ფშაველი–აბანო–ომალოს გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა

© courtesy of Fshav-Khevsureti national parkფშავ-ხევსურეთის ეროვნული პარკი
ფშავ-ხევსურეთის ეროვნული პარკი - Sputnik საქართველო, 1920, 13.07.2021
გამოწერა
მომდევნო ორ დღეში ძლიერმა ნალექმა შესაძლოა მთიან ზონებში მეწყრული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს,
თბილისი, 13 ივლისი — Sputnik. ფშაველი–აბანო–ომალოს საავტომობილო გზის 10-72-ე კმ მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა, იუწყება საავტომობილო გზების დეპარტამენტი.
შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზის ამ მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა რთული მეტეოროლოგიური პირობების, კერძოდ უხვი ნალექის და  ნისლის გამო აიკრძალა.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 13-15 ივლისს საქართველოში მოსალოდნელია წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია სეტყვა და ქარის გაძლიერება.
მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექმა შესაძლოა პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს, აცხადებენ სააგენტოში.
ყველა ახალი ამბავი
0