კერძო საკუთრებაში შეჭრილ დევნილებს შემწეობა შეუწყდებათ და ბინებით აღარ დაკმაყოფილდებიან

© Sputnik / Alexander Imedashviliმთავრობის ადმინისტრაცია
მთავრობის ადმინისტრაცია - Sputnik საქართველო
გამოწერა
სამინისტრო მოუწოდებს დევნილებს, ნუ აჰყვებიან პროვოკაციულ მოწოდებებს და არ შეიჭრან კერძო ობიექტებში.

თბილისი, 30 აგვისტო — Sputnik. იმ დევნილებს, რომლებიც თვითნებურად, უკანონოდ შეიჭრებიან სხვის კერძო საკუთრებაში, დევნილის შემწეობა შეუწყდებათ და ბინით დაკმაყოფილებაზე უარს მიიღებენ, იუწყება პირველი არხი.

როგორც ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ გრიგოლ გიორგაძემ სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, თუ ოჯახი თვითნებურად არის შეჭრილი კერძო საკუთრებაში, მისი ბინით უზრუნველყოფა არ განხორციელდება.

თბილისი. საბურთალო - Sputnik საქართველო
ვაშლიჯვარში დევნილები შენობაში შეიჭრნენ – დააკმაყოფილებენ თუ არა მათ ბინებით

„შეინიშნება საეჭვო ჯგუფების გააქტიურება და მათი ორგანიზებით დევნილები ამა თუ იმ კერძო თუ სახელმწიფო ობიექტებში ახორციელებენ უკანონო შეჭრას. დევნილთა უმრავლესობამ ძალიან კარგად იცის ის წესი და ბრძანება, რომლის მიხედვითაც, თუ თვითნებურად არის შეჭრილი დევნილი ოჯახი, მისი ბინით უზრუნველყოფა არ განხორციელდება. გვინდა განმეორებით შევახსენოთ ყველა იმ ადამიანს, ვინც ასეთ ფაქტებს განახორციელებს, რომ არ მოხდება ბინით მათი უზრუნველყოფა. ასევე მოხდება მათთვის დევნილის შემწეობის შეწყვეტა. ჩვენ ვიქნებით შეუვალი ასეთი ფაქტების მიმართ", – განაცხადა გიორგაძემ.

სამინისტრო მოუწოდებს დევნილებს, ნუ აჰყვებიან პროვოკაციულ მოწოდებებს და არ შეიჭრან კერძო ობიექტებში.

ყველა ახალი ამბავი
0