საქართველოში ნარკოვითარების მონიტორინგის ეროვნული ცენტრი შეიქმნა

© photo: Sputnik / Sergey Venyavsky / გადასვლა მედიაბანკშიSynthetic drugs
Synthetic drugs - Sputnik საქართველო
გამოწერა
კიდევ ერთი უწყების – ნარკოვითარების მონიტორინგის ეროვნული ცენტრის შექმნა მტკიცებულებებზე დაფუძნებული ნარკოპოლიტიკის შემუშავებას შეუწყობს ხელს.

თბილისი, 24 იანვარი — Sputnik. იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის ბრძანებით საქართველოში ნარკოვითარების მონიტორინგის ეროვნული ცენტრი დაფუძნდა, ნათქვამია სამინისტროს Facebook-გვერდზე.

სამინისტროში აღნიშნავენ, რომ მსგავსი ცენტრი საქართველოსთვის ინოვაციურია – ასეთი მოდელის და ფუნქციების ორგანო საქართველოში დღემდე არასდროს ყოფილა.

ნარკოლოგი: მსოფლიოში მძიმე ნარკოტიკების მოხმარების მხრივ საქართველო მესამე ადგილზეა>>

ნარკოვითარების მონიტორინგის ეროვნული ცენტრის მიზანი იქნება საქართველოში ნარკოვითარებასთან დაკავშირებული ინფორმაციის შეგროვება და ანალიზი, მტკიცებულებებზე დაფუძნებული პრაქტიკული მეთოდოლოგიების დანერგვა, საერთაშორისო დონეზე შესაბამის ორგანიზაციებთან ინფორმაციის გაცვლა და ანგარიშგების წარმოება.

პარლამენტი - Sputnik საქართველო
საქართველოში მარიხუანის მოხმარებისთვის მკაცრი შეზღუდვები დაწესდა

სამინისტროში დრწმუნებული არიან, რომ ეს ყველაფერი ხელს შეუწყობს ქვეყანაში მტიცებულებებზე დაფუძნებული და თანამედროვე გამოწვევების საპასუხო ანტინარკოტიკული პოლიტიკის განვითარებას. ამ მიზნით საქართველოს იუსტიციის სამინისტრო უკვე 5 წელია თანამშრომლობს ევროპის ნარკოტიკებისა და ნარკომანიის მონიტორინგის ცენტრთან (EMCDDA).

საქართველოში ცენტრს ნარკომანიასთან ბრძოლის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მდივანი − იუსტიციის სამინისტროს საერთაშორისო საჯარო სამართლის დეპარტამენტის უფროსი უხელმძღვანელებს.

მარინა კაჭარავა: მარიხუანის პირველივე მოხმარება შესაძლოა საბედისწერო გახდეს>>

ნარკოვითარების მონიტორინგის ცენტრი ორი დანაყოფისგან შედგება. მონაცემთა კვლევის დანაყოფის ამოცანაა ნარკოვითარებასთან დაკავშირებული მონაცემების შეგროვება, ანალიზი და შესაბამისი ანგარიშების მომზადება, საკონსულტაციო დანაყოფის მიზანი კი კვლევის დანაყოფის თემატური მხარდაჭერა და მისთვის კონსულტაციების გაწევაა.

Марихуана - Sputnik საქართველო
HRW საქართველოში მარიხუანის ლეგალიზაციას ეხმაურება

ბოლო კვლევების თანახმად, საქართველოში დაახლოებით 60 ათასი ნარკომანია. სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ ნარკოტიკებისგან დეტოქსიკაციას თვეში 40 ადამიანი გადის, ამ მკურნალობისგან მიღებული ეფექტი კი 5-15%-ს შეადგენს. რაც შეეხება „მეტადონით“ ჩანაცვლების თერაპიას, მას საქართველოში 13 ათასი ადამიანი გადის.

საქართველოში ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით რამდენიმე წელია აქტიური დისკუსია მიმდინარეობს.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს კოლეგიამ 2018 წლის 30 ივლისს დააკმაყოფილა პარტია "ახალი პოლიტიკური ცენტრი — გირჩის" ლიდერთა, ზურაბ ჯაფარიძისა და ვახტანგ მეგრელიშვილის სარჩელი პარლამენტის წინააღმდეგ და გააუქმა ერთადერთი დარჩენილი სასჯელი მარიხუანის მოხმარებისთვის — 500 ლარის ოდენობის ჯარიმა, რითიც, ფაქტობრივად, ნარკოტიკის ამ სახეობის მოხმარების ლეგალიზება მოახდინა.

ეკლესია საქართველოში კანაფის კულტივირების და ექსპორტის წინააღმდეგია>>

მოგვიანებით შსს-მ შეიმუშავა ცვლილებები, რომელთა თანახმად, მარიხუანის ლეგალური მოწევა ნებადართულია მხოლოდ სახლში, ისიც თუ ახლოს არ იმყოფებიან არასრულწლოვნები. პარლამენტმა კანონი უკვე მიიღო.

ყველა ახალი ამბავი
0