ნავთობის ფასების ომი: ექსპერტების მოსაზრება, ვინ გამოვა გამარჯვებული

© photo: Sputnikნავთობის მოპოვება
ნავთობის მოპოვება - Sputnik საქართველო
გამოწერა
მსოფლიო იაფი ნავთობის ეპოქაში ბრუნდება. უმსხვილესი მწარმოებლები მოპოვებების გაზრდას აპირებენ, რაც  კოტირებების ხანგრძლივ დაცემას გამოიწვევს.

მაქსიმ რუბჩენკო 

ახლა ექსპერტები ცდილობენ დაადგინონ, ვინ უფრო მეტად რისკავს:ვისთვის შეიძლება ყველაფერი ეკონომიკური კატასტროფით დასრულდეს და ვინ გამოვა გამარჯვებული ფასების ომიდან, გაზრდის თავის წილს საერთაშორისო ბაზარზე და გახდება ყველაზე გავლენიანი მოთამაშე.

ბოლო დღეებში შავი ოქროს მსოფლიო ბაზარმა უძლიერესი შოკი გადაიტანა მას შემდეგ, რაც 1991 წელს აშშ ერაყში შეიჭრა. თავიდან რუსეთის უარზე, ხელი მოეწერა OPEC–ის შეთანხმებაზე მოპოვებების შემცირების თაობაზე, საუდის არაბეთმა პასუხად განაცხადა, რომ თავის ნავთობზე 6–10 დოლარით დასწევდა ფასს. სამშაბათს კი ერ–რიადმა მსოფლიოს აუწყა, რომ თებერვალთან შედარებით, მოპოვებების მოცულობის 26%-ით გაზრდას აპირებდა.

„საუდის არაბეთის სახელმწიფო ნავთობისა და გაზის კომპანია აპრილში კლიენტებისთვის ნედლი ნავთობის მიწოდებას, როგორც სამეფოს შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ,  დღეღამეში 300 ათასი ბარელით გაზრდის, რაც 12 მლნ ბარელს შეადგენს დღეში“, — განაცხადა Saudi Aramco–ს აღმასრულებელმა დირექტორმა ალ–ამინ ან–ნასერმა. 

ტრეიდერები ნიუ-იორკის საფონდო ბირჟაზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო პანიკა ნავთობზე: ვინ და რატომ შექმნა იგი და რა იქნება ახლა

ამის შედეგად ბაზარზე გაჩნდა უზარმაზარი დისბალანსის საფრთხე შეთავაზებასა და მოთხოვნას შორის. აღსანიშნავია, რომ იმ დროს, როდესაც ერ–რიადი ყველაფერში მოსკოვს ადანაშაულებს, დასავლელი ექსპერტები კრიზისში მთავარ დამნაშვედ სწორედ საუდიტებს მიიჩნევენ.

„საუდის არაბეთის მიდგომა რუსეთთან შესაძლო გარიგებისადმი დავიდა ულტმატუმამდე, მხარი დაეჭირათ მოპოვების კიდევ 1,5 მლნ ბარელით შემცირებისთვის დღეში. სწორედ ამან გააბრაზა მოსკოვი, რომელიც თავს ერ–რიადის უმცროს პარტნიორად არ მიიჩნევს“, — განმარტავს ბრიტანული Financial Times–ი. 

საუდიტების გადაწყვეტილებას, გაზარდონ მოპოვება და ივაჭრონ დიდი ფასდაკლებით, დამკვირვებლები ერთმნიშვნელოვნად აფასებენ „რუსეთის დასჯის“ მცდელობად.

„მანამდე საუდის არაბეთი იმედოვნებდა, რომ ნავთობის ბაზარზე პოზიციებს შეინარჩუნებდა მსხვილ მოთამაშეებს შორის თანამშრომლობის წახალისებით. ახლა კი საუდიტების ვარაუდით, ყველაზე გონივრული ამის საპირისპირო ქმედებაა: გამარჯვების იმედით ჩაერთოს თამაშში „ვინ დაშინდება პირველი“ მოსკოვთან და აშშ–ის დამოუკიდებელ ნავთობინდუსტრიასთან“, — აღნიშნავს სააგენტო Bloomberg–ის მიმომხილველი დევიდ ფიკლინგი.

დასავლელი ექსპერტები რუსეთის რეაქციას სრულიად  ბუნებრივად მიიჩნევენ.

