კოკოლოგია: იაპონური ფსიქოლოგიური ტესტი - ჩაწვდით საკუთარ თავს

© Pixabay / vojta_kucerნიღბიდან დანახული სამყარო
ნიღბიდან დანახული სამყარო - Sputnik საქართველო, 1920, 02.06.2021
გამოწერა
ფსიქოლოგიურიტესტები „კოკოლოგია“ იაპონიაში წარმოიშვა. ეს ერთგვარი ფსიქოლოგიური, წარმოსახვითი თამაშებია, რომლებიც ადამიანის ქცევების არსსა და მოტივებში წვდომას აადვილებს, წარმოაჩენს პიროვნების საინტერესო თვისებებს. 

ტესტების სახელწოდება წარმოდგება იაპონური სიტყვისგან „კოკორო“, რაც ადამიანის სულს, შინაგან სამყაროს, ჭკუას  ნიშნავს. 

ჰარმონია - Sputnik საქართველო, 1920, 20.08.2019
უილსონის ფსიქოლოგიური ტესტი: გასაოცარი სიზუსტე

ეს მსუბუქი, მარტივი ტესტებია, რომელიც წარმოსახვას ასტიმულირებს, ანუ ადამიანმა უნდა წარმოიდგინოს გარკვეული ვითარება და საკუთარი თავი ამ ვითარებაში. 

შეეცადეთ პასუხზე დიდხანს არ იფიქროთ. თუ რეალური სურათის მიღება გსურთ, მაშინვე მონიშნეთ ის პასუხი, რომელიც უფრო მიესადაგება თქვენს განწყობას. 

სხვა საინტერესო და მრავალფეროვანი ტესტები შეგიძლიათ იხილოთ აქ: 

1. წარმოიდგინეთ, რომ ქუჩაში მიდიხართ და გამძვინვარებული მონსტრების ჯგუფი შეგხვდათ. როგორ ფიქრობთ, რატომ არიან ისინი განრისხებული? 

  • A. შიათ და საჭმელს ეძებენ
  • B. დაკარგულ სიყვარულს ეძებენ
  • C. უბრალოდ ასეთი ტემპერამენტი აქვთ
  • D. სამყაროსგან არიან გარიყულები

2. სამხატვრო გალერეაში ნახატებს ათვალიერებთ. ერთ-ერთი მათგანი გხიბლავთ და დიდხანს უმზერთ მას. რა არის სურათზე გამოსახული?

  • A. ავტოპორტრეტი
  • B. კარიკატურა
  • C. აბსტრაქცია
  • D. პეიზაჟი

3. წარმოიდგინეთ, რომ ჯადოსნური საშლელი გაქვთ. რას წაშლიდით?

  • A. საკუთარ თავს
  • B. საყვარელ ადამიანს
  • C. ვიღაც მესამეს

4. ისევ იმავე გალერეაში ხართ. ერთ−ერთ ნახატს აღფრთოვანებული უყურებთ და  ამ დროს ვიღაც მამაკაცი გეუბნებათ:

  • A. რა ლამაზი ნახატია, არა?
  • B. მოგწონთ ეს ნახატი?
  • C. უკაცრავად, რომელი საათია?
  • D. იცით, ეს სურათი მე დავხატე

5. წარმოიდგინეთ, რომ ცხოვრობთ სახლში, რომელსაც ოკეანეზე აქვს ხედი. წევხართ საწოლზე და ფანჯრიდან ცივ ტალღებს გაჰყურებთ. ამასობაში ჩათვლიმეთ. როგორ სურათს დაინახავთ გაღვიძებული?

  • A. ოკეანეს კაშკაშა მზე დაჰყურებს
  • B. ოკეანე ღამის წყვდიადშია ჩაძირული და თავზე ვარსკვლავები დანათის
  • C. ოკეანეზე ცივი ნისლია ჩამოწოლილი
  • D. საღამოვდება და მზე ჰორიზონტს მიღმა ჩადის

6. სასტუმროს ნომერში ხართ. უცებ ვიღაც აკაკუნებს. სათვალთვალოში უცნობ მამაკაცს ხედავთ, თუმცა იცით, რომ ეს ხელოსანია. რის ხელოსანი?

  • A. ელექტრიკოსი
  • B. სანტექნიკოსი
  • C. კონდიციონრის შემკეთებელი
  • D. ტელევიზორის/კომპიუტერის ხელოსანი

7. სუპერვარსკვლავი ხართ და მალე თქვენი ახალი ალბომი გამოიცემა. რა იქნება მის ყდაზე გამოსახული? 

  • A. ლამაზი პეიზაჟი
  • B. ანიმაციური ნახატი
  • C. რაღაც კრეატიული აბსტრაქცია
  • D. თქვენი ფოტო

8. ტორტის რომელ ნაჭერს მიირთმევდით?

