გორთან მომხდარ ავარიასთან დაკავშირებით პოლიციამ თურქეთის მოქალაქე დააკავა

© Sputnik / Alexander Imedashviliსაპატრულო პოლიცია
საპატრულო პოლიცია - Sputnik საქართველო
გამოწერა
ავტოავარიის შედეგად ადგილზე გარდაიცვალა მიკროავტობუსის ხუთი მგზავრი, მოგვიანებით კი დაშავებულებიდან კიდევ ერთი, მეექვსე ადამიანი გარდაიცვალა.

თბილისი, 30 ოქტომბერი – Sputnik. გორთან მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევასთან დაკავშირებით პოლიციამ თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე, 1958 წელს დაბადებული მ.ს. დააკავა, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

პრემიერი გახარია გორთან ავტოავარიისას დაღუპულთა ოჯახებს უსამძიმრებს>>

2020 წლის 30 ოქტომბერს თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 77-ე კილომეტრზე დასავლეთის მიმართულებით თურქული სანომრე ნიშნებით მოძრავი სატვირთო ავტომანქანა „დაფი“ სამგზავრო მიკროავტობუსს შეეჯახა.

სასწრაფო დახმარების ბრიგადა - Sputnik საქართველო
გორთან მომხდარ ავტოავარიაში დაშავებულთაგან ერთი ადამიანი გარდაიცვალა

საგზაო სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად ადგილზე გარდაიცვალა მიკროავტობუსის ხუთი მგზავრი, ხოლო 11-მა ადამიანმა სხვადასხვა ხარისხის სხეულის დაზიანება მიიღო.

მოგვიანებით კი ავტობანზე მომხდარი ავარიის დროს დაშავებული კიდევ ერთი, მეექვსე ადამიანი გარდაიცვალა.

პაციენტი უმძიმესი დაზიანებებით კლინიკა „გორმედის“ რეანიმაციულ განყოფილებაში იყო მოთავსებული. კლინიკაში გადაყვანილი სხვა დაშავებულებიდან რამდენიმეს მდგომარეობა აგრეთვე მძიმეა.

უწყების ცნობით, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სატრანსპორტო საშუალების მართვის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესების დარღვევის მუხლით მიმდინარეობს, რომელსაც ორი ან მეტი ადამიანის დაღუპვა მოჰყვა. დანაშაული 6-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ყველა ახალი ამბავი
0