პრეზიდენტმა გორთან მომხდარი ტრაგედიის დროს დაღუპულთა ოჯახებს მიუსამძიმრა

© President of Georgia Salome Zourabichviliპრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი
პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საგზაო სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა მიკროავტობუსის ექვსი მგზავრი, სხვებმა კი სხვადასხვა ხარისხის სხეულის დაზიანება მიიღეს.

თბილისი, 30 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გორთან მომხდარი ტრაგედიის გამო მწუხარება გამოთქვა.

გორთან მომხდარ ავარიასთან დაკავშირებით პოლიციამ თურქეთის მოქალაქე დააკავა>>

სალომე ზურაბიშვილმა ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაღუპულთა ოჯახებს სამძიმარი გამოუცხადა და დაშავებულებს სწრაფი გამოჯანმრთელება უსურვა.

„მწუხარებას გამოვთქვამ გორთან მომხდარი ტრაგედიის გამო. ვუსამძიმრებ გარდაცვლილთა ოჯახებსა და ახლობლებს, დაზარალებულებს კი სწრაფად გამოჯანმრთელებას ვუსურვებ“, – დაწერა ზურაბიშვილმა თავის Facebook-გვერდზე.

გიორგი გახარია - Sputnik საქართველო
პრემიერი გახარია გორთან ავტოავარიისას დაღუპულთა ოჯახებს უსამძიმრებს

2020 წლის 30 ოქტომბერს თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 77-ე კილომეტრზე დასავლეთის მიმართულებით თურქული სანომრე ნიშნებით მოძრავი სატვირთო ავტომანქანა „დაფი“ სამგზავრო მიკროავტობუსს შეეჯახა.

საგზაო სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად ადგილზე გარდაიცვალა მიკროავტობუსის ხუთი მგზავრი, ხოლო 11-მა ადამიანმა სხვადასხვა ხარისხის სხეულის დაზიანება მიიღო.

მოგვიანებით კი ავტობანზე მომხდარი ავარიის დროს დაშავებული კიდევ ერთი, მეექვსე ადამიანი გარდაიცვალა.

გორთან მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევასთან დაკავშირებით პოლიციამ თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე, 1958 წელს დაბადებული მ.ს. დააკავა.

გორთან ავტოავარიას მეექვსე ადამიანიც ემსხვერპლა>>

მომხდარ ფაქტზე გამოძიება სატრანსპორტო საშუალების მართვის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესების დარღვევის მუხლით მიმდინარეობს, რომელსაც ორი ან მეტი ადამიანის დაღუპვა მოჰყვა. დანაშაული 6-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ყველა ახალი ამბავი
0