კრიალოსანა და მისი სამკურნალო თვისებები

გამოწერა
მცენარე ამაღლებს იმუნიტეტს, ებრძვის ვირუსებსა და ბაქტერიულ ინფექციებს, ონკოლოგიურ, სისხლძარღვების დაავადებებს.

კრიალოსანა (Hedysarum) პარკოსანთა ოჯახის მცენარეთა გვარია, რომლის ნაყოფი კრიალოსნისებრ პარკს წარმოადგენს. გავრცელებულია 150-მდე სახეობა. საქართველოში შვიდი სახეობა გვხვდება, მათ შორის ყველაზე გავრცელებულია კავკასიური კრიალოსანა (Hedysarum caucasicum).

კალენდულა, იგივე გულყვითელა და მისი სამკურნალო თვისებები>>

სამკურნალოდ ძირითადად გამოიყენება კრიალოსანას წითელი, გამომშრალი და დაქუცმაცებული ფესვი.

კრიალოსანას შემადგენლობა:

  • გლიკოზიდები
  • კატექინები
  • საპონინები
  • ფლავონოიდები
  • მთრიმლავი ნივთიერებები
  • ვიტამინები
  • პოლისაქარიდები
  • სახამებელი
  • პექტინი
  • ფიტოესტროგენები
  • ამინომჟავები

კრიალოსანას სასარგებლო თვისებები

კრიალოსანას წითელ ფესვს გააჩნია მრავალი თვისება. არის მატონიზირებელი, ანთების საწინააღმდეგო საშუალება, იმუნომოდულატორი, აჩერებს სისხლდენას.

ნიორი - Sputnik საქართველო
ნიორი და მისი სასარგებლო თვისებები

მცენარე ებრძვის ვირუსებსა და ბაქტერიულ ინფექციებს, ონკოლოგიურ, სისხლძარღვების დაავადებებს.

კრიალოსანა ძალზე სასარგებლოა როგორც მამაკაცების, ისე ქალების ჯანმრთელობისთვის. ის აძლიერებს სისხლის მიმოქცევას, ააქტიურებს სქესობრივ ჯირკვლებს, ებრძვის პათოლოგიებს მცირე მენჯის ღრუში, უნაყოფობას.

კრიალოსანას რეგულარული გამოყენება აუმჯობესებს სისხლის მაჩვენებლებს, აწესრიგებს წყალ-მარილოვან ბალანსს ორგანიზმში, აღადგენს სასიცოცხლო ძალებს.

ცოცხანა, ანუ „ისიდას ცრემლი" – მაგიური სამკურნალო მცენარის სასარგებლო თვისებები>>

კრიალოსანა გამოიყენება შემდეგი დაავადებების დროს:

  • თირკმელების, შარდის ბუშტის, შარდმდენი გზების დაავადებები
  • ონკოლოგია
  • გინეკოლოგიური პათოლოგიები
  • მამაკაცისა და ქალის უნაყოფობა
  • იმპოტენცია
  • პროსტატა, პროსტატის ადენომა
  • ჰერპესი
  • დაქვეითებული იმუნიტეტი
  • ანემია
  • კუჭის დაავადებები
  • ნერვული დაძაბულობა, ქრონიკული დაღლილობა
  • გულ-სისხლძარღვთა დაავადებები
  • სასუნთქი გზების დაავადებები
  • დარღვევები სისხლის შედედებაში

კრიალოსანა უნდა მივიღოთ უძილობის, ავიტამინოზის, მადის დაქვეითების დროს, შველის ხველებას, სისხლდენას, შეშუპებას, ანთებით პროცესებს.

ნუში და მისი სასარგებლო თვისებები>>

კრიალოსანა მამაკაცებისთვის

კრიალოსანა აწესრიგებს შარდის გამოყოფას, ამცირებს ანთებით პროცესებს წინამდებარე ჯირკვალში, აჩქარებს სისხლის ნაკადს მცირე მენჯში. მისი გამოყენება რეკომენდებულია იმპოტენციის, პროსტატის ადენომის, ქრონიკული პროსტატის, ინფექციური დაავადებების დროს.

წყავი - Sputnik საქართველო
წყავი და მისი სასარგებლო თვისებები

კრიალოსანა აჯანსაღებს მამაკაცის ჯანმრთელობას, ზრდის ლიბიდოს. მკურნალობის კურსი უნდა გაგრძელდეს სულ ცოტა ერთი თვე.

კრიალოსანა ქალებისთვის

მცენარის ანთების საწინააღმდეგო მოქმედებას ქალების შარდსასქესო სისტემის მთელი რიგი დაავადებების განკურნება შეუძლია. მისი გამოყენება შეიძლება საშვილოსნოდან სისხლდენის, საშვილოსნოს მიომას, პოლიპების დროს, ადნექსიტის (საშვილოსნოს დანამატების, საშვილოსნოს მილისა და საკვერცხეების) ანთების, საშვილოსნოს ყელის ეროზიის დროს. მედიკამენტოზურ თერაპიასთან ერთად კარგად ებრძვის უნაყოფობას.

