მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

მსოფლიოში ნავთობის ფასი რეკორდულად დაეცა – პირველად 1991 წლის შემდეგ

© photo: Sputnik / Sergey Lesketნავთობი
ნავთობი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ნავთობის ექსპორტიორმა ქვეყნებმა მსოფლიოში კორონავირუსის გავრცელების ფონზე ვერ შეძლეს შეეთანხმებინათ ახალი პარამეტრები ან გაეხანგრძლივებინათ მოქმედი შეთანხმებების ვადები.

თბილისი, 9 მარტი — Sputnik. ბოლო ვაჭრობაზე Brent-ის მარკის ნავთობზე ფასები 30%-ით დაეცა და, შესაბამისად, ფიუჩერსების ვარდნა მხოლოდ 1991 წლის მონაცემებს ჩამორჩება, იუწყება სააგენტო Bloomberg-ი.

ფიუჩერსი — ვადიანი საბირჟო კონტრაქტია, რომლის ერთი მხარე იღებს ვალდებულებას შეისყიდოს, ხოლო მეორე – გაყიდოს საბაზისო აქტივების განსაზღვრული რაოდენობა დადგენილ ვადაში, ფიქსირებულ ფასად. 

ჩინეთის საფონდო ბირჟა - Sputnik საქართველო
ჩინეთის საფონდო ბირჟები ჩამოიშალა: კორონავირუსი ეკონომიკას უტევს

გავრცელებული ინფორმაციით, დილის 08:20 საათისთვის (თბილისის დროით) Brent-ის მარკის ნავთობის მაისის ფიუჩერსები ერთ ბარელზე 31,68 აშშ დოლარს შეადგენდა, ხოლო აპრილის ფიუჩერსები WTI-ს მარკაზე 32,8%-ით შემცირდა და 27,67 აშშ დოლარი შეადგინა ერთ ბარელზე.

სააგენტოს ცნობით, დღევანდელი ვაჭრობა ვარდნის შედეგებით მხოლოდ 1991 წლის მონაცემებს ჩამორჩება. 1990 წელს ერაყის ქუვეითში შეჭრას ნავთობზე ფასების მატება მოჰყვა — ერთი ბარელი ნავთობის ფასი 15 დოლარიდან 41,15 დოლარამდე გაიზარდა. თუმცა აშშ-ისა და მოკავშირეების სამხედრო ოპერაციის „ქარიშხალი უდაბნოში“ დასრულების შემდეგ, 1991 წლის თებერვლისთვის ერთი ბარელი ნავთობის ფასი 17-18 დოლარამდე დაეცა.

ფასების ახლანდელი ვარდნა OPEC-ის წევრი ქვეყნების მოლაპარაკებების ჩაშლამ გამოიწვია. ნავთობის ექსპორტიორმა ქვეყნებმა მსოფლიოში კორონავირუსის გავრცელების ფონზე ვერ შეძლეს შეეთანხმებინათ ახალი პარამეტრები ან გაეხანგრძლივებინათ მოქმედი შეთანხმებების ვადები.

ბანკ Goldman Sachs-ის შეფასებით, ნავთობის ბაზარზე არსებული პანიკის ფონზე ნავთობის ფასი ახლა შესაძლოა ერთ ბარელზე 20 დოლარამდეც კი დაეცეს.

ყველა ახალი ამბავი
0