ბათუმში მრავალსულიან დევნილ ოჯახებს  ბინები გადაეცათ

გამოწერა
საცხოვრებელი ფართები სოფელ წაბლანაში სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულმა 208 დევნილმა ოჯახმაც მიიღო.

 

თბილისი, 30 ივნისი – Sputnik. ბათუმში 10 მრავალსულიან დევნილ ოჯახს ახალაშენებულ კორპუსში ბინები გადაეცათ, ნათქვამია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

თბილისის ხედი - Sputnik საქართველო
დევნილთა სამინისტრომ დევნილი ოჯახებისთვის 547 ბინა შეისყიდა

ოთხოთახიანი ბინის გასაღები თითოეულ ოჯახს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ გრიგოლ გიორგაძემ და აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ზაალ მიქელაძემ გადასცეს.

ბათუმში, ლეონიძის ქუჩაზე, დევნილებისთვის ორი 16-სართულიანი კორპუსი უკვე აშენებულია. კორპუსები, სამინისტროსა და აჭარის მთავრობის ერთობლივი პროექტის ფარგლებში აშენდა. 

უწყებამ 154 ბინა 2019 წლის დასაწყისში გაანაწილა. დარჩენილ 10 ოთხოთახიან  ბინაზე დამატებითი განაცხადების მიღება გამოცხადდა და შეირჩა მრავალშვილიანი დევნილი ოჯახები.

ამავე კორპუსებში საცხოვრებელი ფართები სოფელ წაბლანაში სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულმა 208 დევნილმა ოჯახმაც მიიღო.

ყველა ახალი ამბავი
0