ნარიშკინი: დასავლეთი ბელორუსიაზე ხვეწს რუსეთის დესტაბილიზაციის მეთოდებს

© photo: Sputnik / Vladimir Fedorenko / გადასვლა მედიაბანკშისერგეი ნარიშკინი
სერგეი ნარიშკინი - Sputnik საქართველო
გამოწერა
რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის დირექტორმა სერგეი ნარიშკინმა განცხადებები გააკეთა ბოლო თვეების ძირითად მოვლენებზე – ბელარუსში შექმნილ ვითარებაზე, ნავალნის საქმეზე, კორონავირუსზე...

მისი პირით, ფაქტობრივად, გაჟღერდა რუსეთის დაზვერვის სამსახურის ოპერატიული შესაძლებლობები მნიშვნელოვანი ინფორმაციის მოპოვებასთან დაკავშირებით. დაზვერვის მუშაობის ზოგიერთი ასპექტის საკვანძო საკითხებზე, მათ შორის იმაზე, თუ როგორ შეეცდება დასავლეთი ბელარუსში ვითარების დესტაბილიზაციის მცდელობების რუსეთზე „პროეცირებას“, სერგეი ნარიშკინმა „რია ნოვოსტის“ კორესპონდენტ დიმიტრი კისელიოვისთვის მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა.

- ხმაურიანი აღმოჩნდა ბლოგერ ნავალნის „მოწამვლასთან“ დაკავშირებული ისტორია. იმუშავა თუ არა საგარეო დაზვერვის სამსახურმა ამ თემაზე და მოხერხდა თუ არა ერთადერთი მიზეზის დადგენა, თუ საკუთრივ რა მოხდა, რა დოზით აღმოჩნდნენ ჩარეული დასავლეთის სპეცსამსახურები და რა ეტაპზე ჩაერთნენ საქმეში?

სერგეი ნარიშკინი - Sputnik საქართველო
ნარიშკინი: რუსული საგარეო დაზვერვის მთავარი ოპონენტი აშშ-ის დაზვერვაა

- ჩვენ ვეყრდნობით, უნდა ვეყრდნობოდეთ იმას, რომ რუსმა ექიმებმა ომსკში ყველაზე საფუძვლიანი კვლევები ჩაატარეს. იმ მომენტისთვის, როდესაც ბლოგერი ნავალნი რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე იმყოფებოდა, მის ბიოლოგიურ მასალაში არ იყო რაიმე ტოქსიკური, მით უმეტეს, მომწამვლელი ნივთიერებები. რა მოხდა შემდეგ, როდესაც ის ჯერ გერმანული ლაინერის ბორტზე აღმოჩნდა, შემდეგ კი გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ტერიტორიაზე – ეს საკითხავია. ჩვენმა შესაბამისმა სამსახურებმა, კერძოდ, გენერალურმა პროკურატურამ არაერთხელ გაგზავნა განაცხადი, მაგრამ არც ერთხელ არ მიუღია პასუხი. გერმანული მხარე დუმს, ესე იგი, რაღაც აქვს დასამალი.

მართალი გითხრათ, ჩვენ ხელთ არ გვაქვს სპეცსამსახურების მონაწილეობის მტკიცებულებები მთელ ამ ისტორიაში, მთელ ამ პროვოკაციაში. მაგრამ არის ზოგიერთი ირიბი მონაცემი.

თუ გნებავთ, პირველად მოგახსენებთ ირიბ მონაცემებზე. დაახლოებით ერთი წლის წინ ჩვენ მივიღეთ ინფორმაცია, ის შემოწმებულია, სანდოა, იმის შესახებ, რომ ნატოს ერთ-ერთი წევრი ქვეყნის ტერიტორიაზე – პირდაპირ გეტყვით, რომ ეს გერმანია არ არის – გაიმართა სხდომა სპეცსამსახურების წარმომადგენლების მონაწილეობით. იქ იხილებოდა საკითხი, როგორ დახმარებოდნენ და გამოეცოცხლებინათ საპროტესტო მოძრაობა რუსეთში, რომელიც სულ უფრო შეიკუმშა და ნულოვან ნიშნულს უახლოვდება.

