https://sputnik-georgia.com/20210715/vizualue-fsiqologiuri-testi-252330192.html
ვიზუალურ-ფსიქოლოგიური ტესტი: ვინ და როგორი ხართ სინამდვილეში
ვიზუალურ-ფსიქოლოგიური ტესტი: ვინ და როგორი ხართ სინამდვილეში
Sputnik საქართველო
შვეიცარიელი ფსიქიატრი, ანალიტიკური ფსიქოლოგიის ფუძემდებელი კარლ გუსტავ იუნგი წრეს ფსიქიკის ურღვევობისა და ადამიანის „მეს“ სიმბოლოდ მიიჩნევდა. 15.07.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-07-15T17:47+0400
2021-07-15T17:47+0400
2021-07-15T22:20+0400
ფსიქოლოგიური და ინტელექტუალური ტესტები
ინტერაქტივი
მულტიმედია
წასაკითხი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24059/65/240596560_16:0:1904:1062_1920x0_80_0_0_f9a8452536908c81753cd628cd580e41.jpg
თანამედროვე ფსიქოლოგიაც იგივე აზრისაა.ეს ვიზუალური ტესტი, რომელიც სწორედ წრეებისგან შედგება, დაგეხმარებათ გაარკვიოთ, როგორი დამოკიდებულება გაქვთ საკუთარი ცხოვრებისა თუ გარშემო მყოფებისადმი, როგორი პიროვნება ხართ და როგორია თქვენი შინაგანი სამყარო.ამისათვის საჭიროა დახედოთ შემოთავაზებულ ვარიანტებს და აარჩიოთ ის წრე, რომლის შიგნითაც ისურვებდით ყოფნას.სხვა საინტერესო და მრავალფეროვანი ტესტები შეგიძლიათ იხილოთ აქ: წრე №1 — ევოლუციაეს წრე უწყვეტი ზრდისა და ევოლუციის სიმბოლოა. მისი თავისებურება ისაა, რომ წვრილი, თითქმის შეუმჩნეველი ხაზით იწყება და თანდათან სქელდება. ამასთან ჩაკეტილი არ არის.თუ ეს წრე აირჩიეთ, იმას ნიშნავს, რომ გამუდმებით ვითარდებით, სულ უფრო გამოცდილი ხდებით და თანაც ამ განვითარება-გამოცდილებას საზღვარი არ აქვს.თქვენთვის მნიშვნელოვანია, რომ გამუდმებით ისწავლოთ და შეიმეცნოთ რაღაც ახალი, აღმოაჩინოთ საკუთარ თავში თქვენთვისვე უცნობი მხარეები და უნარები. და, სხვათა შორის, ეს შესანიშნავად გამოგდით კიდეც.წრე №2 — თავისუფლებაეს წრე ერთადერთია შემოთავაზებულებს შორის, რომელსაც გარე ელემენტები აქვს. შესაბამისად, თუ ეს წრე აირჩიეთ, ე.ი. თქვენც გაქვთ რაღაც ისეთი, რაც ნაცრისფერი მასისგან გამოგარჩევთ.ამასთან საკმაოდ მყარად დგახართ ფეხზე და კარგად იცით რა გსურთ ცხოვრებისგან. ყველაფერზე საკუთარი თვალსაზრისი გაქვთ და არავის მისცემთ უფლებას, თავს მოგახვიოთ თავისი მოსაზრებები.მიუხედავად ამისა, საკმაოდ კარგად ახერხებთ ირგვლივ მყოფებთან საერთო ენის გამონახვას. თითქმის არასდროს მიგყავთ საქმე კონფლიქტამდე და მშვიდობიანად აგვარებთ კონფლიქტებს. ეს პირად ცხოვრებასაც ეხება და სამსახურსაც.წრე №3 — ოჯახის უზენაესობაროგორც ხედავთ, ამ წრის შიგნით ხე არის — რაღაც მონუმენტურისა და ურყევის სიმბოლო.თუ ეს წრე აირჩიეთ, გამომდინარე იქიდან, რომ ხე ფსიქოლოგიაში ხშირად არის გაიგივებული ოჯახთან და მის ფასეულობებთან, ე.ი. თქვენთვის მთავარი სწორედ ოჯახია. დარწმუნებული ხართ, რომ ჭეშმარიტი ბედნიერება და ჰარმონია მხოლოდ უახლოესი ადამიანების გვერდით მოიპოვება. ამასთან თავად ხართ თქვენი ოჯახისა და ახლობლების უმტკიცესი საძირკველი და დამცველი.და კიდევ, რადგან ეს წრე ჩაკეტილი არ არის, ეს იმაზე მეტყველებს, რომ გახსნილი ხართ ცვლილებებისა და გარე სამყაროსთვის.