04:39 03 დეკემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.9996
  • 100 RUB4.3845
  • USD3.3189
მოსაზრება
მოკლე ბმულის მიღება
207 0 0

რჩევები, რომელთაც ქვემოთ შემოგთავაზებთ, სამი გოგონას მამის დაკვირვების ნაყოფია, რომლისთვისაც სახელად „წესები კაცებისთვის, რომლებსაც გოგონები ჰყავთ“ უწოდებიათ.

დიახ, ეს არის წესები ნამდვილი მამებისთვის. წაიკითხეთ, გაიაზრეთ და, თუ გნებავთ, თავადაც დაამატეთ რამე.

•    მნიშვნელოვანია ყველაფერი, რასაც გეუბნება უფროსი ქალიშვილი. მნიშვნელოვანია ყველაფერი, რასაც გეუბნება შუათანა ქალიშვილი. მნიშვნელოვანია ყველაფერი, რასაც გეუბნება უმცროსი ქალიშვილი — მაშინაც კი, თუ ეს უაზრო ტიტინია. გამონახე დრო და ბოლომდე მოუსმინე ქალიშვილებს.

•    ყველა გოგონა ლამაზია. მიდი და, თუ მაგარი ხარ, არ გაუმეორო ეს მათ დღეში უთვალავმილიონჯერ. 

•    შენ მამა ხარ. ნუ შეუცვლი ქალიშვილებს დედას. შენ შენი ფუნქციები გაქვს.

•    საერთოდ დაივიწყე მათთან ხმის აწევა. ნუ დააპროგრამებ მომავალ „სტერვას“. თუ მაინც აფეთქდი, მერე აუცილებლად მოუხადე ბოდიში — მშობლებიც ადამიანები არიან.

•    არ არსებობს ცოტა ან ბევრი სათამაშო. თუ ახლის ყიდვას გთხოვს, ორი ძველი სათამაშოს გაჩუქება შესთავაზე.

•    ყველა გოგონა პრინცესაა. ოჰ, გეამათ?! დაივიწყე სიამოვნება. ეძებე მუხუდოს მარცვალი და აღზარდე შენი ქალიშვილი პრინცესასავით. ეს უმძიმესი და ურთულესი სამუშაოა.

•    თუ უფროსი ქალიშვილი გირეკავთ, ნუ ფიქრობ, რომ მაინც და მაინც ფული უნდა გთხოვოთ. იქნებ, უბრალოდ, უფროსქალიშვილობა მოსწყინდა?

•    ჩახუტება ძალიან მნიშვნელოვანია. ის პატარაა (მიუხედავად იმისა, რომ უკვე 22 წლისაა), გარშემო კი უამრავი დიდი და საშიში რამეებია, რისგანაც მას დედიკოც კი ვერ დაიცავს. შენი ქალიშვილის სინაზე და სიყვარული — ეს გალაქტიკური მასშტაბის ენით აღუწერელი ფასეულობაა.

 ჩახუტება ძალიან მნიშვნელოვანია, რამდენი წლისაც უნდა იყოს თქვენი ქალიშვილი
ჩახუტება ძალიან მნიშვნელოვანია, რამდენი წლისაც უნდა იყოს თქვენი ქალიშვილი

•    ყველგან თან მოგდევს, სადაც მიდიხარ — გარაჟშიც და თოვლის გადასახვეტადაც? მიეცი ორიოდე ჭანჭიკი და ქანჩი, ან პატარა ნიჩაბი და დარწმუნდები, რომ უფრო თავგამოდებული და დაუღლელი დამხმარის პოვნა შეუძლებელია.

•    შექმენი ტრადიცია: დაკეტე გარაჟის კარი (ან გაფცქვენი კარტოფილი, ან დაივარცხნე თმები აბაზანის შემდეგ) მხოლოდ ქალიშვილთან ერთად. თანაც ყოველთვის… ან თითქმის ყოველთვის. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ერთობლივი საქმიანობაა.

•    გოგონამ უნდა იცოდეს, რომ მამა ყოველთვის დაიცავს. იქნება ეს საბავშვო ბაღში ჯგუფელ ბიჭუნასთან გამართული „ხელჩართული ბრძოლა“, თუ ქალაქის მეორე ბოლოში მდებარე საშიში უბნიდან შინ წაყვანის თხოვნა. გარჩევები — მერე. მთავარია დაცვა!!!

•    მოგბეზრდა არეულობა ოთახში? გადახედე ზემოთა წესს პრინცესის შესახებ, გარდაქმენი გოგონა კონკიად და ერთად შეუდექით წესრიგის დამყარებას — ოღონდ შენ მინიმალურად ჩაერიე.

•    ნუ დაიკაპიწებ ხელებს სტომატოლოგებისა თუ ლაბორატორიის ექთნების გასალახად. გახსოვდეს, რომ მათ შენი ქალიშვილისთვის სიკეთე სურთ. აუხსენი ეს შენს პრინცესებს. ქალის ცხოვრებაში ბევრი მნიშვნელოვანი ექიმი არსებობს — იმაზე ბევრად მეტი, ვიდრე მამაკაცის ცხოვრებაში. 

