03:46 28 ივლისი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.6409
  • 100 RUB4.1895
  • USD3.0892
ინტერაქტივი
მოკლე ბმულის მიღება
ტესტები (224)
226 0 0

საწინააღმდეგო სქესთან გაცნობისას თითოეული ადამიანი ცდილობს (შეგნებულად თუ გაუცნობიერებლად), რომ გარკვეული კუთხით წარმოჩინდეს — დამალოს ის, რაც თავის ნაკლად მიაჩნია და აჩვენოს ის, რასაც პლუსად უთვლის თავს.

ქვემოთ შემოთავაზებული ფსიქოლოგიური ტესტი დაგეხმარებათ დაადგინოთ, რის დამალვას ცდილობთ გაცნობისას, რა გძაბავთ ახალ ადამიანთან ურთიერთობებში და რის გაკონტროლებაზე ხარჯავთ დიდ ენერგიას.

იმისათვის, რომ ტესტის პასუხები მაქსიმალურად ზუსტი იყოს, საჭიროა გამორთოთ ლოგიკა, მაქსიმალურად მოდუნდეთ და გაიხსენოთ, როგორ გრძნობთ ხოლმე თავს, როდესაც ახალ ადამიანს ეცნობით, განსაკუთრებით, საწინააღმდეგო სქესის წარმომადგენლებს. შემდეგ დახედეთ ქვემოთ შემოთავაზებულ ფოტოებს და ინტუიციურად აირჩიეთ ის, რომელიც ყველაზე მეტად იპყრობს თქვენს ყურადღებას.

სხვა საინტერესო და მრავალფეროვანი ტესტები შეგიძლიათ იხილოთ აქ: 

თუ ერთის გარდა სხვა სურათიც იგივე ძალით გიზიდავთ, შეგიძლიათ მეტიც აირჩიოთ. ხოლო თუ ფოტოებიდან არცერთმა არ დაიმსახურა თქვენი ყურადღება, ე.ი. მათ შორის თქვენი ვარიანტი უბრალოდ არ არის.

ფსიქოლოგიური ტესტი: რას უმალავთ ახალ ნაცნობებს?
ფსიქოლოგიური ტესტი: რას უმალავთ ახალ ნაცნობებს?

თუ აირჩიეთ:

სხვენი — ე.ი. არ გსურთ ახალ ნაცნობს თქვენი წარსულის შესახებ რამე უამბოთ. რატომღაც გინდათ, რომ ბავშვობისა და სიყმაწვილის მოგონებები არავის გაუზიაროთ. შესაძლოა იმიტომ, რომ ისინი ძალიან უსიამოვნო და მტკივნეულია თქვენთვის, ან იმიტომ, რომ ძალიან ბობოქარი წარსული გქონდათ და ახლა ცდილობთ „წესიერი ადამიანის“ შთაბეჭდილება მოახდინოთ.

ასეა თუ ისე, წარსულის დაფარვამ შეიძლება დიდი ეჭვები გაუჩინოს ახალ ნაცნობს. ამიტომ იქნებ ღირდეს, განვლილი ცხოვრების შესახებ ისე უამბოთ მას, რომ დეტალებს არ ჩაუღრმავდეთ და ამით ზედმეტი და არასაჭირო ეჭვები თავიდან აიცილოთ.

შველი — ე.ი. არ გსურთ საქვეყნოდ გამოფინოთ, რომ დაუცველი, მორცხვი და ერთგვარად მშიშარა ადამიანი ხართ. შესაძლოა ამის დასამალად მოჩვენებით თავდაჯერებულობასაც კი მიმართავთ ხოლმე, მაგრამ სულის სიღრმეში ნამდვილად ვერ გრძნობთ თავს ესოდენ ყოჩაღად. და, კიდევ, ცდილობთ დამალოთ, რომ სითბოსა და ალერსის, ფაქიზი მოპყრობის საჭიროებას განიცდით. 

დაფიქრდით, იქნებ სულაც არ ღირდეს თქვენი ნამდვილი ბუნების დამალვა? ხომ შეიძლება, თქვენი მორცხვობა და დაუცველობა ძალიანაც მიმზიდველი აღმოჩნდეს ახალი ნაცნობისთვის და ის თბილი გრძნობებით განიმსჭვალოს, გაუჩნდეს თქვენზე ზრუნვის სურვილი?

წინააღმდეგ შემთხვევაში, გამორიცხული არ არის, ახალი ნაცნობისთვის უსიამოვნო სიურპრიზად იქცეს ის ამბავი, რომ თავდაჯერებულობის უკან სინამდვილეში მშიშარა ადამიანი იმალება.