იცით, ერთ-ერთ ვარიანტად, მექანიზმად, სერიოზულ დონეზე იხილებოდა ე.წ. „საკრალური მსხვერპლის“ საკითხი. თანაც საუბარი იყო იმაზე, რომ უმჯობესი იყო, ეს „საკრალური მსხვერპლი“ ყოფილიყო ოპოზიციის რომელიმე ლიდერი. 

დონალდ ტრამპისა და ჯო ბაიდენის დებატები - Sputnik საქართველო
მოსაზრება: აშშ-ის რომელი პრეზიდენტია ხელსაყრელი რუსეთისთვის?

- ახლა კორონავირუსი უეჭველი საფრთხეა, რასაკვირველია, რუსეთისთვის, და ალბათ საფრთხეთა სიაშია შესული. ესე იგი, ესეც მიზანია, საგარეო დაზვერვის სამსახურის ინტერესის საგანია. რა დოზით ხართ დაკავებული ამ თემით?

- ამ საკითხს გარკვეულ დროს ვუთმობთ. მაგრამ ვინაიდან ინფორმაციის მიღების, მოპოვების დიდ შესაძლებლობებს ვფლობთ და საგარეო დაზვერვის სამსახურში მნიშვნელოვანი ანალიტიკური რესურსები გაგვაჩნია, რასაკვირველია, ამ მიღებულ უზარმაზარ ინფორმაციას ვამუშავებთ და შესაბამის სამსახურებსა და სამინისტროებს, მთავრობას ვაწვდით. სწორედ ეს არის ჩვენი როლი, მონაწილეობა ამ ბოროტებასთან ბრძოლაში.

- კორონავირუსის წარმომავლობა - რა უდავო ინფორმაცია გაქვთ ამასთან დაკავშირებით? წყარო?

- მეკითხებით წარმომავლობას - ხელოვნურია თუ ბუნებრივი?

- ეს დღეს, რა თქმა უნდა, ყველას აღელვებს. მესმის, რომ ბევრმა უკვე გასცა პასუხი კითხვას, მაგრამ თქვენ ყველაზე ზუსტი ინფორმაცია გაქვთ.

- ასეთი დასაბუთებული და საიმედო მონაცემები იმაზე, ადამიანისა და მისი ინტელექტის ნამოქმედარია თუ არა ეს, არ არსებობს. ამიტომ ჩვენ ვიხრებით იმისკენ, რომ ეს ბუნებრივი წარმომავლობის პროდუქტია.

- შეერთებული შტატებიდან ზოგჯერ ისმის ბრალდებები იმის შესახებ, რომ რუსეთი აფერხებს აშშ-ის მიერ ვაქცინის მიღებას. საერთოდ არსებობს თუ არა მსგავსი ბრალდებების საფუძველი?

- არა, რა თქმა უნდა, ამის საფუძველი არ არსებობს. ეს სისულელეა, ეს მხოლოდ და მხოლოდ შესაძლებლობაა, როგორღაც მიჩქმალო საკუთარი ნაკლი. ასეთი ნაკლოვანი მხარეები კი აშშ-ის ჯანდაცვის სისტემაში აშკარად არსებობს. და ამ თვეების განმავლობაში, როდესაც კორონავირუსი მძვინვარებს, ეს ხარვეზები გამომჟღავნდა. გამომჟღავნდა, სამწუხაროდ, ძალიან ძლიერად.

ლონდონი, ტაუერის ხიდი - Sputnik საქართველო
მოსაზრება: ლონდონში დაადასტურეს, რომ რუსეთის წინააღმდეგ ბინძური ომი მიმდინარეობს

- ბელარუსში შემაშფოთებელი მოვლენები ვითარდება. რამდენად ხართ დაინტერესებული ბელარუსის საკითხით და როგორია თქვენი პროგნოზი, რა მოხდება? მეორე მხრივ, თქვენ ხომ არა მარტო პროგნოზი, არამედ რეკომენდაციებიც უნდა გასცეთ.

