10:53 25 ივლისი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.6481
  • 100 RUB4.2138
  • USD3.1000
შემთხვევები
მოკლე ბმულის მიღება
61 0 0

საქართველოში ყველაზე გავრცელებული დანაშაული კვლავ ქურდობაა – ხუთ თვეში დაახლოებით 6,8 ათასი ასეთი შემთხვევა დარეგისტრირდა.

თბილისი, 11 ივლისი – Sputnik. შინაგან საქმეთა სამინისტრომ პანდემიის დაწყებიდან პირველად დააფიქსირა კრიმინალის ზრდა ქვეყანაში - 2021 წლის 1 იანვრიდან 31 მაისამდე პერიოდში ჩადენილი დანაშაულების რაოდენობა 4%-ით გაიზარდა (917 დანაშაულით მეტი) გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ნათქვამია შსს–ს ვებ–გვერდზე განთავსებულ მასალებში.

2021 წლის ხუთ თვეში დაფიქსირებულია 24.031 დანაშაული,  საიდანაც გახსნილია მხოლოდ 38,69%.

აქამდე შსს-ს მიერ გამოქვეყნებული მონაცემები დანაშაულის კლებას აჩვენებდა.

შსს–ს მასალების მიხედვით, საქართველოში თვეში საშუალოდ 4,5–5 ათასი დანაშაული ფიქსირდება.

თვე  დანაშაულის რაოდენობა
მაისი         5 122
აპრილი    5 350
მარტი 5 145
თებერვალი      4 915
იანვარი    4 703

ყველაზე გავრცელებული დანაშაულების ხუთეული

საქართველოში ყველაზე გავრცელებული დანაშაული კვლავ ქურდობაა – იანვრიდან მაისის ჩათვლით დაახლოებით 6,8 ათასი ასეთი შემთხვევა დარეგისტრირდა. აქედან გახსნილია 31,9%.

მეორე ადგილზეა ოჯახური ძალადობა. ხუთ თვეში დაფიქსირდა 2,2 ათასი ოჯახური ძალადობის შემთხვევა. აქედან გახსნილია 66%.

მესამე ადგილზე კი სატრანსპორტო დანაშაული აღმოჩნდა – 1,55 ათასი ფაქტი 1 იანვრიდან 31 მაისამდე თვეში, საიდანაც გახსნილია 8,5%.

ყველაზე ხშირი დანაშაულის ხუთეული

დანაშაულის სახეობა შემთხვევების რაოდენობა
ქურდობა 6 814
ოჯახური ძალადობა 2 248
სატრანსპორტო დანაშაული 1 551
ნარკოდანაშაული    1 506
მუქარა     1 386

გარდა ამისა, შსს–ს მონაცემებით, 2021 წლის პირველ ხუთ თვეში ქვეყანაში დარეგისტრირდა 32 მკვლელობა, აქედან 13 – განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი, 138 – ჯანმრთელობისთვის ზიანის მიყენება, 70 – გაუპატიურება, 3 - ადამიანების მძევლად აყვანა, 9 – ადამიანებით ვაჭრობა, 10 – მექრთამეობა, 5 - ტერორიზმი.

რამდენი დაისაჯა

საქართველოში 2021 წლის 1 იანვრიდან 31 მაისის ჩათვლით პერიოდში სხვადასხვა სახის ჩადენილი დანაშაულისთვის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას მიეცა 8.361 ადამიანი. აქედან 573 პირობით სასჯელს იხდიდა. აქედან 2.712 დაკავებული სისხლის სამართლის პასუხისგებაში თბილისში მისცეს.

მთავარი თემები