09:23 25 ოქტომბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8137
  • 100 RUB4.2174
  • USD3.2202
შემთხვევები
მოკლე ბმულის მიღება
შემთხვევები საქართველოში (1879)
110 0 0

პატრიარქმა აღნიშნა, რომ ილოცებენ გარდაცვლილებისა და დაშავებულებისთვის, „რათა უფალმან სავანესა მართალთასა დააწესოს ისინი, ხოლო დაშავებულთ შეეწიოს და გადაარჩინოს“.

თბილისი, 24 აგვისტო – Sputnik. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ ხევსურეთში, სოფელ ბისოსთან 23 აგვისტოს მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს მიუსამძიმრა.

საქართველოს პირველი პირები შატილში მომხდარ ავარიაში დაღუპულთა ოჯახებს უსამძიმრებენ>>

კვირა საღამოს შატილის გზაზე ავტოკატასტროფას 17 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. 80 მეტრი სიმაღლიდან გადავარდნილი მიკროავტობუსის მგზავრებიდან სამი გადარჩა. ექიმები აცხადებენ, რომ დაშავებულები უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში არიან.

უწმინდესისა და უნეტარესის სამძიმრის წერილში აღნიშნულია, რომ დიდია მწუხარება ხევსურეთში მომხდარი ტრაგიკული შემთხვევის გამო, რომელსაც 17 ადამიანი ემსხვერპლა და რომელმაც მთელი საქართველო შეძრა.

„გვინდა ყველა ოჯახს გამოვუცხადოთ სამძიმარი და, მიუხედავად ასეთი მძიმე განსაცდელისა, ვუთხრათ, რომ უნუგეშობას არ უნდა მიეცნენ. ღმერთმა ყველა განგამტკიცოთ და მოგმადლოთ ურყევი რწმენა მარადიული ჭეშმარიტი ცხოვრებისა, რომლის მკვიდრნიც ჩვენი შვილები, ახლადგარდაცვალებულნი გუშინ გახდნენ“, – ნათქვამია პატრიარქის სამძიმრის წერილში.

უწმინდესმა ბრძანა, რომ ილოცებენ გარდაცვლილებისა და დაშავებულებისთვის, „რათა უფალმან სავანესა მართალთასა დააწესოს ისინი, ხოლო დაშავებულთ შეეწიოს და გადაარჩინოს“.

საქართველოში 25 აგვისტო გლოვის დღედ გამოცხადდა>>

მთავრობის განკარგულებით, 25 აგვისტო საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა.

თემები:
შემთხვევები საქართველოში (1879)

მთავარი თემები