02:03 06 დეკემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.0304
  • 100 RUB4.4551
  • USD3.3115
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
9810

მაია ცქიტიშვილი პარლამენტის დეპუტატებს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გეგმებზე ესაუბრა.

თბილისი, 6 სექტემბერი — Sputnik. ახალ ბინებს 2019-2020 წლებში იძულებით გადაადგილებულთა 2,4 ათასზე მეტი ოჯახი მიიღებს, განაცხადა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა მაია ცქიტიშვილმა პარლამენტში.

როგორი ბინები გადასცა მცხეთაში მთავრობამ დევნილებს>>

ცქიტიშვილი, ისევე, როგორც მინისტრთა კაბინეტის სხვა წევრები, კვირის დასაწყისში მოვალეობის შემსრულებელი გახდა, მას შემდეგ, რაც მამუკა ბახტაძემ პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დატოვა. პარლამენტმა ახალი მთავრობა გიორგი გახარიას მეთაურობით კვირას უნდა დაამტკიცოს.

„მათთვის ახალი საცხოვრებელი სახლების მშენებლობაზე ჩვენი სამინისტრო ზრუნავს და სასიხარულოა, რომ 2019-2020 წლებში ზუგდიდში, ქუთაისსა და წყალტუბოში 2440 ოჯახს ახალი ბინა გადაეცემა", – განაცხადა ცქიტიშვილმა.

ამჟამად საქართველოში 283,2 ათასზე მეტი აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან იძულებით გადაადგილებული პირი ცხოვრობს. ამ ტერიტორიებს 1990-იანი წლების დასაწყისიდან საქართველოს ხელისუფლება ვეღარ აკონტროლებს.

ამ დროისთვის ბინა მიიღო 40 ათასზე მეტმა ოჯახმა, აქედან 19 ათასზე მეტმა ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, 2013 წლიდან.

იძულებით გადაადგილებულ პირთა პრობლემებთან დაკავშირებით 2019-2020 წლებში 328 მლნ ლარია გამოყოფილი.

მთავარი თემები