დააკავეს მალხაზ მაჩალიკაშვილი

© Sputnik / Alexander Imedashviliმალხაზ მაჩალიკაშვილი
მალხაზ მაჩალიკაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 07.07.2021
გამოწერა
ადვოკატის ცნობით, მაჩალიკაშვილი აცხადებს, რომ კანონი არ დაურღვევია და მოლოდინი აქვს, რომ სანქციის გარეშე გაათავისუფლებენ.
თბილისი, 7 ივლისი − Sputnik. პანკისის ხეობაში სპეცოპერაციის შედეგად მოკლული 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილის მამა მალხაზ მაჩალიკაშვილი დააკავეს. ინფორმაციას ტელეკომპანია „რუსთავი 2“ ავრცელებს.
აქცია - Sputnik საქართველო, 1920, 06.07.2021
„სოლიდარობა ჟურნალისტებს“: საქართველოს მასშტაბით მდუმარე აქციები გაიმართა
მედიასაშუალების ცნობით, მაჩალიკაშვილი გუშინ პარლამენტთან სოლიდარობის აქციას უერთდებოდა. ამჟამად ის წინასწარი მოთავსების იზოლატორში იმყოფება. მალხაზ მაჩალიკაშვილი იმ 32 პირს შორისაა, რომლებიც გუშინ ადმინისტრაციული წესით აქციაზე დააკავეს.
როგორც მაჩალიკაშვილის ადვოკატი აცხადებს, მისი დაცვის ქვეშ მყოფი პოლიციის მოწოდების დაუმორჩილებლობისა და საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის ბრალდებით დააკავეს ჩიტაძის ქუჩაზე, სადაც ძალადობრივი ჯგუფები პოლიციის კორდონის გარღვევას ცდილობდნენ და ამავდროულად იქ მყოფ მალხაზ მაჩალიკაშვილს აყენებდნენ შეურაცხყოფას.
ადვოკატის ცნობით, მაჩალიკაშვილი აცხადებს, რომ კანონი არ დაურღვევია და მოლოდინი აქვს, რომ სანქციის გარეშე გაათავისუფლებენ.
სპეცნაზი პარლამენტთან - Sputnik საქართველო, 1920, 06.07.2021
აქციის მონაწილეები რუსთაველიდან მიკროავტობუსებით გაჰყავთ, გამზირზე სპეცრაზმი გამოდის
„თუ მის უსაფრთხოებაზე ზრუნავდა პოლიცია, მის მიმართ ადმინისტრაციული დაკავება არ უნდა განეხორციელებინა“, – აღნიშნა „სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ ადვოკატმა მარიამ პატარიძემ.
5 ივლისს ლგბტ–თემის წარმომადგენლების უფლებების დასაცავად დაანონსებული „ღირსების მარშის“ მოწინააღმდეგეებმა ჯერ მარში ჩაშალეს, შემდეგ თავს დაესხნენ ჟურნალისტებს და შემთხვევით გამვლელებსაც კი, რომლებიც, მათი აზრით, შეუფერებლად გამოიყურებოდნენ. მათ ასევე დაარბიეს „თბილისი პრაიდისა“ და მოძრაობა „სირცხვილიას“ ოფისები. თავდასხმების შედეგად შსს-მ ძალადობის 55 ფაქტი დააფიქსირა, აქედან 53 ჟურნალისტების მიმართ იყო ჩადენილი. ამის შემდეგ პარლამენტთან 6 ივლისს დაიგეგმა ჟურნალისტების მიმართ სოლიდარობის აქცია, სადაც ასევე არეულობა იყო.
შსს-მ ჟურნალისტებზე თავდასხმის ფაქტებზე სისხლის სამართლის საქმე ორი მუხლით აღძრა – ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა და ძალადობა. ბოლო ინფორმაციით, სისხლის სამართლის მუხლებით სულ დაკავებულია 7 პირი. 
უწყების ცნობით, მიმდინარეობს ინციდენტების ამსახველი მასალების შესწავლა, ასევე დანაშაულში მონაწილე სხვა პირების დადგენა-დაკავების მიზნით გრძელდება საგამოძიებო ღონისძიებები.
ყველა ახალი ამბავი
0