დევნილები თბილისში მიტინგს მართავენ, სამინისტრო კი მათ განცხადების დაწერისკენ მოუწოდებს

© photo: Sputnik / Stringerჯანდაცვის სამინისტრო
ჯანდაცვის სამინისტრო - Sputnik საქართველო
გამოწერა
ხელისუფლება იძულებით გადაადგილებულ პირებს, რომელთაც საცხოვრებელი არა აქვთ, მოუწოდებს, რომ შესაბამის უწყებას მიმართონ.

თბილისი, 18 ოქტომბერი — Sputnik. იძულებით გადაადგილებული პირების აქცია უკვე მეორე თვეა იმართება – ისინი მათთვის ბინების გადაცემას მოითხოვენ და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს კორუფციაში ადანაშაულებენ.

მაია ცქიტიშვილი: ბინები ორი ათასზე მეტ დევნილ ოჯახს გადაეცემა>>

სამინისტროს შესასვლელთან მიტინგს მართავენ აფხაზეთიდან დევნილები. ისინი ამბობენ, რომ საცხოვრებლისთვის ქირას ვეღარ იხდიან. რამდენიმე ქალმა ამ დღეებში მინისტრ ეკატერინე ტიკარაძისა და მისი მოადგილეების გადადგომის მოთხოვნით შიმშილობაც გამოაცხადა.

ხელისუფლების შეცვლის დღიდან, ანუ 2012 წლიდან სახელმწიფომ საცხოვრებელი დაახლოებით 21 ათას დევნილს გადასცა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო - Sputnik საქართველო
მავთულხლართები და დევნილები – რა საკითხები წამოჭრა საქართველომ ჟენევის მოლაპარაკებაზე

ამ დროისთვის ბინების მისაღებად განაცხადების ჩაბარების მორიგი ეტაპი მიმდინარეობს. პროცესი 31 ოქტომბრამდე გაგრძელდება.

„წლის ბოლოს მოხდება 270-ზე მეტი ბინის განაწილება. მინდა მივმართო ყველა დევნილ ოჯახს, ვინც დაინტერესებულია აღნიშნული ფაქტით, შეავსონ აპლიკაციები, მოგვმართონ განცხადებებით, რათა მოხდეს მათი საკითხის განხილვა ბინით უზრუნველყოფასთან დაკავშირებით", – განაცხადა მინისტრის მოადგილემ გიორგი წოწკოლაურმა.

ბინებს მიიღებენ ოჯახები, რომლებიც აკმაყოფილებენ 2013 წელს შემუშავებულ კრიტერიუმებს. კრიტერიუმებზე მუშაობდნენ სახალხო დამცველი, გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატი, დანიის საბჭო ლტოლვილთა საკითხებში, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია საქართველოში და სხვ.

კერძო საკუთრებაში შეჭრილ დევნილებს შემწეობა შეუწყდებათ და ბინებით აღარ დაკმაყოფილდებიან>>

ძირითადი კრიტერიუმებია: სოციალური დახმარების არსებობა, მძიმე საცხოვრებელი პირობები, ოჯახში ორი და მეტი არასრულწლოვანი, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი.

რაც შეეხება საპროტესტო აქციას, სამ მომიტინგეს უკვე გადასცეს ბინები, ხოლო ოთხი ოჯახის საქმე განიხილება.

ყველა ახალი ამბავი
0