14:09 25 ივლისი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.6481
  • 100 RUB4.2138
  • USD3.1000
შემთხვევები
მოკლე ბმულის მიღება
82 0 0

მომდევნო ორ დღეში ძლიერმა ნალექმა შესაძლოა მთიან ზონებში მეწყრული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს,

თბილისი, 13 ივლისი — Sputnik. ფშაველი–აბანო–ომალოს საავტომობილო გზის 10-72-ე კმ მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა, იუწყება საავტომობილო გზების დეპარტამენტი.

შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზის ამ მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა რთული მეტეოროლოგიური პირობების, კერძოდ უხვი ნალექის და  ნისლის გამო აიკრძალა.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 13-15 ივლისს საქართველოში მოსალოდნელია წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია სეტყვა და ქარის გაძლიერება.

მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექმა შესაძლოა პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს, აცხადებენ სააგენტოში.

მთავარი თემები