14:06 24 იანვარი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.0228
  • 100 RUB4.4121
  • USD3.3044
შემთხვევები
მოკლე ბმულის მიღება
შემთხვევები საქართველოში (2036)
512 0 0

ერთმანეთს მსუბუქი ავტომობილი და ბენზინმზიდი შეეჯახა. მსუბუქ ავტომობილს გოგონა მართავდა, რომელიც ადგილზე დაიღუპა.

თბილისი, 5 იანვარი – Sputnik. ქუთაისი-ხონის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 18 წლის გოგონა დაიღუპა, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2“.

ერთმანეთს მსუბუქი ავტომობილი და ბენზინმზიდი შეეჯახა. თვითმხილველების თქმით, მსუბუქი ავტომობილი, რომელსაც 18 წლის გოგონა მართავდა, გადაჭარბებული სიჩქარით მოძრაობდა.

მსუბუქი ავტომობილი ბენზინმზიდს მაშინ შეეჯახა, როცა სატვირთო ავტომობილი ბენზინგასამართი სადგურიდან საავტომობილო გზის სავალ ნაწილზე გადიოდა. გოგონა ადგილზე გარდაიცვალა. ბენზინმზიდის მძღოლი არ დაშავებულა.

ამ დროისათვის ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ.

თემები:
შემთხვევები საქართველოში (2036)

მთავარი თემები