07:49 03 აგვისტო 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.6906
  • 100 RUB4.2578
  • USD3.1042
შემთხვევები
მოკლე ბმულის მიღება
ჟურნალისტ ლექსო ლაშქარავას გარდაცვალება: ვერსიები და რეაქციები (46)
76 0 0

შინაგან საქმეთა სამინისტრო პარტია „ქართული ოცნების“ მიმდებარედ აქციის მიმდინარეობისას დაკავებულების შესახებ განცხადებას ავრცელებს

თბილისი, 12 ივლისი - Sputnik. პოლიციამ „ქართული ოცნების“ ოფისთან პოლიციამ ადმინისტრაციული წესით 12 პირი დააკავა, ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

როგორც უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, აქციის მონაწილეები გასცდნენ შეკრების და გამოხატვის თავისუფლების კანონით დასაშვებ ფარგლებს.

„კიდევ ერთხელ ვაფრთხილებთ აქციის ორგანიზატორებს, უზრუნველყონ, რომ აქციამ არ მიიღოს ძალადობრივი ხასიათი და არ გასცდნენ კანონით დასაშვებ ნორმებს. წინააღმდეგ შემთხვევაში პოლიცია იმოქმედებს კანონის შესაბამისად”, - ნათქვამია განცხადებაში.

„ქართული ოცნების“ ოფისთან, აქცია რამდენიმე წუთის წინ დასრულდა, სადაც სამართალდამცველებსა და აქტივისტებს შორის დაპირისპირება რამდენიმე წუთი გრძელდებოდა. პოლიცია ცდილობდა, აქციის მონაწილეების ნაწილი, რომლებმაც სამართალდამცველების და შენობის მისამართით საღებავები და კვერცხები ისროლეს, ადგილიდან გაეყვანათ.

აქციის მონაწილეებმა პარტიის ოფისთან პარლამენტთან მიმდინარე აქციის შემდეგ გადაინაცვლეს, სადაც ისინი 5 ივლისის აქციისას დაშავებული ტელეკომპანია „პირველის“ ოპერატორის ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების გამო ხელისუფლების გადადგომას ითხოვდნენ.

თემები:
ჟურნალისტ ლექსო ლაშქარავას გარდაცვალება: ვერსიები და რეაქციები (46)

მთავარი თემები