ფითრი – „ყველაფრის მკურნალი" პარაზიტი მცენარე

გამოწერა
დრუიდები ფითრს „ყველაფრის მკურნალს" უწოდებდნენ. ასევე სჯეროდათ ფითრისა იაპონელებს, რომ ის ყველა სენისგან დაიცავდა მათ.

ფითრი, კერძოდ თეთრი ფითრი (Viscum album L.) – მარადმწვანე, პარაზიტი ბუჩქოვანი მცენარეა ფითრისებრთა ოჯახიდან. მისი ბუჩქები ბურთისებრი ფორმისაა, დატოტვილი. იგი ძირითადად მსხლის ტოტებზე გვხვდება, არცთუ იშვიათად ვერხვზე, ვაშლზე, აკაციაზე, ცაცხვზე, სოჭზე და სხვა მერქნიან მცენარეებზე. 70-მდე სახეობა ბუნებრივად არის გავრცელებული ევროპაში, აზიაში, აფრიკასა და ავსტრალიაში. საქართველოში მხოლოდ ერთი სახეობა გვხვდება — თეთრი ფითრი.

ფითრს უძველესი დროიდან მრავალი ლეგენდა უკავშირდება. მას ბუნების მაგიურ საჩუქრად მიიჩნევდნენ და დიდად აფასებდნენ. ანტიკურ თქმულებებში ამ მცენარეს „ოქროს რტოს" უწოდებდნენ. დრუიდების ტრადიციებით, ფითრის ტოტები ოქროს დანით უნდა მოეჭრათ. მათი რწმენით, განსაკუთრებული თვისებები ჰქონდა წმინდა მუხის ხეებზე მზარდ ფითრს, რომელიც იშვიათობას წარმოადგენდა. მისი შეგროვება ნამდვილი დღესასწაული იყო თავისი რიტუალური ცერემონიებითა და მსხვერპლშეწირვით. დრუიდები ფითრს „ყველაფრის მკურნალს" უწოდებდნენ და სწამდათ, რომ ამ მცენარისგან დამზადებული სასმელი უნივერსალური შხამსაწინააღმდეგო საშუალებაა.

ისპანახი - Sputnik საქართველო
ისპანახი და მისი სასარგებლო თვისებები

მიიჩნეოდა, რომ ფითრს იდუმალი ენერგია გააჩნია, რომელიც ბოროტ ძალებს უმკლავდება. მისგან აკეთებდნენ ამულეტებს, რომლებსაც ატარებდნენ ქალები, რათა ოჯახში კეთილდღეობა გამეფებულიყო და მათი ნაყოფიერება წარმატებული ყოფილიყო, გაეგრძელებინათ გვარი. მას ასევე უნივერსალურ გასაღებად მიიჩნევდნენ, რომელსაც ნებისმიერი კარის გაღება შეეძლო.

სკანდინავიის ქვეყნებში მიიჩნევდნენ, რომ თუ მტრები ერთმანეთს იმ ხის ქვეშ შეხვდებოდნენ, რომელზეც ფითრი იზრდება, იარაღი უნდა დაეყარათ. სახლზე დაკიდებული ფითრის ტოტები მშვიდობის, სტუმართმოყვარეობის სიმბოლოს წარმოადგენდა, ასევე იცავდა ოჯახს ელვისა და ჭექა-ქუხილისგან, არ უშვებდა ოჯახში ავ სულებს. ფითრის რტოებს დებდნენ ჩვილის აკვანში, რომ ის ბოროტ ალქაჯებს არ მოეტაცათ. ინგლისელები ფითრს აჭმევდნენ ძროხებს ხბოს მოგების შემდეგ. ავსტრალიაში კარის ზღურბლზე დადებული ფითრის რტო ოჯახს ღამის კოშმარებისგან იცავდა. ასევე სჯეროდათ ფითრისა იაპონელებს, რომ ის ყველა სენისგან დაიცავდა მათ. ფითრს თესვის წინ მიწაში ფლავდნენ და სჯეროდათ, რომ ეს უხვი მოსავლის მიღებაში დაეხმარებოდათ.

