საქართველოს ტერიტორია, როგორც კავკასიის სეისმური რეგიონის განუყოფელი ნაწილი, ალპურ-ჰიმალაურ სეისმოაქტიურ სარტყელს მიეკუთვნება. ჩვენი ქვეყნის ტერიტორია მოსალოდნელი მიწისძვრების სიძლიერით და თამდევი უარყოფითი შედეგებით, ერთ-ერთი ურთულესი რეგიონია და 7-9 ბალიანი მიწისძვრების რისკის ზონაშია მოქცეული. მიწისძვრას ხშირად თან სდევს მის მიერ პროვოცირებული სხვა სიქიური მოვლენები: ცუნამი, მეწყერი, ზვავები, ღვარცოფი, ხანძარი და სხვა. საქართველო საშუალო სეისმური აქტივობის ქვეყანაა. ყველაზე მძლავრი – 7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა საქართველოში 1991 წელს რაჭასა და იმერეთში მოხდა. საქართველოში მომხდარი მიწისძვრების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით „Sputnik-საქართველოს“ ვებ–გვერდზე.