11:28 21 ოქტომბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.7763
  • 100 RUB4.1332
  • USD3.2117
შემთხვევები
მოკლე ბმულის მიღება
კრიმინალი საქართველოში (1157)
98 0 0

კვლევამ აჩვენა, რომ პანდემიის პერიოდში ნარკორეალიზატორებს სერიოზულ ზარალი მიადგათ – ნარკოვაჭრობა თითქმის ორჯერ შემცირდა.

თბილისი, 1 ოქტომბერი – Sputnik. კორონავირუსის პანდემიამ საქართველოში არალეგალური ნარკოტიკების ბაზარზე სერიოზული გავლენა მოახდინა – მარტიდან აგვისტოს ჩათვლით ბრუნვა ორჯერ შემცირდა. ნარკოტიკული საშუალებების ონლაინ-გაყიდვებზე ნახევარი წლის მონაცემები გამოაქვეყნა კვლევითი რესურსების კავკასიის ცენტრმა (CRRC).

გამოიკვლიეს კრიპტოვალუტის პლატფორმა Matanga, რომელიც, ორგანიზაციის მონაცემებით, ხელს უწყობს ნარკოტიკების ანონიმურ გაყიდვას საქართველოსა და დსთ-ის ქვეყნებში.

კვლევამ აჩვენა, რომ საქართველოში ნარკოტიკების ონლაინ-გაყიდვას ნარკომოვაჭრეებისთვის ყოველდღიურად რვა ათას დოლარამდე მოაქვს. დიდ ქალაქებში, როგორიცაა თბილისი, ბათუმი და ქუთაისი, სპეციალურ სამალავებში 35 ათასი დოლარის ნარკოტიკები თავსდება.

ამჟამად ყველაზე მეტი მოთხოვნაა კანაფზე (მარიხუანა), კოკაინსა და MDMA-ზე (ექსტაზი). აქედან გაყიდვების 56% კანაფზე მოდის.

„ცოტა ხნის წინ ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ ნარკოტიკების მოხმარება საქართველოში უპირატესობების მინიჭებაში ცვლილებებითა და ფსიქოაქტიური ნივთიერებების მოხმარების გაზრდით ხასიათდება. 2019 წელს ჩატარებულმა კლუბების ახალგაზრდა სტუმრების კვლევამ აჩვენა, რომ ინექციური ნივთიერებებით დაინტერესება დიდი არაა. უპირატესობა ენიჭება კანაბისს, MDMA-სა და LCD-ს, ასევე ახალ ფსიქოაქტიურ ნივთიერებებს, როგორიცაა სინთეტიკური კანაბინოიდები და 25i-NBOMe“, – აღნიშნულია კვლევაში.

როგორც კვლევის ავტორები მიიჩნევენ, სახელმწიფოს ნარკოპოლიტიკაში გარდამტეხი აღმოჩნდა 2018 წლის მოვლენები, როდესაც ღამის კლუბ „ბასიანში“ (Bassiani) ხუთი ახალგაზრდა ფენტალინის გადაჭარბებული დოზით გარდაიცვალა, ხოლო ზაფხულში ფესტივალ Echowaves-ზე ანაკლიაში გარდაიცვალა ერთი ახალგაზრდა, ხოლო სამი, უცნობი ნარკოტიკული ნივთიერების მიღების შემდეგ, საავადმყოფოში მოათავსეს.

„ბასიანში“ ინციდენტის შემდეგ პოლიციის რეიდებმა ღამის კლუბებში მასობრივი საპროტესტო აქციები გამოიწვია, რომელმაც საერთაშორისო მასმედიის ყურადღება მიიპყრო. ამის შემდეგ ანაკლიის ფესტივალი აღარ ჩატარებულა. იმავე წელს საქართველო პირველი პოსტსაბჭოთა ქვეყანა გახდა, სადაც მარიხუანის დეკრიმინალიზაცია მოხდა.

ნარკოლოგი: მსოფლიოში მძიმე ნარკოტიკების მოხმარების მხრივ საქართველო მესამე ადგილზეა>>

კვლევის მონაცემებით, საქართველოში თვეში დაახლოებით 250 ათასი აშშ დოლარი გენერირებს კრიპტოვალუტით ნარკოტიკების გაყიდვაში, რაც უფრო მეტია, ვიდრე ესპანეთსა და ბელგიაში ერთად აღებული. უფრო მეტიც, საქართველო რომ ევროკავშირის წევრი იყოს, ის კრიპტობაზარზე სამედიცინო პრეპარატების გაყიდვიდან ყოველთვიური მოგების მხრივ მეხუთე ადგილზე იქნებოდა.

თემები:
კრიმინალი საქართველოში (1157)

მთავარი თემები