საქართველოში 25 აგვისტო გლოვის დღედ გამოცხადდა

CC0 / Pixabay / ხსოვნის სანთლები
ხსოვნის სანთლები - Sputnik საქართველო
გამოწერა
23 აგვისტოს დუშეთის მუნიციპალიტეტში, შატილის გზაზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას 17 ადამიანი ემსხვერპლა.

თბილისი, 24 აგვისტო — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ შატილის გზაზე მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით 25 აგვისტო გლოვის დღედ გამოაცხადა, ნათქვამია საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

შესაბამის განკარგულებას მთავრობის მეთაურმა ხელი დღეს მოაწერა.

„გლოვის დღესთან დაკავშირებით საქართველოს ტერიტორიაზე ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე სახელმწიფო დროშა დაეშვება", — აღნიშნულია განცხადებაში.

23 აგვისტოს დუშეთის მუნიციპალიტეტში, შატილის გზაზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას 17 ადამიანი ემსხვერპლა.  მიკროავტობუსი, რომელშიც, წინასწარი მონაცემებით, 20 ადამიანი იმყოფებოდა, კლდოვან ფერდობზე, დაახლოებით 80 მეტრის სიმაღლიდან გადავარდა. დაშავდა სამი მგზავრი. გავრცელებული ინფორმაციით, მათი მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა.

 

ყველა ახალი ამბავი
0