თბილისი, 17 დეკემბერი – Sputnik. სამი ადამიანი ემსხვერპლა ავტოავარიას ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარციხეში.
ავტომობილი, რომელმაც მართვა დაკარგა, დიდი სიჩქარით ხეს შეეჯახა.
დაღუპულები ერთი ოჯახის წევრები არიან – დედა, მამა და 16 წლის მოზარდი.
ტრაგედიის ადგილზე კრიმინალისტები მუშაობენ.
როგორც „Sputnik-საქართველოს“ შსს-ში განუცხადეს, გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ის 276-ე მუხლით „ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია“.