კრიალოსანა გამოიყენება საშვილოსნოს ინფექციური დაავადებებისას. მკურნალობის კურსი 3-4 კვირაა. დღე-ღამეში ქალმა უნდა მიიღოს 2-3 მცირე ზომის ჭიქა კრიალოსანას ფესვის ნახარში.

თხილი, მისი ნაჭუჭი, ფოთოლი და ქერქი – სასარგებლო თვისებები>>

კრიალოსანა ჰერპესის წინააღმდეგ

კრიალოსანას ვირუსებთან ბრძოლის უნარი გამოიხატება ჰერპესთან და მის გამოვლინებასთან ბრძოლაში. ფესვის ნაყენი ამაღლებს იმუნიტეტს, ადვილად უმკლავდება ჰერპესს და იცავს ორგანიზმს გამონაყარის შემდეგი გამოვლენისგან. მცენარის მიღება უნდა გაგრძელდეს ჰერპერსის გამწვავების მთლიან პერიოდში. შესაძლებელია მცენარის ნაყენის მიღება დაავადების პროფილაქტიკის მიზნითაც – ამ დროს კრიალოსანას მიღება აუცილებელია 1,5–2 თვის განმავლობაში.

ჟენშენი - Sputnik საქართველო
ჟენშენი – სიცოცხლის ფესვი: სასარგებლო თვისებები და გამოყენების წესები

კრიალოსანა თირკმელების დაავადების დროს

შარდმდენი და ტკივილგამაყუჩებელი თვისებების წყალობით კრიალოსანა გამოხატურ თერაპევტულ მოქმედებას ახდენს შარდსასქესო ორგანოებში კენჭების არსებობის დროს, ანთებითი პროცესებისას, ცისტიტისას. მცენარე წმენდს თირკმელებს, გამოაქვს ორგანიზმიდან სითხე, ხსნის შეშუპებასა და ანთებას. პირველი შედეგები მკურნალობიდან უკვე ორ კვირაში დგება.

კრიალოსანა ონკოლოგიაში

მედიკამენტებით მკურნალობის პარალელურად ონკოლოგიური დაავადებების დროს შეიძლება მცენარის წითელი ფესვისგან დაყენებული ჩაის მიღება. მას აქვს მატონიზირებელი, სიმსივნის საწინააღმდეგო მოქმედება, ამაღლებს იმუნიტეტს.

ექიმთან კონსულტაციის შემდეგ, თუ ავადმყოფს არა აქვს უკუჩვენებები ამ მცენარესთან დაკავშირებით, შესაძლებელია ჩაის მიღება მკურნალობის მთელი პერიოდის განმავლობაში.

ჯონჯოლი და მისი უცნობი უნიკალური თვისებები>>

კრიალოსანას დამზადების რეცეპტები:

ჩაის მოსამზადებლად აიღეთ 1 ჩაის კოვზი მცენარის დაქუცმაცებული ფესვი, დაასხით მდუღარე წყალი. გააჩერეთ 1–2 საათი. შემდეგ გადაწურეთ. მიიღეთ დღეში ორჯერ ერთი ჭიქის ოდენობით, რეკომენდებულია ჭამამდე ნახევარი საათით ადრე.

კურკუმას ფესვები - Sputnik საქართველო
კურკუმა და მისი სასარგებლო თვისებები

ნაყენის დამზადებისთვის საჭიროა ერთი სადილის კოვზი გამომშრალი ფესვი და 1 ჭიქა წყალი. დადგით დაბალ ცეცხლზე და ადუღეთ დაახლოებით 20 წუთი. შემდეგ გააციეთ, გადაწურეთ. მიღებული სითხეს დაუმატეთ ანადუღარი წყალი, რომ მიიღოთ საწყისი ოდენობა, მიიღეთ დღეში 2–3–ჯერ, ჭამამდე, 1–2 სუფრის კოვზის ოდენობით.

კრიალოსანას მიღება არ შეიძლება:

მცენარე არ უნდა მიიღონ 12 წლამდე ბავშვებმა, ორსულებმა, მეძუძურმა დედებმა, ადამიანებმა, რომლებმაც ცოტა ხნის წინ გადაიტანეს ინფარქტი.

პრასი და მისი სასარგებლო თვისებები>>

კრიალოსანას მიღება ასევე არ შეიძლება მცენარის ინდივიდუალური აუტანლობის, გულ-სისხლძარღვთა დაავადებებისა და ჰიპერტონიის დროს.

ყველა ახალი ამბავი
0