23:28 20 სექტემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8057
  • 100 RUB4.2817
  • USD3.2140
შემთხვევები
მოკლე ბმულის მიღება
შემთხვევები საქართველოში (1787)
101 0 0

დანარჩენი პაციენტების მდგომარეობა სტაბილურია. მამაკაცი, რომელსაც შედარებით მსუბუქი დაზიანებები ჰქონდა, საავადმყოფოდან ღამით გაწერეს

თბილისი, 5 სექტემბერი – Sputnik. ფილარმონიასთან აფეთქების შედეგად ერთ-ერთი დაშავებულის მდგომარეობა კვლავ მძიმეა, 33 წლის მამაკაცი ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა შეერთებულია, განუცხადა ჟურნალისტებს ალადაშვილის კლინიკის ექიმმა ლევან ბესელიამ.

„ხელზე ცეცხლი ეკიდა“ – თვითმხილველი აფეთქების შემდეგ პირველ წამებზე >>

თბილისში, ფილარმონიასთან ახლოს, კლუბ „დეჟავუში" გუშინ აფეთქება მოხდა. სარემონტო სამუშაოების დროს, სავარაუდოდ, კონდიციონერის შემოწმების დროს ჟანგბადის ბალონი აფეთქდა. აფეთქების შედეგად ერთი მუშა დაიღუპა, სამი სხვადასხვა კლინიკებში გადაიყვანეს: რესპუბლიკურ საავადმყოფოში, ხეჩინაშვილის სახელობის დამწვრობის ცენტრში და ალადაშვილის სახელობის კლინიკაში.

„პაციენტს აქვს დამწვრობა სახისა და გულმკერდის არეში, კიდურების არეში. ჭრილობა აქვს ხელზე, მკლავზე, ყელზე და სახის არეში. აღენიშნება ტრავმული შოკი, სუნთქვის მწვავე უკმარისობა და ფილტვების დაჟეჟილობა“, - განაცხადა ბესელიამ.

პაციენტი, რომელსაც შედარებით მსუბუქი დაზიანებები ჰქონდა, რესპუბლიკური საავადმყოფოდან ღამით გაწერეს.

რაც შეეხება ხეჩინაშვილის კლინიკაში მოთავსებულ პაციენტს, ექიმები მის მდგომარეობას აფასებენ როგორც სტაბილურს და გადატანილი ოპერაციის შესაბამისს.

„ახალგაზრდა მამაკაცი შემოიყვანეს გულმკერდის პოლიტრავმით, მუცლის ღრუს დახურული ტრავმით, ნაფლეთოვანი ჭრილობებით კისრის და მარჯვენა ზედა კიდურის მიდამოებში. ჩატარდა სათანადო კვლევები. კერძოდ, თავის კომპიუტერული ტომოგრაფია, მუცლის ღრუსა და გულმკერდის რენტგენოგრაფიები. 20:00 საათზე ჩაუტარდა ოპერაცია – ჭრილობების ქირურგიული დამუშავება, დაზიანებული კუნთების მთლიანობის აღდგენა, სანაცია, დრენირება, ფიქსაცია. მდგომარეობა შეესაბამება გადატანილ ოპერაციას, სტაბილურია, პაციენტი კონტაქტურია“, – განაცხადა ადამ ადამიანმა.

ამ დროისათვის სპეციალისტებმა და ექსპერტ-კრიმინალისტებმა კლუბ „დეჟავუში“ და მის მიმდებარე ტერიტორიაზე მუშაობა უკვე დაასრულეს. დაწესებულების კარი ამჟამად დალუქულია.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. დანაშაული 2-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კლუბი „დეჟავუ“ 2001 წლიდან მუშაობს. ის კინოთეატრ „ამირანის“ გვერდითა, ფილარმონიის შენობაში მდებარეობს. აქ, ძირითადად, ტარდება საბავშვო დღესასწაულები, აღინიშნება დაბადების დღეები.

თემები:
შემთხვევები საქართველოში (1787)

მთავარი თემები