https://sputnik-georgia.com/20210711/saqarTveloSi-kriminali-kvlav-mzardi-gaxda-Sss-axal-statistikas-aqveynebs-252276890.html
საქართველოში კრიმინალი კვლავ მზარდი გახდა: შსს ახალ სტატისტიკას აქვეყნებს
საქართველოში კრიმინალი კვლავ მზარდი გახდა: შსს ახალ სტატისტიკას აქვეყნებს
Sputnik საქართველო
საქართველოში ყველაზე გავრცელებული დანაშაული კვლავ ქურდობაა – ხუთ თვეში დაახლოებით 6,8 ათასი ასეთი შემთხვევა დარეგისტრირდა. 11.07.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-07-11T10:00+0400
2021-07-11T10:00+0400
2021-10-19T18:00+0400
ახალი ამბები
შემთხვევები
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/09/252260501_139:126:3000:1735_1920x0_80_0_0_441644136cbe9cf471bfd73155bd47e8.jpg
თბილისი, 11 ივლისი – Sputnik. შინაგან საქმეთა სამინისტრომ პანდემიის დაწყებიდან პირველად დააფიქსირა კრიმინალის ზრდა ქვეყანაში - 2021 წლის 1 იანვრიდან 31 მაისამდე პერიოდში ჩადენილი დანაშაულების რაოდენობა 4%-ით გაიზარდა (917 დანაშაულით მეტი) გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ნათქვამია შსს–ს ვებ–გვერდზე განთავსებულ მასალებში.2021 წლის ხუთ თვეში დაფიქსირებულია 24.031 დანაშაული, საიდანაც გახსნილია მხოლოდ 38,69%.აქამდე შსს-ს მიერ გამოქვეყნებული მონაცემები დანაშაულის კლებას აჩვენებდა.შსს–ს მასალების მიხედვით, საქართველოში თვეში საშუალოდ 4,5–5 ათასი დანაშაული ფიქსირდება.ყველაზე გავრცელებული დანაშაულების ხუთეულისაქართველოში ყველაზე გავრცელებული დანაშაული კვლავ ქურდობაა – იანვრიდან მაისის ჩათვლით დაახლოებით 6,8 ათასი ასეთი შემთხვევა დარეგისტრირდა. აქედან გახსნილია 31,9%.მეორე ადგილზეა ოჯახური ძალადობა. ხუთ თვეში დაფიქსირდა 2,2 ათასი ოჯახური ძალადობის შემთხვევა. აქედან გახსნილია 66%.მესამე ადგილზე კი სატრანსპორტო დანაშაული აღმოჩნდა – 1,55 ათასი ფაქტი 1 იანვრიდან 31 მაისამდე თვეში, საიდანაც გახსნილია 8,5%.ყველაზე ხშირი დანაშაულის ხუთეულიგარდა ამისა, შსს–ს მონაცემებით, 2021 წლის პირველ ხუთ თვეში ქვეყანაში დარეგისტრირდა 32 მკვლელობა, აქედან 13 – განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი, 138 – ჯანმრთელობისთვის ზიანის მიყენება, 70 – გაუპატიურება, 3 - ადამიანების მძევლად აყვანა, 9 – ადამიანებით ვაჭრობა, 10 – მექრთამეობა, 5 - ტერორიზმი.რამდენი დაისაჯასაქართველოში 2021 წლის 1 იანვრიდან 31 მაისის ჩათვლით პერიოდში სხვადასხვა სახის ჩადენილი დანაშაულისთვის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას მიეცა 8.361 ადამიანი. აქედან 573 პირობით სასჯელს იხდიდა. აქედან 2.712 დაკავებული სისხლის სამართლის პასუხისგებაში თბილისში მისცეს.
https://sputnik-georgia.com/20210606/kriminali-saqarTveloSi-Sss-axal-statistikas-aqveynebs-251942798.html
https://sputnik-georgia.com/20210608/policiam-narkotikebis-internetiT-realizebis-sqema-gaxsna-251964068.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/09/252260501_166:0:2833:2000_1920x0_80_0_0_e9999604cd04851f809bc7609cbadbd6.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, შემთხვევები, საქართველო
ახალი ამბები, შემთხვევები, საქართველო
საქართველოში კრიმინალი კვლავ მზარდი გახდა: შსს ახალ სტატისტიკას აქვეყნებს
10:00 11.07.2021 (განახლებულია: 18:00 19.10.2021) საქართველოში ყველაზე გავრცელებული დანაშაული კვლავ ქურდობაა – ხუთ თვეში დაახლოებით 6,8 ათასი ასეთი შემთხვევა დარეგისტრირდა.
თბილისი, 11 ივლისი – Sputnik. შინაგან საქმეთა სამინისტრომ პანდემიის დაწყებიდან პირველად დააფიქსირა კრიმინალის ზრდა ქვეყანაში - 2021 წლის 1 იანვრიდან 31 მაისამდე პერიოდში ჩადენილი დანაშაულების რაოდენობა 4%-ით გაიზარდა (917 დანაშაულით მეტი) გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ნათქვამია შსს–ს ვებ–გვერდზე განთავსებულ
მასალებში.
2021 წლის ხუთ თვეში დაფიქსირებულია 24.031 დანაშაული, საიდანაც გახსნილია მხოლოდ 38,69%.
აქამდე შსს-ს მიერ გამოქვეყნებული მონაცემები დანაშაულის კლებას აჩვენებდა.
შსს–ს მასალების მიხედვით, საქართველოში თვეში საშუალოდ 4,5–5 ათასი დანაშაული ფიქსირდება.
ყველაზე გავრცელებული დანაშაულების ხუთეული
საქართველოში ყველაზე გავრცელებული დანაშაული კვლავ ქურდობაა – იანვრიდან მაისის ჩათვლით დაახლოებით 6,8 ათასი ასეთი შემთხვევა დარეგისტრირდა. აქედან გახსნილია 31,9%.
მეორე ადგილზეა ოჯახური ძალადობა. ხუთ თვეში დაფიქსირდა 2,2 ათასი ოჯახური ძალადობის შემთხვევა. აქედან გახსნილია 66%.
მესამე ადგილზე კი სატრანსპორტო დანაშაული აღმოჩნდა – 1,55 ათასი ფაქტი 1 იანვრიდან 31 მაისამდე თვეში, საიდანაც გახსნილია 8,5%.
ყველაზე ხშირი დანაშაულის ხუთეული
გარდა ამისა, შსს–ს მონაცემებით, 2021 წლის პირველ ხუთ თვეში ქვეყანაში დარეგისტრირდა 32 მკვლელობა, აქედან 13 – განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი, 138 – ჯანმრთელობისთვის ზიანის მიყენება, 70 – გაუპატიურება, 3 - ადამიანების მძევლად აყვანა, 9 – ადამიანებით ვაჭრობა, 10 – მექრთამეობა, 5 - ტერორიზმი.
საქართველოში 2021 წლის 1 იანვრიდან 31 მაისის ჩათვლით პერიოდში სხვადასხვა სახის ჩადენილი დანაშაულისთვის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას მიეცა 8.361 ადამიანი. აქედან 573 პირობით სასჯელს იხდიდა. აქედან 2.712 დაკავებული სისხლის სამართლის პასუხისგებაში თბილისში მისცეს.