წრე №4 — სიმტკიცეამ წრის ცენტრში ლოტოსია — მცენარე, რომელსაც შეუძლია ურთულეს პირობებში აღმოცენდეს და უმშვენიერეს ყვავილად გაიშალოს.თუ ეს წრე აირჩიეთ, ე.ი. საოცრად მტკიცე ხართ. შეგიძლიათ ნებისმიერ სიძნელეს გაუმკლავდეთ და მაინც მიაღწიოთ სასურველს, მიუხედავად ყველაფრისა.ამასთან გახასიათებთ ცხოვრებისადმი ფილოსოფიური მიდგომა, სირთულეებს თქვენთვის მხოლოდ სარგებელი მოაქვს.წრე №5 — საზღვრის რაობაეს ერთადერთი ჩაკეტილი წრეა შემოთავაზებულებს შორის. თუმცა ეს სულაც არ მეტყველებს ადამიანის „შემოსაზღვრულობაზე“, ანუ შეზღუდულობაზე. პირიქით.თუ ეს წრე აირჩიეთ, ე.ი. თქვენ ხართ ადამიანი, რომელსაც უყვარს განვითარება, მოგზაურობა, გარემომცველი სამყაროს შეცნობა. ამავდროულად მკაფიოდ შემოსაზღვრავთ პირად სივრცეს და ამ საზღვრის გადაკვეთის უფლებას ყველას არ აძლევთ.ირგვლივ მყოფებს ოპტიმისტი, სიცოცხლით სავსე ადამიანი ჰგონიხართ და მხოლოდ ყველაზე ახლობლებმა იციან, როგორი ხართ სინამდვილეში.წრე №6 — არასტანდარტული აზროვნებაეს წრე თითქოს ერთბაშად რამდენიმე წრისგან შედგება, რაც არასტანდარტულ აზროვნებაზე მეტყველებს.თუ ეს წრე აირჩიეთ, ე.ი. კრეატიული ადამიანი ხართ, გაქვთ მოქნილი გონება და დიპლომატიური უნარებით გამოირჩევით. გაგაჩნიათ დარწმუნების ძალა და შესანიშნავად ერგებით ახალ პირობებს.ამასთან გიყვართ, ყველაფერი თქვენებურად გააკეთოთ — წესებიც დაარღვიოთ და ძველ დოგმებს შეეწინააღმდეგოთ. და გამოგდით კიდეც, სხვათა შორის.
https://sputnik-georgia.com/20210602/fsiqologiuri-testi-kokologia-251912954.html
https://sputnik-georgia.com/20201004/vizualur-fsiqologiuri-testi-243458555.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24059/65/240596560_252:0:1668:1062_1920x0_80_0_0_1da12e8608c80ba23c082d3a9d27bf85.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ფსიქოლოგიური და ინტელექტუალური ტესტები, ინტერაქტივი, მულტიმედია, წასაკითხი ამბები
ფსიქოლოგიური და ინტელექტუალური ტესტები, ინტერაქტივი, მულტიმედია, წასაკითხი ამბები
ვიზუალურ-ფსიქოლოგიური ტესტი: ვინ და როგორი ხართ სინამდვილეში
17:47 15.07.2021 (განახლებულია: 22:20 15.07.2021) შვეიცარიელი ფსიქიატრი, ანალიტიკური ფსიქოლოგიის ფუძემდებელი კარლ გუსტავ იუნგი წრეს ფსიქიკის ურღვევობისა და ადამიანის „მეს“ სიმბოლოდ მიიჩნევდა.
თანამედროვე ფსიქოლოგიაც იგივე აზრისაა.
ეს ვიზუალური ტესტი, რომელიც სწორედ წრეებისგან შედგება, დაგეხმარებათ გაარკვიოთ, როგორი დამოკიდებულება გაქვთ საკუთარი ცხოვრებისა თუ გარშემო მყოფებისადმი, როგორი პიროვნება ხართ და როგორია თქვენი შინაგანი სამყარო.
ამისათვის საჭიროა დახედოთ შემოთავაზებულ ვარიანტებს და აარჩიოთ ის წრე, რომლის შიგნითაც ისურვებდით ყოფნას.
ეს წრე უწყვეტი ზრდისა და ევოლუციის სიმბოლოა. მისი თავისებურება ისაა, რომ წვრილი, თითქმის შეუმჩნეველი ხაზით იწყება და თანდათან სქელდება. ამასთან ჩაკეტილი არ არის.
თუ ეს წრე აირჩიეთ, იმას ნიშნავს, რომ გამუდმებით ვითარდებით, სულ უფრო გამოცდილი ხდებით და თანაც ამ განვითარება-გამოცდილებას საზღვარი არ აქვს.
