობი ჩაანაცვლებდა. OPEC+-ის მოპოვებების ყველა შემცირება სრულად (და საკმაოდ სწრაფად) ნაზღაურდებოდა ამერიკული მოპოვებების ზრდით. თავის დროზე საუდის არაბეთმა რუსული მხარე (ენერგეტიკის სამინისტრო) გარიგების გახანგრძლივების აუცილებლობაში დაარწმუნა. მათთვის ეს აუცილებელი იყო იმისთვის, რათა ხელი შეეწყოთ ნავთობის სახელმწიფო კომპანია Saudi Aramco-ს აქციების განთავსებისთვის (IPO). შედეგად – გარიგება გახანგრძლივდა, ხოლო IPO წარმატებით შედგა.

ამასთან საუდის არაბეთმა უპროცენტო კრედიტები მისცა ინვესტორებს იმის გარანტიით, რომ მხარს დაუჭერდნენ Saudi Aramco-ს აქციების კურსს (შეგახსენებთ, რომ გარიგების ჩაშლის შედეგად აქციები 10%-ით დაეცა, რის შემდეგაც ვაჭრობა შეწყდა).

სანამ შეთანხმება მოქმედებდა, საუდის არაბეთის მთლიანი შიდა პროდუქტის საბიუჯეტო დეფიციტი 12,9%-დან 3,8%-მდე შემცირდა (IHS Markit-ის მონაცემები). ამოქმედდა სტრატეგიული პროგრამა „ნავთობდამოკიდებულების“ შესამცირებლად და ეკონომიკის დივერსიფიკაციისთვის ინფრასტრუქტურაში, ტურიზმსა და ადამიანურ კაპიტალში მასშტაბური ინვესტიციების ხარჯზე.

მაგრამ OPEC+-ის შეთანხმების მოქმედების პერიოდში ამერიკული ფიქალური მოპოვება კვლავ პლუსისკენ წავიდა. დასრულდა საექსპორტო ინფრასტრუქტურის შექმნა. დასავლური სააგენტოების აზრით, OPEC+-ის მოპოვების შეზღუდვა არაერთხელ იქცა გადამრჩენელ ფაქტორად ამერიკელი ფიქალური ნავთობის მწარმოებლებისთვის, აძლევდა რა მათ დაცემის პერიოდში სიცოცხლის შენარჩუნებისა და შემდეგ კვლავ ზრდის დაწყების შესაძლებლობას.

Citigroup-ის ანალიტიკოსები ოპტიმისტურ პროგნოზებს იძლეოდნენ, რომ უკვე 2023 წლისთვის უმსხვილესი საბადო Permian-ის წარმოება 60%-ით გაიზრდებოდა, და მხოლოდ ეს აუზი გასცემდა იმაზე მეტ ნავთობს, ვიდრე OPEC-ის ყველა დანარჩენი წევრი — საუდის არაბეთის გარდა.

და აშშ-ის და საუდის არაბეთის ყველა ეს წარმატება ფაქტობრივად იმის წყალობით მოხდა, რომ რუსეთი OPEC+-ის შეთანხმებაში მონაწილეობდა. მაინცდამაინც ახლა რატომ წამოაყენეს ულტიმატუმი? საუდის არაბეთის მკვეთრად შეცვლილი ნაბიჯები არა მარტო შეთანხმებულია ვაშინგტონთან, არამედ ეს პირდაპირი დაკვეთაა. ამაზე არა მარტო ამერიკის ადმინისტრაციის ჩინოვნიკების უამრავი განცხადება მეტყველებს, არამედ ფინანსთა მინისტრ მნუჩინის მიერ რუსეთის ელჩის უპრეცედენტო გამოძახება და პირდაპირი მოთხოვნა, რომ რუსეთმა საკუთარ თავზე უნდა აიღოს ბაზრების სტაბილიზაციაზე პასუხისმგებლობა — ანუ, დაუბრუნდეს შეთანხმებას საუდის არაბეთის პირობებით. ამასთან, საუდის არაბეთის ელჩი ამერიკის ფინანსთა სამინისტროში რატომღაც არ დაუბარებიათ. 

აქ შეიძლება გავიხსენოთ ტრამპის განცხადებები, რომელიც ზომების მიღებით იმუქრებოდა და OPEC-სგან პასუხისმგებლობას მოითხოვდა. უფრო მეტიც, ამერიკის პრეზიდენტმა საკუთარ თავს NOPEC-ის კანონპროექტის მომხრეც უწოდა. ამასთან, მნუჩინთან გამოძახება – ეს, არსებითად, არის მცდელობა იმისა, რომ რუსეთი კარტელურ შეთანხმებას დაუბრუნონ.