კალენდულა, იგივე გულყვითელა და მისი სამკურნალო თვისებები>>

ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში დღემდეა შემორჩენილი ტრადიცია, საშობაოდ ფითრისგან დაამზადონ გვირგვინები და სახლის სამშვენისები, რაც, მათი რწმენით, იზიდავს წარმატებასა და ნაყოფიერებას. ასეთი გვირგვინი, როგორც ბედნიერების მომტანი, ოჯახში შემდეგ შობამდე ინახება.

ექინაცეა - Sputnik საქართველო
მაღალი არტერიული წნევის რეგულირება სამკურნალო მცენარეებით

ფითრის სამკურნალოდ გამოყენების შესახებ ცნობები ჯერ კიდევ პლინიუსის შრომებში გვხვდება. ის ფითრს აღწერდა, როგორც ეპილეფსიური შეტევებისა და თავბრუსხვევის საწინააღმდეგო საშუალებას. შუა საუკუნეებში მას იყენებდნენ, როგორც ეფექტურ საშუალებას ჭრილობების, კანის წყლულოვანი დაზიანებების სამკურნალოდ, ასევე სისხლდენის შესაჩერებლად.

ნუში და მისი სასარგებლო თვისებები>>

ამასთან, ფითრის შემადგენლობაშია მრავალი ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერება, რომლებსაც ძლიერი სამკურნალო თვისებები ახასიათებს. აზოტის შემცველი ნაერთები – გამა-ამინოცხიმოვანი მჟავა, აცეტილქოლინი, ქოლინი; ტერპენოიდები – ალფა-ამირინები, ბეტა-ამირინები, ბეტულინის მჟავა, ურსულინის მჟავა; ტრიტერპენული საპონინები – ემუთეროზიდი; ალკალოიდები – ტირამინი, ლუპანინი; ფლავონოიდები – იზორამნეტინი, კვერცეტინი, რამნეტინი; ჰისტამინები, ორგანული მჟავები – ყავის, ქლოროგენული, მანიტი; ვიტამინები, მინერალური ნივთიერებები.

კრიალოსანა - Sputnik საქართველო
კრიალოსანა და მისი სამკურნალო თვისებები

მაგალითად, ალკალოიდი ვისკოტოქსინი აქტიურია სიმსივნური უჯრედების მიმართ, აძლიერებს ორგანიზმის დამცავ ძალებს. ტრიტერპენულ საპონინებს ჰემოლიტური ქმედებები ახასიათებს, ზრდის ჰემოგლობინს. ქოლინი, ვიტამინი B4 კარგად მოქმედებს გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე, ხოლო აცეტილქოლინი აუცილებელია ნერვული სისტემის სწორი ფუნქციონირებისთვის. ფითრი ეფექტურია გულ-სისხლძარღვთა, ენდოკრინოლოგიური, გინეკოლოგიური და სხვა დაავადებების დროს.

ფითრს იყენებენ შემდეგი დაავადებების სამკურნალოდ:

  • ნევრალგია
  • ნეირობლასტომა
  • სისხლდენა ცხვირიდან
  • ენურეზი
  • ლიმფოსარკომა
  • ვარიკოზი
  • ჰიპერთირეოზი
  • ბრონქული ასთმა
  • ათეროსკლეროზი
  • იმპოტენცია
  • კუჭის კიბო
  • თავის ტვინის სისხლძარღვების სკლეროზი
  • თავის ტკივილი
  • ღვიძლის კიბო
  • ლეიკოზი
  • ლიმფოგრანულემატოზი
  • ჰემოროი
  • თორმეტგოჯა ნაწლავის კიბო
  • კუჭ–ნაწლავში სხვადასხვა პარაზიტების დროს
  • შაქრიანი დიაბეტი
  • ლიმფომა
  • ტუბერკულიოზი
  • ეპილეფსია
  • პაპილომა
  • ნევრინომა
  • ლეიკორეა (თეთრად შლა)
  • ჰიპერტონია
  • სილურჯე დაზიანების შედეგად
  • თირკმელების კიბო
  • სისხლდენა საშვილოსნოდან
  • უშვილობა

ფითრის მიღება არ შეიძლება ინდივიდუალური აუტანლობის, ორსულობის დროს. ფითრის შემადგენლობაში არის შხამიანი ნივთიერებები, ამიტომ ამ მცენარის გამოყენებისას აუცილებელია დოზის დაცვა. მოწამვლის ნიშნებია პირღებინება, მისი შეგრძნება, დიარეა.

ყველა ახალი ამბავი
0