•    ყველა გოგოს აქვს უფლება, გავიდეს საზოგადოებაში მხოლოდ მამასთან ერთად — წავიდეს თუნდაც ცირკში… შენ რომ ცირკს ვერ იტან, ეს არავის აინტერესებს.

•    დედა არასდროს ცდება. ცდებით თქვენ ორივე, ან ყველა ერთად. „ჩვენ“ — ეს ძალიან მნიშვნელოვანია!

•    გიყვარს სამსახურის მერე დივანზე გორაობა და ფეხბურთის ყურება? მაშინ „შესვი“ შენი გოგონები ფეხბურთზე. წარმოდგენა არ გაქვს, რა საოცარია ქალი-გულშემატკივარი გვერდით. თანაც, მეორე ტელევიზორის ყიდვაც აღარ მოგიწევს.

•    ყველა გოგონას აქვს ტირილის უფლება — ისე, უმიზეზოდ ტირილისა და მერე შენ გამოსასვლელ პერანგზე ცრემლებისგან აზელილი კოსმეტიკის შეწმენდისა. თუ გოგონა შენთან სატირლად არ მორბის, ესე იგი, რაღაც ისე ვერ არის. ისტერიკისთვის ცალკე კუთხე გამოყავით და ასეც დაარქვით: „საწუწუნო კუთხე“. იცოდეთ, რომ არავის უყვარს სპეციალურ ადგილზე ისტერიკის მოწყობა. ეს ფაქტია.

•    შეთხზე საკუთარი მრავალსერიანი ზღაპარი, გამოიგონე გმირები და დაიმახსოვრე ის მთელი ცხოვრება.

იპოვე მუხუდოს მარცვალი და აღზარდე შენი ქალიშვილი პრინცესასავით — ეს უმძიმესი და ურთულესი სამუშაოა
იპოვე მუხუდოს მარცვალი და აღზარდე შენი ქალიშვილი პრინცესასავით — ეს უმძიმესი და ურთულესი სამუშაოა

•    შენი გოგონა უთხელესი ბროლისგან არ არის დამზადებული. მასაც აქვს ბატუტზე ხტომის, გაყინულ ტბაში ბანაობისა თუ მუხლების გადაყვლეფის უფლება.

•    ჩამოაყალიბეთ „საკუთარი“ წესები. მაგალითად, გზაზე ქალიშვილი მხოლოდ მამასთან ხელჩაკიდებული უნდა გადავიდეს, რათა „მამა არსად გაიქცეს და თანაც ყველამ დაინახოს, რა ლამაზი გოგო ჰყავს მამას“; ან „ნამცხვარი გემრიელი არ გამოვა, თუ ოჯახის პატარა წევრები ღუმელს მიეკარებიან“; ან „მამლაყინწა სხვადასხვაფრად იმიტომ უნდა გავაფერადოთ, რომ ჩვენ ასე გადავწყვიტეთ“.

•    ყველაზე ფასეული — ეს მცდელობაა. თუ გოგონა ჯერ კიდევ ვერ ხატავს კარგად, მაგრამ ცდილობს, აუცილებლად შეაქე სწორედ მცდელობის გამო. პატივისცემით (და არა პირფერულად) დაანახე, როგორ უნდა იმოძრაოს ზრდის ვექტორზე. პირფერობა და ტყუილი ერთი და იგივეა.

•    „ეს მინდა ჩავიცვა, ეგ კი არა!“ ჰოდა, ჩაიცვას, თუ, რა თქმა უნდა, ამინდი ამის საშუალებას იძლევა. 

•    კაცებო, ნუ შეეცდებით გაიგოთ, რანაირად ახერხებს 4 წლის გოგონა თავისით გაერკვეს თხუთმეტი „პოდიუბკისა“ და ექვსი ტოპ-მოსასხამ-პელერინისგან შემდგარ სამოსში. ერთხელ ვცადე დახმარება, მაგრამ მივხვდი, რომ გოგონების ინსტიქტების წინააღმდეგ ვერ წახვალ. აი, შესაკრავების ამბავში კი შეგიძლიათ დაეხმაროთ. ეს ჩაცმის პროცესს აჩქარებს. თანაც, პრინცესაც კმაყოფილი დაგრჩებათ — იმიტომ რომ უვლით და ზრუნავთ მასზე.

•    არასდროს გათქვა საიდუმლო, რომელსაც ქალიშვილი გაგიზიარებს, მაშინაც კი, თუ პრინცესა თავად მოსდებს ამ ამბავს ქვეყანას.

•    ვინ გითხრა, რომ ყვავილები მხოლოდ მეუღლეს უნდა აჩუქო?

თავის მხრივ, „Sputnik-საქართველო“ სახალისო ვიდეოს გთავაზობთ, რომელშიც გოგონების მამიკოები ასრულებენ ცეკვას ბალეტ „გედების ტბიდან“:

მთავარი თემები