„რუსებმა თქვეს, რომ სურთ დაინახონ კორონავირუსის ბაზარზე გავლენის სრული სურათი მანამ, სანამ რაიმე ზომებს მიიღებენ“, — აღნიშნავს Financial Times–ი. — „თუმცა მოსკოვი უარზე არაა, გამოსცადოს ამერიკული ფიქალური ინდუსტრიის სიმტკიცე. შეერთებული შტატების მიერ დაწესებულმა სანქციებმა რუსული ენერგეტიკული კომპანიების წინააღმდეგ, თებერვალში „როსნეფტის“ სავაჭრო ქვედანაყოფის შეზღუდვების ჩათვლით, და ასევე „ჩრდილოეთის ნაკადი 2–ის“ მშენებლობის დასრულებისთვის ხელის შეშლის მცდელობით, განარისხა კრემლი“. 

ანალიტიკური პორტალის, Zerohedge–ს დამფუძნებელი ტაილერ დარდენი აღნიშნავს, რომ OPEC–ი უკვე მრავალი წელია კრიზისშია და საბოლოო დაშლას კარტელი აქამდე მხოლოდ იმიტომ გადაურჩა, რომ რუსეთის მზად იყო, „გაეწია სამსახური საკუთარი გეოსტრატეგიული მიზნების მიღწევის სანაცვლოდ“. მაგრამ მოსკოვი მზად არ არის, მუდმივად მხსნელად მოევლინოს ექსპორტიორთა ალიანსს.

„კორონავირუსის პანდემიის პანიკის ფონზე, OPEC–მა მოპოვებების უპრეცედენტო შემცირება მოითხოვა“, — განაგრძობს ანალიტიკოსი. — „მაგრამ რუსეთმა, ბოლოს და ბოლოს, უარი თქვა“.  

დარდენის აზრით, მოსკოვმა იდეალური მომენტი შეარჩია ძალის დემონსტრირებისთვის. 

ნავთობი - Sputnik საქართველო
მსოფლიოში ნავთობის ფასი რეკორდულად დაეცა – პირველად 1991 წლის შემდეგ

„დასავლეთი შეუბრალებლად ესხმის თავს რუსეთს იმ დანაშაულისთვის, რომ ის რუსეთია და კრემლმაც ბოლოს და ბოლოს, საპასუხო დარტყმა მიაყენა აშშ–ის არაკეთილსინდისიერი ქცევისთვის ირანში, ერაყში, სირიაში, უკრაინაში, იემენში, ვენესუელაში, ავღანეთში. ახლა  პუტინი ვაშინგტონისა და OPEC–ის ქვეყნებისგანგან მაქსიმალურ დათმობებს მიაღწევს, რომლებიც მხარს უჭერენ აშშ–ის საომარ პოლიტიკას რუსეთის მოკავშირეების — ჩინეთის, ირანისა და სირიის მიმართ“. 

„ნავთობის ბაზარზე დაწყებული ფასების ომი — ეს არის ომი გამოფიტვაზე, რომელშიც იმარჯვებს არა ის, ვინც უფრო ძლიერია, არამედ ის, ვისაც უფრო დიდხანს შეუძლია გაძლება“, — ვარაუდობს დევიდ ფიკლინგი. 

ამ თვალსაზრისით ანალიტიკოსები საუდის არაბეთის პოზიციებს საკმაოდ სუსტად აფასებენ. მიიჩნევა, რომ საუდიტებს ნავთობის მოპოვება რეკორდულად მცირე დანახარჯებით შეუძლიათ — დაახლოებით 3 დოლარი ერთ ბარელზე. თუმცა ქვეყნის ბიუჯეტი, რომელიც შავი ოქროს გაყიდვიდან მიღებულ შემოსავლებს ეფუძნება, ბარელზე 85 დოლარი კოტირებებზეა გათვლილი. ანუ, ნავთობის დარგი რენტაბელობას შეინარჩუნებს, მაგრამ ქვეყანა ძალიან მალე გაკოტრდება. 

„შეხედეთ ბიუჯეტს და მიხვდებით, რომ საუდიტები ბევრად მეტად არიან დამოკიდებულები ნავთობის ფასებზე, ვიდრე რუსეთი ან აშშ. და მათ არ შეუძლიათ უთხრან მოსახლეობას, რომ მოხმარების შემცირება  მოუწევთ  —  ბუნტი დაიწყება“, — განმარტავს დარდენი.

Saudi Aramco–ს შაბათის განცხადების კომენტირებისას ფასების შემცირების თაობაზე, საუდის არაბეთის ხელისუფლების წარმომადგენელმა განუმარტა გაზეთ The Wall Street Journal–ს, რომ ეს „აგრესიული კამპანიის ელემენტია ბაზრის რუსეთის სეგმენტის მისატაცებლად“. მაგრამ ჯერჯერობით ერ–რიადის ნაბიჯებისგან ყველაზე მეტად ამერიკელი მეფიქალეები დაზარალდნენ. 

