06:11 20 ივნისი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.1229
  • 100 RUB4.3536
  • USD2.7871
ლუგარის ლაბორატორია

ორმაგი დანიშნულების ლაბორატორია: გიორგაძემ დაასახელა დამკვეთები აშშ-იდან - ექსკლუზივი

© photo: NCDC
ინტერვიუ
მოკლე ბმულის მიღება
88 0 0

იგორ გიორგაძემ Sputnik-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში წარმოადგინა ახალი მტკიცებულებები ლუგარის ცენტრში ბაქტერიოლოგიური იარაღის შესაძლო გამოცდების შესახებ, ასევე განმარტა საქართველოს ხელისუფლების რეაქცია საეჭვო დოკუმენტების გამოქვეყნებაზე

თბილისი, 20 სექტემბერი - Sputnik. საქართველოს უშიშროების ყოფილმა მინისტრმა იგორ გიორგაძემ გასულ კვირას ვებგვერდზე Грузия. Вчера, сегодня, завтра გამოაქვეყნა დოკუმენტები, რომლებშიც მოცემულია თბილისთან ახლოს, აშშ-ის მხარდაჭერით აშენებულ ლუგარის ბიოლაბორატორიაში ადამიანებზე ექსპერიმენტების ჩატარების მტკიცებულებები.

ყოფილი მინისტრი ექსპერტთა ჯგუფს ქმნის, რათა დაამტკიცოს მიღებული დოკუმენტების სინამდვილე. მასალების ნაწილზე უკვე მუშაობენ სპეციალისტები. მონაცემების წინასწარმა შესწავლამ გიორგაძე შოკისმომგვრელ დასკვნამდე მიიყვანა: ამერიკელები საქართველოში, შესაძლოა, ქმნიდნენ ბაქტერიოლოგიურ იარაღს და ამზადებდნენ შეტევებს.

- ბატონო იგორ, თქვენ თანაშემწეებთან ერთად განაგრძობთ ლუგარის ლაბორატორიის საქმიანობის შესახებ დოკუმენტების შესწავლას. ადრე განაცხადეთ, რომ ერთ დღეს 24 ადამიანი დაიღუპა, ასევე პატენტების საეჭვო სიის შესახებ, რომელშიც, მათ შორის, აღმოჩნდა დრონი დაინფიცირებული მწერების გადასაყვანად. აღმოაჩინეთ ახალი მტკიცებულებები ცენტრში ბაქტერიოლოგიური იარაღის შესაძლო ცდებთან დაკავშირებით?

- სამწუხაროდ, ლაბორატორიაში მიმდინარეობს მინიმუმ ორმაგი დანიშნულების სამუშაოები - ეს პროექტების ჩამონათვალიდანაც ჩანს. დოკუმენტების შესაბამისად, ლაბორატორიამ რამდენიმე საეჭვო კონტრაქტი დადო. არ არის საჭირო, სპეციალისტი იყო, რომ ეს გაიგო.

საინტერესოა, რომ რიგი კვლევების დამკვეთებს შორისაა საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო, ასევე ამერიკის თავდაცვის სამინისტროს საფრთხის შემცირების მართვის სტრუქტურა (Defense Threat Reduction Office) და აშშ-ის ენერგეტიკის სამინისტროს ბირთვული უსაფრთხოების ეროვნული სამმართველო (Office of Nuclear Energy, United States Department of Energy).

ცენტრში ატარებენ კვლევას „ჭირის, ბრუცელოზის, ციმბირული წყლულის, ყირიმული ციების შტამების გენეტიკური მახასიათებლების მიღება", ანუ სწავლობენ განსაკუთრებით საშიში პათოგენების გენეტიკურ მახასიათებლებს.

სპეციალისტები, რომლებმაც უკვე მოასწრეს დოკუმენტების ნახვა, ამტკიცებენ, რომ ეს შტამები გამოყენებული შეიძლება იყოს, როგორც ნიმუშები საბრძოლო-ბიოლოგიური პოტენციალით აშშ-ის სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოებისთვის. კონტრაქტის თანხაა 518 ათასი დოლარი, ხოლო შესრულების ვადა - 2018 წლის ოქტომბრის ბოლო. ანუ, პროექტზე მუშაობა გრძელდება.

