ბორჯომში ავტომობილი ხევში გადავარდა: დაღუპულია მოზარდი

© Sputnik / Viktor Kaminskyსასწრაფო დახმარების მანქანა
სასწრაფო დახმარების მანქანა - Sputnik საქართველო
გამოწერა
მანქანაში სულ ხუთი ადამიანი იმყოფებოდა. წინასწარი ინფორმაციით, ისინი ერთი ოჯახის წევრები არიან. ოთხი დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანეს

თბილისი, 30 აგვისტო — Sputnik. ბორჯომში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად არასრულწლოვანი დაიღუპა, ოთხი ადამიანი დაშავდა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

მეხანძრე ბორჯომ-ხარაგაულის ტყე-პარკში - Sputnik საქართველო
ბორჯომ-ხარაგაულის ტყე-პარკში ხანძარია

არსებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილი, რომელიც ბორჯომიდან თბილისის მიმართულებით მოძრაობდა, ზანავი-კორტანეთის საავტომობილო გზის მონაკვეთზე ხევში გადავარდა.

მანქანაში სულ ხუთი ადამიანი იმყოფებოდა. წინასწარი ინფორმაციით, ისინი ერთი ოჯახის წევრები არიან. ოთხი დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანეს.

გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო.

ყველა ახალი ამბავი
0