Chesapeake Energy–ს აქციები დაეცა 27,5%-ით, EOG–ის — 35%-ით, Continental Resources–ის — 40%-ით, Diamondback Energy–ს — 44,6%-ით, Marathon Oil–ის — 47%-ით, ხოლო Apache და წვრილი მოთამაშეები 50%–ზე მეტით დაეცნენ.

„აშშ–ს ფიქალური სექტორი თითქმის მოკლულია. ბაზარზე სისხლის ა ბანოა. კაპიტალიდან მილიარდობით დოლარებია გადარეც ხილი“, — ასკვნის Bloomberg–ის კორესპონდენტი ჟავიე ბლასი.

„ფასების მკვეთრი ვარდნა ამერიკული ფიქალური ინ დუსტრიისთვის რთულ მომენტში მოხდა, — აღნიშნავს Financial Times–ი. — მიუხედავად იმისა, რომ  ბოლო ათწლეულში მოპოვებების მოცულობა გაიზარდა, დარგი აქამდე ძირითადად სესხებით არსებობს . ეს მას ძალიან მოწყვლადს ხდის“. 

ტრამპი „როსნეფტის“ წინააღმდეგ სანქციებს ევროპელ და აზიელ პარტნიორებზე ზეწოლისთვის იყენებს - Sputnik საქართველო
ტრამპი „როსნეფტის“ წინააღმდეგ სანქციებს ევროპელ და აზიელ პარტნიორებზე ზეწოლისთვის იყენებს

ჩამოშლას ვერ გაექცნენ ისეთი ტრადიციული კომპანიები, როგორებიცაა Exxon Mobile — გაუფასურდა 12,2%-ით, Chevron–ი — 15,3%-ით, Occidental Petroleum–ი — 44%-ით. ხოლო ბრიტანული British Petroleum–ის აქციები ერთ დღეში 20%-ით გაუფასურდა და ათი წლის წინანდელი რეკორ დი მოხსნა, როცა მექსიკის ყურეში ნავთობის პლატფორმა აფეთქდა.

შედარებისთვის: რუსეთის მწარმოებელთა აქციები სამშაბათს 12–14%-ით დაეცა. დასავლელი ექსპერტების აზრით, სწორედ რუსეთია დღეს ყველაზე უკეთ მზად ნავთობზე დაბალი ფასებისთვის.

„რუსულ კომპანიებს მოპოვებაზე ძალიან მცირე დანახარჯები აქვთ, — წერს ტაილერ დარდენი. — გადასახადების გადახდის მერეც კი ფასი დაახლოებით 20 დოლარია ერთ ბარელზე.  კონტრაქტების დიდ ნაწილს რუსები ახლა არა დოლარში, არამედ რუბლებში, იუანებსა და ევროში  აფორმებენ, რაც სავალუტო რისკებს ამცირებს. და ეს უპირატესობა კიდევ ბევრი წელი შენარჩუნდება“.

მართლაც, რუსეთის ფინანსთა სამინისტროს შეფასებით, ეროვნული კეთილდღეობის ფონდის ლიკვიდური სახსრები საკმარისია, რათა  ბიუჯეტის ის დანაკარგები დაფაროს, რომლებიც მას ნავთობზე კოტირებების 25–30 დოლარით დაწევა გამოიწვევს 6–10 წლის განმავლობაში. მასალები ამის შესახებ უწყების ვებგვერდზეა გამოქვეყნებული 9 მარტს. 

„ომში ჩართული ქვეყნები ხშირად იმედოვნებენ, რომ რამდენიმე თვეში გაიმარჯვებენ, მაგრამ დროთა განმავლობაში აღმოაჩენენ ხოლნე, რომ მოწინააღმდეგე სინამდვილეში იმაზე უფრო ძლიერია, ვიდრე ეგონათ, — წერს ფიკლინგი. — თუ OPEC+ ამჟამინდელი კრიზისი გრძელვადიან კონფლიქტში გადაიზრდება, მოსკოვი ნამდვილად არ ჩამოშრდება დისტანციას პირველი“.

„ბაზრები რამდენიმე დღეში დამშვიდდება. პანიკა ჩაცხრება და ნავთობის კრიზისი დავიწყებას მიეცემა. მაგრამ ის მალე დაბრუნდება და თანაც, უფრო საშიში ფორმით. და როდესაც ეს მოხდება, ეჭვი მაქვს, რომ უკვე არა საუდის არაბეთი ან თურქები მიირბენენ რუსეთთან დახმარების სათხოვნელად , არამედ აშშ და ევროპა“, — ამბობს ტაილერ დარდენი.

P.S. რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს მასალაში გამოთქმულ მოსაზრებებს! 

 

ყველა ახალი ამბავი
0