თბილისი, 21 თებერვალი - Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართალდამცველთა რეფორმირების ცენტრის“ ხელმძღვანელს ზვიად კუპრავას აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული გირაო პატიმრობით შეუცვალა, იუწყება ტელეკომპანია Imedi.
ზვიად კუპრავას სასამართლოსადმი უპატივცემულობისა დამოსამართლის შეურაცხყოფაში გასული წლის ივლისში დასდეს ბრალი.
საქმე ეხება 2018 წლის 11 ივნისს მომხდარ ე.წ. სასადილოს ინციდენტს, როდესაც სასამართლოში ზვიად კუპრავას ადმინისტრაციული სახდელის განხილვის დროს, სასადილოში მას ინციდენტი მოუვიდა სამართალდამცავებთან.
კუპრავას აღნიშნულ საქმეზე 5 ათასი ლარის ოდენობით გირაო ჰქონდა შეფარდებული, დღეს გამართულ სასამართლო სხდომაზე კი პროკურატურამ გირაოს შეცვლის შუამდგომლობა დაყენა, რადგან აღნიშნულ პერიოდში ახალი დანაშაულის ჩადენა მოხდა.
კერძოდ, მიმდინარე წლის 19 თებერვალს ზვიად კუპრავას უფლებადამცველი ირაკლი ზაქარეიშვილის ცემის გამო ძალადობის მუხლით (სსკ-ის 126 მუხლის პირველი ნაწილი) ახალი ბრალი წარუდგინეს.
თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა ბრალდების მხარის შუამდგომლობა და ზვიად კუპრავას აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული გირაო პატიმრობით შეუცვალა.
თავად კუპრავა სასამართლოს დღევანდელ სხდომაზე არ გამოცხადებულა.