00:36 26 სექტემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8812
  • 100 RUB4.2875
  • USD3.3332
შემთხვევები
მოკლე ბმულის მიღება
აფეთქება კლუბში Dejavu (4)
159 0 0

„Sputnik–საქართველოს“ კორესპონდენტი საშინელი აფეთქების ადგილზე იმყოფებოდა და ესაუბრა თვითმხილველს, რომელიც მომხდარის შემდეგ დაშავებულების დახმარებას ცდილობდა.

თბილისი, 4 სექტემბერი – Sputnik. თბილისის კლუბ „დეჟავუში“ აფეთქების მსხვერპლი ახალგაზრდა მამაკაცი გახდა, სამი კი დაშავდა. საპატრულო პოლიციისა და სამაშველო სამსახურების მოსვლამდე დაშავებულებისთვის პირველი დახმარების აღმოჩენას ახლოს მყოფი თბილისელები ცდილობდნენ.

ერთი გარდაცვლილი და სამი დაშავებული: რამ გამოიწვია აფეთქება ფილარმონიასთან>>

აფეთქების თვითმხილველმა ლაშა ჩხაიძემ, რომელიც ტატუ-სალონში მუშაობს, „Sputnik–საქართველოს“ უამბო, როგორ ცდილობდა დაშავებულების დახმარებას.

„ერთ ადამიანს ხელზე, მხარზე ცეცხლი გაუჩნდა. შევეცადე ჩაქრობას, მაგრამ მერე, როცა გადავაბრუნე, მივხვდი, რომ საშინელ მდგომარეობაში იყო და უკვე ვეღარ შევძლებდი მის დახმარებას. არ მაქვს სამედიცინო განათლება“, – აღნიშნა ჩხაიძემ. შემდეგ მან სხვა დაშავებულები დაინახა – ისინი პირდაპირ ქუჩაში იწვნენ. მალე მოვიდნენ საპატრულო სამსახურის წარმომადგენლები და შემდეგ სასწრაფო დახმარების ბრიგადები.

ამჟამად ცნობილია, რომ სამიდან ერთი დაშავებული მძიმე მდგომარეობაშია. პერიმეტრი შემოსაზღვრულია. ადგილზე მუშაობენ კრიმინალისტები. ტრანსპორტის მოძრაობა კოსტავას ქუჩაზე შეზღუდულია.

კლუბი „დეჟავუ“ 2001 წლიდან მუშაობს. ის კინოთეატრ „ამირანის“ გვერდითაა, ფილარმონიის შენობაში. აქ, ძირითადად, ტარდება საბავშვო დღესასწაულები, ზეიმობენ დაბადების დღეებს. კორონავირუსის პანდემიის პერიოდში აქ ღონისძიებები არ იმართებოდა.

თემები:
აფეთქება კლუბში Dejavu (4)

მთავარი თემები