სხვა კვლევის სახელწოდებაა „საქართველოსა და აზერბაიჯანში ჭირის ტრანსმოსაზღვრე კერის მოლეკულარული ეპიდემიოლოგია". პროექტის მთავარი მიზანია ჭირის ატიპური ფორმების შესწავლა საქართველოს ბუნებრივ რეზერვუარებზე. სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ტარდება მათი სამხედრო-ბიოლოგიური მახასიათებლების შეფასება.

დოკუმენტებში ასევე ჩანს, რომ არის კონტრაქტები, რომელთა შესრულება გათვლილია 2019 და 2021 წლამდეც კი.

ამ კონტრაქტების არსებობა ეწინააღმდეგება აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლის, ერიკ პახონის მტკიცებას, რომელმაც განაცხადა, რომ ამერიკელებს ლუგარის ცენტრთან ურთიერთობა არა აქვთ.

- როგორ შეუძლია საქართველოს ხელისუფლებას დაამტკიცოს, რომ ბიოლოგიური იარაღის გამოცდაში არ მონაწილეობს?

- მე მტკიცედ ვარ დარწმუნებული, რომ საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლება, წინამორბედისგან განსხვავებით, არასდროს დათანხმდებოდა ქვეყნის მოქალაქეებზე ცდების ჩატარებას. თუ ცდები მაინც ტარდება, ქვეყნის ხელისუფლებამ ან არ იცის ამის თაობაზე, ან შეცდომაშია შეყვანილი. დიდი ალბათობით, კვლევები უმკაცრესად არის გასაიდუმლოებული, მაგრამ ეს ჯერჯერობით მხოლოდ ვარაუდია. საჭიროა ლუგარის ლაბორატორიიდან მიღებული დოკუმენტების ყურადღებით შესწავლა.

ამ ცენტრის საქართველოსთვის გადაცემის საკითხი 2013 წელს შეთანხმდა. ამ წლის ბოლომდე ლაბორატორია საქართველოს მთავრობის ბალანსზე უნდა გადავიდეს. ცენტრში მომხდარზე პასუხისმგებელი ჯანდაცვის სამინისტრო იქნება. ამჟამად ლაბორატორიის 50 თანამშრომლიდან აშშ-ის მოქალაქე მხოლოდ ექვსია. ადრე სხვა თანაფარდობა იყო. ეს გვაიმედებს, რომ საიდუმლო აკრძალული ცდები აღარ ჩატარდება.

- არ გაგიკვირდათ საქართველოს ხელისუფლების რეაქცია, უფრო სწორად, რეაქციის არარსებობა?

- რუსეთში ჩემი განცხადება ხმაურიანი იყო, რადგან ხელთ მქონდა დოკუმენტები. შევისწავლე მხოლოდ ის, რაც ზედაპირზე დევს. ქართულ საზოგადოებას ეს არ გაკვირვებია, რადგან ლუგარის ლაბორატორიაში უკანონო ექსპერიმენტების შესახებ დიდი ხანია, საუბრობენ.

Лаборатория Лугара
© Sputnik / STRINGER
ლუგარის ლაბორატორია

ამის შესახებ პირველად ხმამაღლა საქართველოში მცხოვრებმა ამერიკის მოქალაქემ, ყოფილმა სამხედრო მოსამსახურე ჯეფრი სილვერმანმა განაცხადა, რომელსაც ადრე ბიოლოგიურ და ბაქტერიოლოგიურ იარაღთან ჰქონდა ურთიერთობა. ამას ადასტურებდა მრავალრიცხოვანი ჟურნალისტური გამოძიებაც. ამაზე საუბრობდნენ ქართველი აქტივისტებიც. მაგრამ ეს ყველაფერი იყო მხოლოდ ვარაუდი, ხოლო ჩემ მიერ წარმოდგენილ დოკუმენტებში არის კონკრეტული რიცხვები, ხელმოწერები, თარიღები, ექიმების გვარები.

თუ ცენტრში ნამდვილად ტარდება ახალი საშუალებების ცდები, ეს ისედაც მცირერიცხოვანი საქართველოსთვის ნამდვილი კატასტროფაა.

- საიდან მიიღეთ ეს დოკუმენტები?

