05:07 27 თებერვალი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.0322
  • 100 RUB4.4633
  • USD3.3255
შემთხვევები
მოკლე ბმულის მიღება
შემთხვევები საქართველოში (2073)
831 0 0

თემქაზე მდებარე კორპუსის ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში გაზის დანადგარები რემონტის გამო იყო მოხსნილი, ბუნებრივი აირი კი ღიად დატოვებული მილებიდან ჟონავდა

თბილისი, 20 იანვარი - Sputnik. თემქაზე მდებარე კორპუსის ერთ-ერთ ბინაში გაზი დაგროვდა და მაღალი კონცეტრაციის შემდეგ სადარბაზოში გაჟონა, თუმცა სწრაფი რეაგირების შედეგად სადარბაზო აფეთქებას გადაურჩა. ინფორმაციას „თბილისი ენერჯი“ ავრცელებს.

კომპანიაში განმარტავენ, რომ თემქის მე-11 მიკრორაიონიდან გაზის გაჟონვის შესახებ ცხელ ხაზზე ზარი შევიდა, რის შემდეგაც ადგილზე „თბილისი ენერჯის“ სწრაფი რეაგირების სამსახურის თანამშრომლები მივიდნენ.

„სწრაფი რეაგირების სამსახურის თანამშრომლებს ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში ასეთი სურათი დახვდათ - აღმოჩნდა, რომ ფართში გაზის დანადგარები რემონტის გამო მოუხსნიათ, ცენტრალური ონკანი კი არავის გადაუკეტავს. გაზი ღიად დატოვებული მილებიდან ჟონავდა“, - აცხადებენ კომპანიაში.

ინფორმაციაში ნათქვამია, რომ ბინაში შემთხვევით შუქის ან ასანთის ანთების შედეგად შესაძლოა მთელი კორპუსი აფეთქებულიყო.

„რომ არა მეზობლების ყურადღება, რომლებმაც ცხელ ხაზზე დარეკეს, ახლა ჩვენ ქალაქში ერთი უპასუხისმგებლო ადამიანის ქმედების გამო ტრაგედია დატრიალდებოდა“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

„თბილისი ენერჯი“ - თბილისში ერთ დღეში აფეთქებას სამი კორპუსი გადაურჩა>>

გაზმომარაგების კომპანია მოსახლეობას მოუწოდებს, რომ დანადგარები უყურადღებოდ არ დატოვონ და დარწმუნდნენ გაზგაყვანილობის გამართულობაში.

თემები:
შემთხვევები საქართველოში (2073)

მთავარი თემები