გორიჯვრის ტყეში სავარაუდოდ ოთხი თვის წინ დაკარგული ბიჭის ცხედარი იპოვეს

© photo: Sputnikგორიჯვრის ტყეში სავარაუდოდ ოთხი თვის წინ დაკარგული ბიჭის ცხედარი იპოვეს
გორიჯვრის ტყეში სავარაუდოდ ოთხი თვის წინ დაკარგული ბიჭის ცხედარი იპოვეს - Sputnik საქართველო, 1920, 07.03.2021
გამოწერა
გარდაცვლილი ახალგაზრდის ოჯახის წევრები კომენტარს არ აკეთებენ, მეზობლებს კი მომხდართან დაკავშირებით ვერსია არ აქვთ

თბილისი,  7 მარტი – Sputnik. ქალაქ გორის მიმდებარედ, გორიჯვრის ტყეში მამაკაცის ცხედარი იპოვეს, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2“.

პოლიციის მანქანა - Sputnik საქართველო, 1920, 15.11.2020
გორში მეხუთე დღეა 21 წლის ბიჭს ეძებენ

წინასწარი ინფორმაციით, ეს ოთხი თვის წინ დაკარგული 21 წლის გიორგი ნონიაშვილის ცხედარია, რომელიც სახლიდან გასული წლის 11 ნოემბერს გავიდა და მას შემდეგ აღარ გამოჩენილა. მას ოჯახი და პოლიცია ოთხი თვის განმავლობაში უშედეგოდ ეძებდნენ.

ცხედარი უკვე გადასვენებულია ექსპერტიზის ბიუროში.

გაუჩინარებული ახალგაზრდის ოჯახის წევრები კომენტარს არ აკეთებენ. პირად საუბარში კი ამბობენ, რომ გარდაცვალების მიზეზის დადგენის იმედი ექსპერტიზისგან აქვთ.

მომხდარზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობდა, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს. ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე შესაძლოა საქმის გადაკვალიფიცირება მოხდეს.

ყველა ახალი ამბავი
0