თბილისი, 30 აგვისტო — Sputnik. ახალციხის მუნიციპალიტეტში, სოფელ აწყურის მიმდებარედ, ამარათის მთის ფერდობზე არსებულ ბორჯომ-ხარაგაულის ტყე-პარკის ტერიტორიაზე ხანძარია, განუცხადეს Sputnik-საქართველოს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.
ადგილზე მეხანძრე-მაშველები იმყოფებიან.
ხანძრის გამომწვევი მიზეზი და მომხდარის სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.