შეიძლება ვივარაუდოთ, რომ საუდიტი ამხანაგები ულტიმატუმის წამოყენებისას დარწმუნებული იყვნენ, რომ რუსეთი უარის თქმას ვერ გაბედავდა. თანაც არა მარტო წმინდად საბაზრო/ეკონომიკური მიზეზებით. აშკარაა, რომ გათვლა იყო შემდეგზე: რუსეთის ხელისუფლება, მნიშვნელოვანი საკონსტიტუციო ცვლილებების მიღების ფონზე, შეთანხმებაზე უარს ვერ იტყვის, რათა სოციალურ–პოლიტიკური დესტაბილიზაცია არ გამოიწვიოს, რაც ნავთობის ფასებისა და რუბლის კურსის დაწევამ შეიძლება გამოიწვიოს.

რა არის შანტაჟის აზრი? ან განაგრძობთ ამერიკული ფიქალის სუბსიდირებას, ან ჩვენ ჩამოვშლით ბაზარს — არა მარტო ეკონომიკური, არამედ პოლიტიკური შედეგებით. საუდის არაბეთი აქ ამერიკული ინტერესების პირდაპირ ლობისტად გამოდის, ხოლო აშშ ამ შემთხვევაში პრაქტიკულად ღიად ერევა რუსეთის შიდა პოლიტიკაში, იყენებს რა შიდაპოლიტიკურ პროცესებს ზეწოლის იარაღად.

მნუჩინის რეაქცია ისტერიკას ჰგავს. დღეისათვის საუდის არაბეთიც და ამერიკული ფიქალური დარგიც უკიდურესად მოწყვლად მდგომარეობაშია. არადა მანამდე აშშ-ის ეკონომიკური ზრდის ერთ-ერთი დრაივერი და ტრამპის ერთ-ერთი კოზირი იყო წინასაარჩევნოდ. „ფიქალური რევოლუცია“ მათ ფიქალურ კატასტროფად გადაქცევით ემუქრება. როგორც Wall Street Journal-ი აღნიშნავს, „ათობით მოვალე კომპანია, მათ შორის, Chesapeake Energy Corp. და Whiting Petroleum Corp ფინანსურ პრობლემებს ნავთობზე ფასების დაცემამდეც განიცდიდნენ. ახლა კი მათი აქციები სწრაფად ეცემა, დარგის ლიდერების კაპიტალიზაცია 30-50 პროცენტით შემცირდა. გამოცემის აზრით, 2014 წლის ფასების ვარდნისგან განსხვავებით, ახლა ამერიკული საფინანსო სექტორი არ დაეხმარება მეფიქალეებს, ვინაიდან მათ ინტერესი დაკარგეს ამ დარგისადმი დაბალი დივიდენდების გამო. წვრილ კომპანიებს კი მასიური გაკოტრება ელოდებათ ჭარბი კრედიტების გამო.

ახლა აშშ-ის ადმინისტრაცია მეფიქალეების მხარდასაჭერ ზომებზე მსჯელობს. მაგრამ ასეთ ზომებს ძალიან სერიოზული წინააღდეგობით ხვდება ამერიკული ეკონომიკური და  პოლიტიკური ისტებლიშმენტის მნიშვნელოვანი ნაწილი. საუდის არაბეთი, თავის მხრივ, შესაძლოა ძალიან სერიოზულ საბიუჯეტო დეფიციტს შეეჯახოს, რაც ჯვარს დაუსვამს არა მხოლოდ პრინც მუჰამედის ამბიციურ რეფორმებს, არამედ ქვეყანაში პოლიტიკურ სტაბილურობასაც უქმნის საფრთხეს.

დასავლელი ექსპერტების დიდი ნაწილი იხრება აზრისკენ, რომ რუსეთს შედარებით მეტი შანსი აქვს, გამოვიდეს გამარჯვებული ვითარებიდან, ვიდრე საუდის არაბეთს. მაგრამ ეს არც რამდენიმე დღეში და არც რამდენიმე თვეში არ მოხდება, თუ საუდის არაბეთი კონსტრუქციულ დიალოგს არ დაუბრუნდება.

რუსეთი, თავის მხრივ, მზადაა დიალოგისთვის.

რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს

მთავარი თემები