ნარკოლოგი: მსოფლიოში მძიმე ნარკოტიკის მოხმარების მხრივ საქართველო მესამე ადგილზეა
„შემოვიდა ასეთი ცნება – რეკრეაციული მოხმარება. ეს არის ნარკოტიკის მოხმარება დასვენებისთვის, რელაქსაციისთვის. შაბათ-კვირას მოვიხმაროთ ნარკოტიკი, დავისვენოთ, გავერთოთ კლუბში და ორშაბათიდან ჩვეულებრივი ცხოვრება დავიწყოთ. სამწუხაროდ, ჩვენთან ასე არ ხდება. ბოლო 10-12 წლის განმავლობაში არ მახსოვს ასეთი მძიმე მდგომარეობა, რაც დღეს გვაქვს. საქართველოში გონივრული ნარკოპოლიტიკა გვჭირდება“, – ამბობს დავით ვადაჭკორია.
ნარკოლოგის განცხადებით, სტატისტიკის თანახმად, საქართველოში 50 ათასი მძიმე ნარკოტიკების მომხმარებელია. ამ მხრივ მსოფლიოში საქართველო მესამე ადგილზეა. წინ გვისწრებენ მხოლოდ რუსეთი და სეიშელის კუნძულები.