კიბორჩხალა — ე.ი. ახალი ნაცნობისგან თქვენი ცვალებადი, არამდგრადი ხასიათის დამალვა გსურთ. არ გინდათ, რომ თავქარიან, ქარაფშუტა, გაუბედავ და მერყევ ადამიანად ჩაგთვალონ, რომელიც ხშირად იხევს უკან.

მაგრამ დაფიქრდით, მართლაც ხართ კი ის ადამიანი, რომელიც ხშირად იცვლის პოზიციას, აზრსა და გადაწყვეტილებას მაშინ, როდესაც პასუხისმგებლობის თავზე აღებაა საჭირო? ან ისეთი, რომელიც ურთიერთობებს არ უფრთხილდება? იქნებ ასე იმიტომ გგონიათ, რომ მსგავსი საყვედურები ხშირად გსმენიათ ბავშვობასა თუ სიყმაწვილეში? დაუკვირდით, ხომ არ გერევათ ქარაფშუტობა უბრალო სიმსუბუქესა და სწრაფი ადაპტაციის უნარში?

თხილეული — ე.ი. ახალი ნაცნობისგან ცხოვრებისეული პრობლემებისა და სიძნელეების დამალვა გსურთ. ამაყი ბრძანდებით და მიგაჩნიათ, რომ საჭირო არ არის ყველამ იცოდეს, რომ ახლა თქვენს ცხოვრებაში ყველაფერი რიგზე არ არის.

ერთი მხრივ, ეს ძლიერი და დამოუკიდებელი ადამიანის პოზიციაა, მეორე მხრივ კი შეიძლება უბრალოდ გრცხვენოდეთ გაჭირვებისა და მიგაჩნდეთ, რომ შექმნილი მდგომარეობა თქვენი თავმოუბმელობის ბრალია.

სინამდვილეში კი დროდადრო ყველა ადამიანი აწყდება პრობლემებს და ეს სრულებით ნორმალურია. საჭირო არ არის, ამისთვის თავს კიცხავდეთ და ისე აჩვენებდეთ ხალხს თავს, თითქოს ყველაფერი წესრიგშია. თანაც, როცა ადამიანი გულწრფელი არ არის, ეს იოლი ამოსაცნობია და ამან შეიძლება ხელი შეგიშალოთ ახლო, თბილი ურთიერთობების დამყარებაში.

მარტოხე — ე.ი. ცდილობთ ახალ ნაცნობს თქვენი გაორებული ბუნება დაუმალოთ, ვინაიდან მიგაჩნიათ, რომ ეს მას დააფრთხობს. მაგრამ რას იზამთ, თუ თქვენში უამრავი ურთიერთსაწინააღმდეგო აზრი და გრძნობა ბუდობს?

ყველაზე მეტად მაშინ გიჭირთ, როდესაც ორ საწინააღმდეგო გრძნობასა თუ სურვილს შორის იგლიჯებით: „მიყვარს და მძულს“, „მასთან დარჩენა მინდა, მაგრამ უნდა წავიდე“. ამ შინაგან რყევებს შეუძლია დიდი ტანჯვა მოგაყენოთ.

ამიტომ შეეცადეთ შეხედოთ თქვენს გაორებულობას არა როგორც ნაკლს, არამედ როგორც ღირსებას. მიიღეთ საკუთარი თავი ისეთი, როგორიც ხართ და შეწყვიტეთ რაიმე ერთის არჩევა.

ვირთხა — ე.ი. ახალ ნაცობს შინაგან ტკივილებს უმალავთ. დიდი ალბათობით, თქვენს ცხოვრებაში მოხდა რაღაც ისეთი, რამაც პირდაპირ გულში დაგჭრათ და მძიმე მოგონებებზე ფიქრიც კი არ გინდათ.

გამორიცხული არ არის, იმ მძიმე ამბის შემდეგ ადამიანების ნდობა გიჭირდეთ. თქვენი კეთილგანწყობის მოპოვება არც ისე იოლი საქმეა.

ერთი მხრივ, შეიძლება არც იყოს საჭირო, რომ ყველას გაუხსნათ გულის კარი, მაგრამ, მეორე მხრივ, არსებობენ ისეთი ადამიანები, რომლებიც გულწრფელად ამოგიდგებიან მხარში.

მოკლედ, ორი გზა გაქვთ: ან ყველასგან ჩაიკეტოთ, ან ცოტ-ცოტა გარისკოთ და ადამიანებთან ურთიერთობები დაამყაროთ.

რაც მთავარია, უნდა გახსოვდეთ, რომ მწარე გამოცდილება მხოლოდ აძლიერებს ადამიანს და სიძნელეებთან გამკლავებას ასწავლის. 

თემები:
ტესტები (224)

მთავარი თემები