- მე თავს ვდებ იმ ადამიანებზე, ვინც ეს დოკუმენტები ჩამომიტანა, მათ პატიოსნებასა და წესიერებაზე. მათი თქმით, დოკუმენტები მიიღეს საიმედო წყაროებისგან, რომლებსაც სრულად ენდობიან. მე და ჩემს თანაშემწეებს ეს დოკუმენტები ნამდვილად მიგვაჩნია.

- თუ ეს დოკუმენტები „შემოგდებულია", ვის და რატომ შეეძლო ამის გაკეთება?

დავუშვათ, ეს დოკუმენტები შეთითხნილია. ამ შემთხვევაში ეს არის დისკრედიტაცია თავად იდეისა, რომ აკრძალული ექსპერიმენტები საქართველოს ტერიტორიაზე შეიძლება ჩატარდეს. თუ ეს დოკუმენტები არ ადასტურებს ლაბორატორიის საშიშ საქმიანობას, თემა დაიხურება. მაგრამ ეს მხოლოდ ერთი ვარაუდია.

ასევე შესაძლებელია, რომ დოკუმენტების შემდგენელს ვინმესთვის პერსონალურად ან პირთა ჯგუფისთვის სურდა ზიანის მიყენება. ეს შეიძლება იყოს დარტყმა ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილზე. მე სპეცსამსახურების თანამშრომელი ვარ და შემიძლია ოთხასი სხვადასხვა ვერსი ჩამოგითვალოთ, მაგრამ მერე აღმოჩნდება, რომ სწორი იყო ოთხას მეერთე ვერსია. ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანი ეს არაა. მნიშვნელობა აქვს დოკუმენტების შინაარსს. არ შემეძლო, მშვიდად დამეძინა.

- რა იქნება ექსპერტთა ჯგუფის ამოცანა?

- დოკუმენტების შესწავლა. ჩვენ გვჭირდება ექსპერტები მედიცინის, ბიოლოგიური და ბაქტერიოლოგიური იარაღის სფეროებში. შესაძლებელია ისიც, რომ ლაბორატორია კანონის დაცვით მუშაობს.

მე მაინც იმედი მაქვს, რომ ისინი, ვინც პასუხისმგებელია ლუგარის ლაბორატორიის საქმიანობაზე, მიიღებს ზომებს, რათა გაფანტოს ჩვენი შიში და უარყოს ჩვენ ხელთ არსებული მონაცემები.

- დაგიკავშირდათ ვინმე რუსეთის საგარეო საქმეთა და ან თავდაცვის სამინისტროდან?

- არა.

ჩვენ ვკრებთ ექსპერტების ჯგუფს, რომლებიც საზოგადოებრივ საწყისებზე, ანუ ანაზღაურების გარეშე იმუშავებენ. ვიმედოვნებთ, რომ საერთაშორისო ექსპერტებიც ჩაერთვებიან.

- უფლებადამცველ ორგანიზაციებს თუ მიმართეთ?

- მოვამზადეთ მიმართვა უფლებადამცველი ორგანიზაციების ტოპ-ასეულისთვის, რომ დაგვეხმარონ საკითხის შესწავლაში ადამიანების უფლებების დარღვევის კუთხით. ამჟამად ეს მიმართვა ინგლისურად ითარგმნება.

ვებგვერდზე მალე გაჩნდება ღია მიმართვა აშშ-ის პრეზიდენტისა და კონგრესისადმი, რომ მოახდინონ შესაბამისი გამოძიების ინიციირება.

- როგორ წარმოგიდგენიათ ამ მუშაობის შედეგი? რა მოხდება, თუ უკანონო ცდების შესახებ ინფორმაცია დადასტურდა?

- ეს უკვე საერთაშორისო ორგანიზაციების კომპეტენციაა. გაეროში მუშაობს სპეციალური სტრუქტურა, რომელიც თვალს ადევნებს, რომ არ დაირღვეს საერთაშორისო კონვენცია ბაქტერიოლოგიური და ბიოლოგიური იარაღის აკრძალვის შესახებ. როგორი შედეგი იქნება, ჯერჯერობით ვერ წარმომიდგენია. ჯერ დოკუმენტების სერიოზული შესწავლაა აუცილებელი. და რა იქნება შემდეგ - ეს საერთაშორისო ორგანიზაციების კომპეტენციაა.

მთავარი თემები