საქართველოში მიწისძვრა მოხდა

© photo: Sputnik / Igor Nosov / გადასვლა მედიაბანკშისეისმოგრაფი
სეისმოგრაფი - Sputnik საქართველო, 1920, 08.09.2026
გამოწერა
ნგრევისა და დაშავებულთა შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება
თბილისი, 8 სექტემბერი — Sputnik. სამცხე-ჯავახეთის რეგიონში, დაახლოებით 17 წუთის ინტერვალით, ორი მიწისძვრა მოხდა, იუწყება დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი.
პირველი მიწისქვეშა ბიძგები თბილისის დროით 08:52 საათზე დაფიქსირდა. მიწისძვრის ეპიცენტრი სოფელ ბეჟანოში, ქალაქ ახალქალაქიდან ჩრდილო-აღმოსავლეთით 20 კილომეტრში მდებარეობდა. მაგნიტუდამ 4,2 შეადგინა. მიწისძვრის კერა 15 კილომეტრის სიღრმეზე მდებარეობდა.
კიდევ ერთი მიწისძვრა 09:09 საათზე მოხდა. ამჯერად ეპიცენტრი ახალქალაქიდან ჩრდილოეთით 18 კილომეტრში, სოფელ ბალანთას მახლობლად იყო. მიწისქვეშა ბიძგების მაგნიტუდამ 3,0 შეადგინა. მიწისძვრის კერა 12 კილომეტრის სიღრმეზე მდებარეობდა.
ნგრევისა და დაშავებულთა შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.
ყველა ახალი ამბავი
0