13:00 25 ივლისი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.6481
  • 100 RUB4.2138
  • USD3.1000
შემთხვევები
მოკლე ბმულის მიღება
შემთხვევები საქართველოში (2228)
74 0 0

ეს აღნიშნულ ტერიტორიაზე დღეს მეორე, ხოლო ივნის-ივლისში მომხდარი უკვე მეთოთხმეტე მიწისძვრაა. ამ თვეში სოფელ სამებასთან მიწისძვრა 1, 6, 7, 8 და 11 ივლისს რვაჯერ დაფიქსირდა

თბილისი, 14 ივლისი — Sputnik. დმანისიდან სამხრეთ–დასავლეთით 23 კილომეტრში, სოფელ სამებასთან 3,2 მაგნიტუდის განმეორებითი მიწისქვეშა ბიძგები დაფიქსირდა, იუწყება დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი.

მიწისქვეშა ბიძგები თბილისის დროით 11:41 საათზე 10 კმ სიღრმეში დაფიქსირდა. ინფორმაცია მსხვერპლის ან ნგრევის შესახებ არ ვრცელდება.

დღეს ეს უკვე მეორე მიწისძვრაა - დილის 11:04 საათზე აღნიშნულ ტერიტორიაზე 3,9 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა.

აღნიშნულ ლოკაციაზე ბოლო ორ თვეში ეს უკვე მეცამეტე მიწისძვრაა. მანამდე მიწისძვრა სოფელ სამებასთან 1, 6, 7, 8 და 11 ივლისს რვაჯერ დაფიქსირდა. ბიძგების სიმძლავრე 3,0–4,0 მაგნიტუდას შეადგენდა. მიწისძვრა დაფიქსირდა აგრეთვე გასულ თვეში, კერძოდ, 6, 15, 18 და 25 ივნისს.

საქართველო საშუალო სეისმური აქტიურობის ქვეყანაა. საქართველოში დაფიქსირებული ყველაზე ძლიერი მიწისძვრა - 7-ბალიანი მაგნიტუდის - 1991 წელს რაჭისა და იმერეთის რეგიონებში მოხდა. ამ მიწისძვრის შედეგად 200-მდე ადამიანი დაიღუპა, დაინგრა თითქმის 46 ათასი სახლი და ათასი სამრეწველო ობიექტი.

თემები:
შემთხვევები საქართველოში (2228)

მთავარი თემები