  • A. მარწყვიან ნაწლს
  • B. ჩველებრივ ნაწილს ან მოსართავს
  • C. ტკბილ მოსართავს
  • D. შოკოლადიან ნაწილს
  • E. ვაფლის მოსართავს

პასუხები და განმარტებები 

ველოსიპედისტი  - Sputnik საქართველო, 1920, 04.10.2020
ვიზუალურ-ფსიქოლოგიური ტესტი: თითქოს მარტივი, თუმცა მეტად ზუსტი

კითხვა 1 — ეხება თქვენს „ბნელ მხარეს“ და იმ ზეწოლას, რომელსაც გრძნობთ. თუ გაეცით პასუხი:

A. სავარაუდოდ დიეტაზე ხართ და ამით იტანჯებით

B. თქვენი სტრესის უმთავრესი მიზეზი — ეს სიყვარულია

C. უკმაყოფილო ხართ საკუთარი გარეგნობით

D. პესიმისტი ბრძანდებით

კითხვა 2 — დაკავშირებულია თქვენს მომხიბლაობასთან და პიროვნულ თვისებებთან
A. თავდაჯერებული ადამიანი ხართ

B. კომუნიკაბელური ბრძანდებით და იუმორის გრძნობაც გაქვთ

C. შემოქმედებითი ადამიანი ხართ

D. თავშეკავებული და ტაქტიანი ადამიანი ხართ

ყვითელი ქოლგა ნაცრისფერი ქოლგების ფონზე - Sputnik საქართველო, 1920, 01.08.2020
ვიზუალურ-ფსიქოლოგიური ტესტი: რამდენად მძლავრად მუშაობს თქვენი ტვინი

კითხვა 3 — აჩვენებს, როგორ უმკლავდებით პრობლემებს სიყვარულსა და ურთიერთობებში

A. პრობლემებს ყოველთვის გაურბიხართ

B. მიგაჩნიათ, რომ სიყვარული მშვენიერი თავგადასავალია

C. ამჯობინებთ, რომ ნებისმიერი პრობლემა მაშინვე გადაჭრათ 

კითხვა 4 — აჩვენებს, როგორ რეაგირებთ ადამიანებზე მათი გაცნობისას
A. კეთილგანწყობილი ადამიანი ხართ და გიყვართ ახალი მეგობრების გაჩენა

B. კონსერვატიული ადამიანი ბრძანდებით

C. დამოუკიდებელი პიროვნება ხართ

D. ყოველთვის ღელავთ ვინმეს გაცნობის წინ, რადგან გსურთ, რომ კარგი შთაბეჭდილება მოახდინოთ

მამაკაცი ხელში ნიღბით - Sputnik საქართველო, 1920, 18.01.2022
ფსიქოლოგიური ტესტი: როგორ გახასიათებთ სხეულის ენა

კითხვა 5 — აჩვენებს თქვენს მოლოდინებს სიყვარულისგან
A. გსურთ განიცადოთ კოლოსალური ვნება

B. გჯერათ, რომ პარტნიორებს შორის მთავარი პატიოსნებაა

C. გსურთ, რომ თქვენი პარტნიორი კარგი მეგობარიც იყოს თქვენთვის

D. ეძებთ მშვენიერ, იდეალურ და რომანტიკულ სიყვარულს

კითხვა 6 — აჩვენებს ოჯახში არსებულ პრობლემას, რომლის იგნორირებასაც ცდილობთ

A. თბილი ატმოსფერო, რა დროსაც ყველა სიხარულით ურთიერთობს ერთმანეთთან

B. ოჯახის წევრებს ესმით და პატივს სცემენ  ერთმანეთის გრძნობებს

C. რაღაც გარე ფაქტორი ზიანს გაყენებთ

მოზარდი უნიკალური შესაძლებლობებით - Sputnik საქართველო, 1920, 25.11.2019
ვიზუალურ-ფსიქოლოგიური ტესტი: რა ხდება თქვენს ქვეცნობიერში სწორედ ახლა

D. ოჯახური გართობა, მხიარული დროსტარება ერთად

კითხვა 7 — წარმოაჩენს, როგორი გსურთ იყოთ სხვების თვალში

A. თავაზიანი, კარგი მანერებისა და აღზრდის მქონე ადამიანი

B. მზრუნველი ადამიანი, რომელსაც შეუძლია ყველა გაართოს

C. ძალიან ნიჭიერი  და კრეატიული − აეთად მიგაჩნიათ კიდეც თავი

D.თავდაჯერებული ადამიანი, რომელსაც ლიდერობა შეუძლია — თავად ფიქრობთ, რომ სწორედ ასეთი ხართ

კითხვა 8 — აჩვენებს თქვენ დამოკიდებულებას ცხოვრებისადმი

A. თქვენი ცხოვრება ზნეობრიობას ეფუძნება. ყოველთვის იქცევით ისე, როგორც ამას თქვენივე შინაგანი სამართლიანობა მოითხოვს

B. პროგრესული, მოდური ადამიანი ხართ და გარშემო ყველას ხიბლავთ

C. ზრუნავთ სხვა ადამიანების გრძნობებსა და ემოციებზე, ვინაიდან არ გინდათ, რომ ოდესმე ვინმეს რამე აწყენინოთ ან გული ატკინოთ

D. ჯანსაღად აზროვნებთ, ბუნებითი ლიდერი ხართ, გიყვართ სხვების კონტროლი

E. ალერსიანი, რომანტიკული ადამიანი ხართ, თქვენი ყველაზე დიდი ოცნება ბედნიერი ქორწინებაა.

 

ყველა ახალი ამბავი
0