გიორგი შაქარაშვილის საქმის სამი ფიგურანტი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

© photo: Sputnikშაქარაშვილის საქმის მოსმენა
შაქარაშვილის საქმის მოსმენა - Sputnik საქართველო
გამოწერა
თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ დააკმაყოფილა ადვოკატების შუამდგომლობა დაკავებულების 1000 ლარის გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლების შესახებ.

თბილისი, 11 იანვარი – Sputnik. 19 წლის ქართველი ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის საქმის სამ ფიგურანტს – საბა ჩხარტიშვილს, საბა გოგშელიძეს და ირაკლი წაქაძეს აღკვეთის ღონისძიება გირაოთი შეუცვალეს.

იძებნება ილია ფილფანი -განცხადება თბილისის ქუჩებში - Sputnik საქართველო
შემაძრწუნებელი ზაფხული: 2020 წლის ყველაზე გახმაურებული დანაშაულები საქართველოში

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ლავრენტი მაღლაკელიძემ დააკმაყოფილა ადვოკატების შუამდგომლობა დაკავებულების 1000 ლარის გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლების შესახებ.

შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული რვა პირიდან ხსენებული სამი პირი ბრალდებულია ძალადობაში (აგარაკზე ჩხუბის ეპიზოდი), ასევე უმნიშვნელო ფიზიკური დაზიანების განზრახ მიყენებაში, ხოლო დანარჩენებს ბრალად ედებათ ძალადობა, ძალადობის ორგანიზება და მასში მონაწილეობა.

ორშაბათს, 11 იანვარს სამედიცინო კომისიის დასკვნამ კიდევ ერთხელ დაადასტურა შაქარაშვილის მკვლელობის ფაქტი და მკვლელობამდე მის წინააღმდეგ ძალადობის გამოყენება, ნათქვამია საქართველოს პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

19 წლის ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის ცხედარი ოთხდღიანი ძებნის შემდეგ 22 ივნისს მდინარე არაგვში იპოვეს. ექსპერტიზამ დაადგინა, რომ ის წყალში დაიხრჩო, თუმცა ცხედარზე სიცოცხლეში მიყენებული უამრავი დაზიანება იყო.

ციხე - Sputnik საქართველო
კანონი „ამნისტიის შესახებ“ დამტკიცებულია – რა შეიცვალა

დღეისათვის შაქარაშვილის საქმე სამ ნაწილად არის დაყოფილი: მკვლელობამდე მომხდარი ჩხუბების ეპიზოდები არასრულწლოვანთა მონაწილეობით (მათ მიმართ განაჩენი უკვე გამოტანილია), ჩხუბების სამი ეპიზოდი სრულწლოვანთა მონაწილეობით და უშუალოდ ფეხბურთელის მკვლელობა.

საქმეზე სულ 17 ადამიანის დაკავება მოხდა. უშუალოდ მკვლელობის ნაწილში 17-დან ხუთი ბრალდებული ფიგურირებს, აქედან ორი არასრულწლოვანია. გამოძიების ვერსიით, მათ შაქარაშვილი ჯერ სცემეს, შემდეგ კი მდინარეში გადააგდეს, სადაც ის დაიხრჩო.

ყველა ახალი ამბავი
0