ქართველმა ინფექციონისტებმა ღამურების შესწავლა დაიწყეს

© photo: Sputnik / Vyacheslav Bobkov / გადასვლა მედიაბანკშიღამურა
ღამურა - Sputnik საქართველო
გამოწერა
საერთაშორისო კონფერენციის მონაწილეები ლუგარის ლაბორატორიაში სხდომებს გამართავენ

თბილისი, 17 სექტემბერი — Sputnik. საქართველოში სპეციალისტებმა ღამურების შესწავლა დაიწყეს და ჯერჯერობით დაავადებების გავრცელების კუთხით რაიმე სახიფათო მათ არ აღმოუჩენიათ, განუცხადა ჟურნალისტებს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე პაატა იმნაძემ.

მან ხაზი გაუსვა, რომ ყველა ქვეყანაში, სადაც კი არის ღამურა, შეიძლება მას რაიმე დაავადება გადაჰქონდეს.

პაატა იმნაძე - Sputnik საქართველო
იმნაძე: სავალდებულო აცრების თავის არიდების გამო, შესაძლოა, მშობლებზე სანქციები დაწესდეს

„საქართველოში ჩვენ დაწყებული გვაქვს ღამურების კვლევა და ჯერჯერობით არაფერი საშიში არ გამოვლენილა. არის შემთხვევები, როცა ზოგიერთ ქვეყანაში ღამურებს ცოფიც გადააქვთ. ჩვენთან ასეთი რამ არ ფიქსირდება. თუმცა ღამურების კვლევა ძალიან მნიშვნელოვანია პრევენციისათვის, რათა ვიცოდეთ, ხომ არ არის რამე პოტენციური საფრთხე,"- განაცხადა პაატა იმნაძემ.

თბილისში გაიხსნა ოთხდღიანი კონფერენცია, სადაც სხვადასხვა ქვეყნის სპეციალისტები აანალიზებენ დასავლეთ აზიაში ღამურების მიერ ინფექციური დაავადებების გავრცელების რისკებს.

„უკანასკნელ წლებში მთელ მსოფლიოში სულ უფრო მეტი ყურადღება ექცევა ცხოველების, გარემო ფაქტორების და ადამიანის ჯანმრთელობის მიზეზ-შედეგობრივ კავშირებს. ყველგან გაფართოვდა კვლევები ღამურებზე, რომლებიც როგორც აღმოჩნდა საკმაოდ ბევრი დაავადების პოტენციური გადამტანები არიან. საქართველო ძალიან აქტიურად გაწევრიანდა მსოფლიო კონსორციუმში, რომელიც აქტიურად შეისწავლის ღამურებს და იმ პათოგენებს, რომლებიც ამ ღამურების სხეულში შეიძლება იყოს“, — განაცხადა იმნაძემ.

საქართველოს მთავარი ინფექციონისტი აზიური ფაროსანას შესახებ განცხადებას ავრცელებს >>

დაავადებათა კონტროლის ცენტრში განაცხადეს, რომ ჩამოყალიბდა დასავლეთ აზიის ქსელი, რომელშიც საქართველო წამყვან პოზიციებს იკავებს. ამას სწორედ ეს კონფერენცია ადასტურებს, აღნიშნეს ცენტრში.

კონფერენციაზე საქართველოში ათი ქვეყნის წარმომადგენლები ჩამოვიდნენ.

„განსაკუთრებით სასიხარულოა ჩემთვის ის, რომ კონფერენცია 2 დღის შემდეგ ლუგარის ცენტრში გაგრძელდება. სწორედ ლუგარის ლაბორატორიაზე რუსულ მასმედიაში გავრცელებული ისტერიული შეტევის ფონზე, ამდენი ქვეყნის მეცნიერი კიდევ ერთხელ დარწმუნდება, რომ ჩვენ იქ ვაკეთებთ ყველაფერს იმას, რაც საჭიროა ჩვენი მოსახლეობის ჯანმრთელობის დასაცავად“, — განაცხადა იმნაძემ.

რიჩარდ ლუგარის სახელობის ბიოლაბორატორია რამდენჯერმე აღმოჩნდა ჟურნალისტური გამოძიების ცენტრში. პირველი ჯერ კიდევ 2015 წელს გამოქვეყნდა. მასმედიაში ამტკიცებდნენ, რომ ცენტრში მუშავდება ბიოლოგიური და ბაქტერიული იარაღი, თუმცა, მამხილებელი სტატია მხოლოდ ვარაუდებს ეყრდნობოდა.

გასულ კვირაში საქართველოს სახელმწიფო უშიშროების ყოფილმა მინისტრმა იგორ გიორგაძემ განაცხადა, რომ მის ხელთაა დოკუმენტები, რომლებიც ადასტურებს ვარაუდს თბილისთან ახლოს, აშშ-ის მხარდაჭერით აშენებული ლუგარის ცენტრში ბიოლოგიური იარაღის შემუშავების შესახებ.


ყველა ახალი ამბავი
0