„თბილისი ენერჯი“: „დიღომი 7“, „დიღომი 8“ და „დიღომი 9“ აფეთქებას გადაურჩა

© Sputnik / Alexander Imedashvili Tbilisi Energy 114-ის მორიგე ბრიგადა
 Tbilisi Energy 114-ის მორიგე ბრიგადა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ამ დროისთვის, მოსახლეობის უსაფრთხოების მიზნით,  გაზის მიწოდება 2 ათასამდე აბონენტს შეუწყდა. ადგილზე მობილიზებულები არიან „თბილისი ენერჯის” სპეციალისტები და გაზმომარაგების აღსადგენად მიმდინარეობს სამუშაოები.

თბილისი, 12 ნოემბერი - Sputnik. კომპანია „დიღომი ვილა გაზმა“ უნებართვოდ და უსაფრთხოების ნორმების სრული დარღვევით „თბილისი ენერჯის“ კუთვნილი გაზსადენი გადაჭრა, ნათქვამია გაზგამანაწილებელი კომპანია „თბილისი ენერჯის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კომპანიის მტკიცებით, უკანონო სამუშაოები კომპანიამ აბონენტების თავის ქსელზე გადართვის მიზნით ჩაატარა.

„უკანონო სამუშაოების შედეგად „თბილისი ენერჯის” კუთვნილ გაზმომარაგების ქსელში ჰაერი შეიპარა, რამაც თავის მხრივ ქსელის დაზიანების გარდა, აფეთქების საშიშროება შექმნა და მოსახლეობის სიცოცხლეს საფრთხე შეუქმნა“, - ნათქვამია განცხადებაში.

კომპანიის მტკიცებით, „დიღომი 7“, „დიღომი 8“ და „დიღომი 9“ აფეთქებას გადაურჩა. ამ დროისთვის, აღნიშნულ უბნებში, მოსახლეობის უსაფრთხოების მიზნით, გაზის მიწოდება სასწრაფო წესით 2 ათასამდე აბონენტს შეუწყდა. ადგილზე მობილიზებულები არიან „თბილისი ენერჯის” სპეციალისტები და მიმდინარეობს აქტიური სამუშაოები გაზმომარაგების აღსადგენად.

კომპანიის ცნობით, „თბილისი ენერჯიმ” „დიღომი 7,8,9“-ის მოსახლეობა სექტემბრის თვეში გააფრთხილა, რომ 1 მ3 გაზის ღირებულება 0.461374 თეთრს შეადგენს და კომპანიისთვის უცნობი პირები აბონენტებს სთავაზობდნენ გაზის მიწოდებას. ამისთვის კი ითხოვდნენ პირად მონაცემებს.

„აღნიშნულთან დაკავშირებით საპატრულო პოლიცია და საგამოძიებო სამსახურები სრულად საქმის კურსშია და მიმდინარეობს მომხდარის მოკვლევა“, - ნათქვამია განცხადებაში.

კომპანია აბონენტებს მოუწოდებს, გადაკეტონ გაზის ყველა ონკანი და დაელოდონ „თბილისი ენერჯის” შეტყობინებას გაზის მიწოდების აღდგენასთან დაკავშირებით.

 

ყველა ახალი ამბავი
0