თქვენთვის მნიშვნელოვანია, რომ გამუდმებით ისწავლოთ და შეიმეცნოთ რაღაც ახალი, აღმოაჩინოთ საკუთარ თავში თქვენთვისვე უცნობი მხარეები და უნარები. და, სხვათა შორის, ეს შესანიშნავად გამოგდით კიდეც.
ეს წრე ერთადერთია შემოთავაზებულებს შორის, რომელსაც გარე ელემენტები აქვს. შესაბამისად, თუ ეს წრე აირჩიეთ, ე.ი. თქვენც გაქვთ რაღაც ისეთი, რაც ნაცრისფერი მასისგან გამოგარჩევთ.
ამასთან საკმაოდ მყარად დგახართ ფეხზე და კარგად იცით რა გსურთ ცხოვრებისგან. ყველაფერზე საკუთარი თვალსაზრისი გაქვთ და არავის მისცემთ უფლებას, თავს მოგახვიოთ თავისი მოსაზრებები.
მიუხედავად ამისა, საკმაოდ კარგად ახერხებთ ირგვლივ მყოფებთან საერთო ენის გამონახვას. თითქმის არასდროს მიგყავთ საქმე კონფლიქტამდე და მშვიდობიანად აგვარებთ კონფლიქტებს. ეს პირად ცხოვრებასაც ეხება და სამსახურსაც.
წრე №3 — ოჯახის უზენაესობა
როგორც ხედავთ, ამ წრის შიგნით ხე არის — რაღაც მონუმენტურისა და ურყევის სიმბოლო.
თუ ეს წრე აირჩიეთ, გამომდინარე იქიდან, რომ ხე ფსიქოლოგიაში ხშირად არის გაიგივებული ოჯახთან და მის ფასეულობებთან, ე.ი. თქვენთვის მთავარი სწორედ ოჯახია. დარწმუნებული ხართ, რომ ჭეშმარიტი ბედნიერება და ჰარმონია მხოლოდ უახლოესი ადამიანების გვერდით მოიპოვება. ამასთან თავად ხართ თქვენი ოჯახისა და ახლობლების უმტკიცესი საძირკველი და დამცველი.
და კიდევ, რადგან ეს წრე ჩაკეტილი არ არის, ეს იმაზე მეტყველებს, რომ გახსნილი ხართ ცვლილებებისა და გარე სამყაროსთვის.
ამ წრის ცენტრში ლოტოსია — მცენარე, რომელსაც შეუძლია ურთულეს პირობებში აღმოცენდეს და უმშვენიერეს ყვავილად გაიშალოს.
თუ ეს წრე აირჩიეთ, ე.ი. საოცრად მტკიცე ხართ. შეგიძლიათ ნებისმიერ სიძნელეს გაუმკლავდეთ და მაინც მიაღწიოთ სასურველს, მიუხედავად ყველაფრისა.
ამასთან გახასიათებთ ცხოვრებისადმი ფილოსოფიური მიდგომა, სირთულეებს თქვენთვის მხოლოდ სარგებელი მოაქვს.
ეს ერთადერთი ჩაკეტილი წრეა შემოთავაზებულებს შორის. თუმცა ეს სულაც არ მეტყველებს ადამიანის „შემოსაზღვრულობაზე“, ანუ შეზღუდულობაზე. პირიქით.
თუ ეს წრე აირჩიეთ, ე.ი. თქვენ ხართ ადამიანი, რომელსაც უყვარს განვითარება, მოგზაურობა, გარემომცველი სამყაროს შეცნობა. ამავდროულად მკაფიოდ შემოსაზღვრავთ პირად სივრცეს და ამ საზღვრის გადაკვეთის უფლებას ყველას არ აძლევთ.
ირგვლივ მყოფებს ოპტიმისტი, სიცოცხლით სავსე ადამიანი ჰგონიხართ და მხოლოდ ყველაზე ახლობლებმა იციან, როგორი ხართ სინამდვილეში.
წრე №6 — არასტანდარტული აზროვნება
ეს წრე თითქოს ერთბაშად რამდენიმე წრისგან შედგება, რაც არასტანდარტულ აზროვნებაზე მეტყველებს.
თუ ეს წრე აირჩიეთ, ე.ი. კრეატიული ადამიანი ხართ, გაქვთ მოქნილი გონება და დიპლომატიური უნარებით გამოირჩევით. გაგაჩნიათ დარწმუნების ძალა და შესანიშნავად ერგებით ახალ პირობებს.
ამასთან გიყვართ, ყველაფერი თქვენებურად გააკეთოთ — წესებიც დაარღვიოთ და ძველ დოგმებს შეეწინააღმდეგოთ. და გამოგდით კიდეც, სხვათა შორის.