ავტოსაგზაო შემთხვევა ქუთაისი-ხონის გზაზე: დაიღუპა 18 წლის გოგონა

© Sputnik / Alexander Imedashviliპოლიციის ლენტა
პოლიციის ლენტა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ერთმანეთს მსუბუქი ავტომობილი და ბენზინმზიდი შეეჯახა. მსუბუქ ავტომობილს გოგონა მართავდა, რომელიც ადგილზე დაიღუპა.

თბილისი, 5 იანვარი – Sputnik. ქუთაისი-ხონის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 18 წლის გოგონა დაიღუპა, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2“.

პოლიციის ლენტი - Sputnik საქართველო
ტრაგედია იმერეთში – ავტოავარიას ერთი ოჯახის წევრები ემსხვერპლნენ

ერთმანეთს მსუბუქი ავტომობილი და ბენზინმზიდი შეეჯახა. თვითმხილველების თქმით, მსუბუქი ავტომობილი, რომელსაც 18 წლის გოგონა მართავდა, გადაჭარბებული სიჩქარით მოძრაობდა.

მსუბუქი ავტომობილი ბენზინმზიდს მაშინ შეეჯახა, როცა სატვირთო ავტომობილი ბენზინგასამართი სადგურიდან საავტომობილო გზის სავალ ნაწილზე გადიოდა. გოგონა ადგილზე გარდაიცვალა. ბენზინმზიდის მძღოლი არ დაშავებულა.

ამ დროისათვის ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ.

ყველა ახალი ამბავი
0