თბილისი, 30 აგვისტო — Sputnik. ბორჯომში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად არასრულწლოვანი დაიღუპა, ოთხი ადამიანი დაშავდა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.
არსებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილი, რომელიც ბორჯომიდან თბილისის მიმართულებით მოძრაობდა, ზანავი-კორტანეთის საავტომობილო გზის მონაკვეთზე ხევში გადავარდა.
მანქანაში სულ ხუთი ადამიანი იმყოფებოდა. წინასწარი ინფორმაციით, ისინი ერთი ოჯახის წევრები არიან. ოთხი დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანეს.
გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო.