https://sputnik-georgia.com/20210706/vaJa-siraZe-rusTavelze-aqciis-monawieebma-teritoria-datoves-252235141.html
აქციის მონაწილეები რუსთაველიდან მიკროავტობუსებით გაჰყავთ, გამზირზე სპეცრაზმი გამოდის
აქციის მონაწილეები რუსთაველიდან მიკროავტობუსებით გაჰყავთ, გამზირზე სპეცრაზმი გამოდის
Sputnik საქართველო
სპეცრაზმი და სპეციალური ტექნიკა ემზადება იმისათვის, რომ რუსთაველის გამზირზე წესრიგის უზრუნველსაყოფად და ძალადობის აღსაკვეთად გამოვიდეს. 06.07.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-07-06T23:26+0400
2021-07-06T23:26+0400
2021-10-19T18:00+0400
ახალი ამბები
საზოგადოება
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/06/252235014_6:-1:1280:720_1920x0_80_0_0_b81570fe71d25c8cb32f5566c5ce3881.jpg
თბილისი, 6 ივლისი – Sputnik. რუსთაველის გამზირზე ორივე აქცია დასრულდა და შეკრების მონაწილეები უსაფრთხოდ დატოვებენ ტერიტორიას, განაცხადა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა ვაჟა სირაძემ.ცოტა ხნის წინ რუსთაველის გამზირზე, სადაც ორი აქცია იმართებოდა, ვითარება პრაქტიკულად უკონტროლო გახდა. ადგილზე პოლიციის დამატებითი ძალების მობილიზება მოხდა, დაამატეს რკინის ჯებირებსაც. კონტრაქციის წევრები ისროდნენ ქვებს, რკინის ბურთულებს, არმატურებს.„ორი აქცია ჩატარდა და შესაბამისად, აქციის მონაწილეები მშვიდ ვითარებაში, უსაფრთხოდ გავიდნენ პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიიდან. ჩვენ ორივე მხარესთან გვქონდა საუბარი, აქცია დასრულებულია, პარლამენტის მიმდებარედ ადამიანები უსაფრთხოდ დატოვებენ ტერიტორიას. პოლიცია ყველაფერს აკეთებს, რომ ძალისმიერი მეთოდების გარეშე მშვიდ ვითარებაში დაარეგულიროს სიტუცია და ასეც არის, დამერწმუნეთ, ყველაფერი მშვიდობით დასრულდება“, – აღნიშნა ვაჟა სირაძემ.მიმდებარე ტერიტორიაზე მობილიზებულია მიკროავტობუსები, რომლებითაც აქციის მონაწილეები უნდა გაიყვანონ. მათ უსაფრთხო გაყვანასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები მიმდინარეობს.5 ივლისს არასამთავრობო ორგანიზაცია „თბილისი პრაიდის“ და მათი მხარდამჭერი აქტივისტების მიერ ლგბტ თემის უფლებების დასაცავად დაგეგმილი იყო აქცია „ღირსების მარში". მაგრამ უკვე დილის 11 საათზე, დაგეგმილ მარშამდე დიდი ხნით ადრე, რუსთაველის გამზირზე „ზნეობის მცველების" აგრესიული კონტრაქცია დაიწყო.გამზირზე ლგბტ თემის წარმომადგენლები და მათი მომხრეები არ გამოჩენილან, ხოლო „ტრადიციული ღირებულებების დამცველების” აგრესიის სამიზნე ჟურნალისტები გახდნენ. მათ სცემდნენ ყველაფრით, რაც ხელში მოხვდებოდათ, უმტვრევდნენ აპარატურას, შეურაცხყოფას აყენებდნენ, განურჩევლად იმისა ვინ რომელ მედიას წარმოადგენდა. თავს დაესხნენ რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის ოფისებს, რიგით გამვლელებს, რომელთა გარეგნობამაც მათი გაღიზიანება გამოიწვია. ქალაქში შექმნილი ვითარების გათვალისწინებით გადაწყდა, რომ „ღირსების მარში" არ ჩატარდებოდა.არეულობების შედეგად, შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ძალადობის 55 ფაქტი გამოვლინდა, საიდანაც 53 მასმედიის წარმომადგენლების წინააღმდეგ იყო მიმართული. 5 ივლისს დააკავეს 11 ადამიანი.ჯერჯერობით უცნობია, დღევანდელ აქციაზე რამდენი ადამიანი დააკავა პოლიციამ.
https://sputnik-georgia.com/20210706/sapatriarqo-rusTavelze-Sekrebilebs-simSvidisken-mowuwodebs-252235063.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/06/252235014_77:-1:1223:720_1920x0_80_0_0_a6c1c197921dc36f709c31ad61ee04c9.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საზოგადოება, საქართველო
ახალი ამბები, საზოგადოება, საქართველო
აქციის მონაწილეები რუსთაველიდან მიკროავტობუსებით გაჰყავთ, გამზირზე სპეცრაზმი გამოდის
23:26 06.07.2021 (განახლებულია: 18:00 19.10.2021) სპეცრაზმი და სპეციალური ტექნიკა ემზადება იმისათვის, რომ რუსთაველის გამზირზე წესრიგის უზრუნველსაყოფად და ძალადობის აღსაკვეთად გამოვიდეს.
თბილისი, 6 ივლისი – Sputnik. რუსთაველის გამზირზე ორივე აქცია დასრულდა და შეკრების მონაწილეები უსაფრთხოდ დატოვებენ ტერიტორიას, განაცხადა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა ვაჟა სირაძემ.
ცოტა ხნის წინ რუსთაველის გამზირზე, სადაც ორი აქცია იმართებოდა, ვითარება პრაქტიკულად უკონტროლო გახდა. ადგილზე პოლიციის დამატებითი ძალების მობილიზება მოხდა, დაამატეს რკინის ჯებირებსაც. კონტრაქციის წევრები ისროდნენ ქვებს, რკინის ბურთულებს, არმატურებს.
„ორი აქცია ჩატარდა და შესაბამისად, აქციის მონაწილეები მშვიდ ვითარებაში, უსაფრთხოდ გავიდნენ პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიიდან. ჩვენ ორივე მხარესთან გვქონდა საუბარი, აქცია დასრულებულია, პარლამენტის მიმდებარედ ადამიანები უსაფრთხოდ დატოვებენ ტერიტორიას. პოლიცია ყველაფერს აკეთებს, რომ ძალისმიერი მეთოდების გარეშე მშვიდ ვითარებაში დაარეგულიროს სიტუცია და ასეც არის, დამერწმუნეთ, ყველაფერი მშვიდობით დასრულდება“, – აღნიშნა ვაჟა სირაძემ.
მიმდებარე ტერიტორიაზე მობილიზებულია მიკროავტობუსები, რომლებითაც აქციის მონაწილეები უნდა გაიყვანონ. მათ უსაფრთხო გაყვანასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები მიმდინარეობს.
5 ივლისს არასამთავრობო ორგანიზაცია „თბილისი პრაიდის“ და მათი მხარდამჭერი აქტივისტების მიერ ლგბტ თემის უფლებების დასაცავად დაგეგმილი იყო აქცია „ღირსების მარში". მაგრამ უკვე დილის 11 საათზე, დაგეგმილ მარშამდე დიდი ხნით ადრე, რუსთაველის გამზირზე „ზნეობის მცველების" აგრესიული კონტრაქცია დაიწყო.
გამზირზე ლგბტ თემის წარმომადგენლები და მათი მომხრეები არ გამოჩენილან, ხოლო „ტრადიციული ღირებულებების დამცველების” აგრესიის სამიზნე ჟურნალისტები გახდნენ. მათ სცემდნენ ყველაფრით, რაც ხელში მოხვდებოდათ, უმტვრევდნენ აპარატურას, შეურაცხყოფას აყენებდნენ, განურჩევლად იმისა ვინ რომელ მედიას წარმოადგენდა. თავს დაესხნენ რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის ოფისებს, რიგით გამვლელებს, რომელთა გარეგნობამაც მათი გაღიზიანება გამოიწვია. ქალაქში შექმნილი ვითარების გათვალისწინებით გადაწყდა, რომ „ღირსების მარში" არ ჩატარდებოდა.
არეულობების შედეგად, შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ძალადობის 55 ფაქტი გამოვლინდა, საიდანაც 53 მასმედიის წარმომადგენლების წინააღმდეგ იყო მიმართული. 5 ივლისს დააკავეს 11 ადამიანი.
ჯერჯერობით უცნობია, დღევანდელ აქციაზე რამდენი ადამიანი დააკავა პოლიციამ.