16:38 20 ივლისი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2410
  • 100 RUB4.5787
  • USD2.8845
ზვიად კუპრავა

ზვიად კუპრავა დააკავეს

© Sputnik / Alexander Imedashvili
ახალი ამბები
მოკლე ბმულის მიღება
169 0 0

ზვიად კუპრავას სასამართლოსადმი უპატივცემულობისა და მოსამართლის შეურაცხყოფაში გასული წლის ივლისში დასდეს ბრალი

თბილისი, 24 თებერვალი - Sputnik. სამართალდამცველებმა არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართალდამცველთა რეფორმირების ცენტრის“ ხელმძღვანელი ზვიად კუპრავა დააკავეს, აღნიშნულია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

უწყების ცნობით, კუპრავა 24 თებერვალს სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით დააკავეს, მისი დაკავების პროცესი კი აღბეჭდილია პოლიციის სამხრე კამერებზე.

გავრცელებული ინფორმაციით, სამართალდამცველები კუპრავას ოფისში გამთენიისას მივიდნენ.  მისი დაკავების მომენტში ადგილზე იმყოფებოდნენ კუპრავას მეუღლე, ოჯახის წევრები და მხარდამჭერები გაერთიანებული ოპოზიციიდან. კუპრავას მეუღლის განცხადებით, დაკავების დროს პოლიციამ  ოფისი დაარბია,  დამტვრეულია ინვენტარი, მათ შორის კომპიუტერები. ზვიად კუპრავა გლდანის მერვე დაწესებულებაშია გადაყვანილი. 
ზვიად კუპრავას სასამართლოსადმი უპატივცემულობისა და მოსამართლის  შეურაცხყოფაში გასული წლის ივლისში დასდეს  ბრალი.  

საქმე ეხება 2018 წლის 11 ივნისს მომხდარ ე.წ. სასადილოს ინციდენტს, როდესაც სასამართლოში ზვიად კუპრავას ადმინისტრაციული სახდელის განხილვის დროს, სასადილოში მას ინციდენტი მოუვიდა სამართალდამცავებთან და სასამართლოს შენობაში სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა მოსამართლეს, რისთვისაც მას ბრალი წარედგინა საქართველოს სსკ-ის  366-ე მუხლით (სასამართლოს უპატივცემულობა).

კუპრავას აღნიშნულ საქმეზე  5 ათასი ლარის ოდენობით  გირაო ჰქონდა შეფარდებული, მიმდინარე წლის 21 თებერვალს გამართულ სასამართლო სხდომაზე კი პროკურატურამ გირაოს შეცვლის შუამდგომლობა დაყენა, რადგან აღნიშნულ პერიოდში კუპრავამ ახალი დანაშაული ჩაიდინა. კერძოდ,  19 თებერვალს  ზვიად კუპრავას ადვოკატი ირაკლი ზაქარეიშვილის ცემის გამო ძალადობის მუხლით (სსკ-ის 126 მუხლის პირველი ნაწილი)  ახალი ბრალი წარუდგინეს.
უწყების ცნობით, გირაოს პირობების დარღვევის, კერძოდ, ახალი დანაშაულის შესაძლო ჩადენის, სამართალდამცავ ორგანოში არგამოცხადების, მართლმსაჯულებისთვის თავის არიდების გამო, სასამართლოს გადაწყვეტილებით ზვიად კუპრავას გირაო უფრო მკაცრი აღკვეთის ღონისძიებით -პატიმრობით შეეცვალა.

დაკავებამდე კუპრავამ საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსს, არასამთავრობო ორგანიზაციებსა და საქართველოს პარლამენტს მიმართა, მისი საქმით დაინტერესებულიყვნენ.

 

მთავარი თემები