ბინის მისაღებად დევნილი ოჯახების განაცხადების მიღება იწყება

© photo: INTERNALLY DISPLACED PERSONS' ISSUESქუთაისში დევნილ ოჯახებს ბინები გადაეცათ.
ქუთაისში დევნილ ოჯახებს ბინები გადაეცათ.  - Sputnik საქართველო
გამოწერა
განაცხადის შევსება საქართველოში არსებულ იუსტიციის სახლებში იქნება შესაძლებელი.

თბილისი, 27 აგვისტო — Sputnik. ზუგდიდში, ახალაშენებულ კორპუსებში ბინის მიღების მოთხოვნით დევნილი ოჯახების განაცხადების შევსება იწყება, ნათქვამია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

განაცხადების მიღება 2019 წლის 2 სექტემბერს დაიწყება და 2 ოქტომბრამდე გაგრძელდება. ამ ეტაპზე ზუგდიდში ბინა 300 იძულებით გადაადგილებულ ოჯახს გადაეცემა, რის შემდეგაც დევნილთა საცხოვრებელი 12-მდე ავარიული შენობა დაიხურება.

ბათუმი - Sputnik საქართველო
ბათუმში მრავალსულიან დევნილ ოჯახებს  ბინები გადაეცათ

ზუგდიდში, ბარამიას ქუჩაზე მასშტაბური სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს, სადაც ჯამში ბინა 960 იძულებით გადაადგილებულ ოჯახს გადაეცემა.

"იწყება ვეტერანი დევნილების განაცხადების მიღების პროცესიც, რომლებსაც ბინები თბილისში, ქუთაისსა და ზუგდიდში გადაეცემათ. ვეტერანი დევნილების ოჯახებისთვის განკუთვნილი 180 ბინიდან 60 თბილისში, 60 ქუთაისში და 60 ზუგდიდში მდებარეობს. თბილისში ბინის მიღების მოთხოვნით განაცხადის შევსება მხოლოდ 2013 წლის 1 ივნისამდე თბილისში რეგისტრირებულ ოჯახებს შეუძლიათ", – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ გრიგოლ გიორგაძემ.

უწყების ცნობით, განაცხადის შევსება საქართველოში არსებულ იუსტიციის სახლებში იქნება შესაძლებელი.

მრავალსართულიანი კორპუსი - Sputnik საქართველო
გორში 480 დევნილ ოჯახს ბინები გადაეცა

2013 წლიდან დღემდე საცხოვრებელი ფართი უკვე 17 ათასამდე დევნილ ოჯახს დაუკანონდა.

დღევანდელი მდგომარეობით, საქართველოში ცენტრალური ხელისუფლების მიერ არაკონტროლირებადი ტერიტორიებიდან — აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან 267 ათასი იძულებით გადაადგილებული პირია.

საქართველოში იძულებით გადაადგილებულ პირთა საცხოვრებელი ფართებით უზრუნველყოფის ოთხი ვარიანტი მოქმედებს — სახელმწიფო დევნილებისთვის ბინებს ყიდულობს; მათთვის მრავალბინიან საცხოვრებელ სახლებს აშენებს; თუ დევნილის მიერ დაკავებული საცხოვრებელი ფართი ადგილობრივ ან სახელმწიფო ბალანსზეა, მაშინ სახელმწიფო მათ აღნიშნულ ფართს უკანონებს; თუ დევნილები ცხოვრობენ შენობაში, რომელიც კერძო საკუთრებას წარმოადგენს, მაშინ სახელმწიფო მესაკუთრისგან ფართის გამოსყიდვას აწარმოებს და დევნილებს გადასცემს.

ყველა ახალი ამბავი
0