- ჩვენ ვდებთ მოსაზრებას ე.წ. დასავლეთის კუთხიდან – როგორ უყურებს დასავლეთი, როგორ აანალიზებს, აფასებს ამ პროცესებს, რა ზომებს მიმართავს იმისათვის, რომ შეარყიოს სიტუაცია ბელარუსის შიგნით. ჩვენს შეფასებებს ვაწვდით, მათ შორის, ბელარუსელ კოლეგებსაც.

- შეიძლება იმის მტკიცება, რომ დასავლეთის სპეცსამსახურები, რომლებიც, უეჭველია, ბელარუსის მაგალითზე ისე მუშაობენ, როგორც პოლიგონზე, ცდიან დესტაბილიზაციის მეთოდებს, რომლებსაც შემდეგ რუსეთშიც გამოიყენებენ?

- ეს ნათელია - ნათელია, რომ ჩვენი დასავლელი ოპონენტები ცდილობენ ბელარუსში არსებული ვითარების პროეცირებას რუსეთის ფედერაციაზე. მაგრამ, სიმართლე გითხრათ, რაიმე ინოვაციური ბელარუსში არ მომხდარა. „ფერადი რევოლუციების“ ტექნოლოგიები დიდი ხანია ცნობილია და ბოლო ორი-სამი ათეული წლის განმავლობაში მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში იქნა გამოყენებული.

ახალი არაფერია. და კარგიც არაფერია, რა თქმა უნდა. ჩვენ, რასაკვირველია, შეშფოთებით ვადევნებთ თვალს იმ მოვლენებს, რომლებიც ბელარუსში მიმდინარეობს, ვცდილობთ ჩვენს კოლეგებს ვუკარნახოთ, როგორც უკვე აღვნიშნე, რას ფიქრობენ, რას აკეთებენ დასავლელი ოპონენტები და ვიმედოვნებთ, რომ ეს გამოცდილება სასარგებლო იქნება.

სერგეი ლავროვი - Sputnik საქართველო
ნავალნის ინციდენტი: ლავროვმა ევროკავშირის მიერ დაწესებულ სანქციებზე კომენტარი გააკეთა

- პანდემიის დროს შეიცვალა თუ არა თქვენი სამუშაო ცხოვრება? შეგიძლიათ, თავს დისტანციურად მუშაობის უფლება მისცეთ, როდესაც პრეზიდენტის, მერის, „როსპოტრებნადზორის“ რეკომენდაციებს ასრულებთ?

- შემიძლია, მაგრამ ჩემი სამუშაო კაბინეტიდან. რაღაც გაგებით, დისტანციურად ვმუშაობ, რადგან გარკვეული დოზით ჩვენც შევზღუდეთ პირადი კონტაქტები, პირადი პროფესიული კავშირები სამსახურების ხელმძღვანელებთან. ინფორმაციის დიდ მოცულობას ვცვლით პირადი კომუნიკაციის გარეშე. ჩვენ იძულებული ვიყავით გაგვეუქმებინა სხდომები, კოლეგიები და მათ დისტანციურად, ონლაინ რეჟიმში ვატარებთ. თუმცა მინდა გითხრათ, რომ სამსახურის თანამშრომლებს შორის არიან ისეთებიც, ვისაც ეს დაავადება შეხვდა.

- სერგეი ევგენიევიჩ, პროვოკაციულ კითხვას დაგისვამთ: გრძნობთ თუ არა თავს ამ თანამდებობაზე გადატვირთულად?

- საგარეო დაზვერვის სამსახურის დირექტორის თანამდებობაზე? ამ თანამდებობაზე ვგრძნობ კმაყოფილებას იმით, რომ ბევრი საქმე მაქვს. სამუშაო საინტერესოა და საქმიანობა უნიკალურ კოლექტივთან მიწევს. უმაღლესი პროფესიონალების კოლექტივთან, უზომოდ განათლებულ, ინტელექტუალ ადამიანებთან. გარდა ამისა, ისინი სამხედრო მოსამსახურეები არიან. ეს კი ნიშნავს, რომ არ დგას დისციპლინის საკითხი ისე, როგორც სამოქალაქო პროფესიაში შეიძლება იდგეს.

ყველა ახალი ამბავი
0